შავი ზღვის კაბელის პროექტით საქართველო ევროკავშირისთვის უმნიშვნელოვანეს პარტნიორად გადაიქცევა ენერგოუსაფრთხოების კუთხით - ლევან დავითაშვილი

შავი ზღვის კაბელის პროექტით საქართველო ევროკავშირისთვის უმნიშვნელოვანეს პარტნიორად გადაიქცევა ენერგოუსაფრთხოების კუთხით - ლევან დავითაშვილი

access_time2022-12-20 18:30:24

„შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის შეთანხმება - ეს იქნება ჩვენთვის განსაკუთრებული პროექტი, რომელიც გაზრდის საქართველოს მნიშვნელობას ევროკავშირისთვის, - ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა განაცხადა. ლევან დავითაშვილის შეფასებით, ამ პროექტით საქართველო ევროკავშირისთვის უმნიშვნელოვანეს პარტნიორ ქვეყნად გადაიქცევა ენერგოუსაფრთხოების კუთხით.


„როდესაც ვსაუბრობთ ევროინტეგრაციაზე, ცალსახაა, რომ თუ ჩვენ არ ვიქნებით გარკვეული წვლილის შემტანი ევროპული ოჯახის განვითარებაში, რამეს არ შევმატებთ მას, ჩვენი პარტნიორების მხრიდან ინტეგრაციის მიმართ მოტივაცია, დაინტერესება და ენთუზიაზმი მაღალი არ იქნება. ამიტომ ჩვენს ევროპელ პარტნიორებთან მოლაპარაკებებისას ყოველთვის ასე ვსვამდით საკითხს - საქართველოს შეუძლია, მნიშვნელოვანი როლი შეასრულოს ევროპის განვითარების კუთხით, საქართველო არ არის მხოლოდ ბენეფიციარი ქვეყანა, არამედ ჩვენ ვიქნებით მნიშვნელოვანი კონტრიბუტორი, მათ შორის ეკონომიკის მიმართულებით. ამ შემთხვევაში ძალიან აქტიურად წარმოჩინდა დაკავშირებადობის მთელი პაკეტი, რომელიც საქართველომ შესთავაზა ევროკავშირს , - განაცხადა ეკონომიკის მინიტრმა.



ლევან დავითაშვილის განმარტებით, ეს არის ერთი ქოლგის ქვეშ მოქცეული ბევრი სხვადასხვა საკითხი, რომელიც ყველაზე აქტუალური გახდა არსებულ გეოპოლიტიკურ ვითარებაში - ახალი სატვირთო-სატრანზიტო ნაკადები ე.წ. შუა დერეფნის მეშვეობით; ციფრული დაკავშირებადობა - ახალი ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელი და ინტერნეტნაკადების საქართველოს მეშვეობით ევროპიდან აზიაში მიწოდება. მინისტრის თქმით, ამ კუთხით ძალიან მნიშვნელოვანია სტრატეგიული პროექტი, რომელიც საქართველოს მიერ იყო ინიცირებული - შავი ზღვის ქვეშ გამავალი ელექტროდამაკავშირებელი გადამცემი მაღალი ძაბვის ხაზი. ამასთან, მისი განცხადებით, ეს პროექტი საქართველოს როლს ნამდვილად გაზრდის და ქვეყანა არამარტო სატრანზიტო ფუნქციის შესრულებით მიიღებს ეკონომიკურ სიკეთეებს, არამედ აქ წარმოებული, გენერირებული ენერგიის პირდაპირი ექსპორტი მოხდება ევროპულ ბაზარზე, რაც საქართველოს ენერგეტიკისთვის ყველაზე მნიშვნელოვანია.


„რადგან ჩვენ პირდაპირ ვუკავშირდებით ელექტროენერგიის ყველაზე საინტერესო, თავისუფალ და გახსნილ ბაზარს, სადაც საქართველო ისეთივე თავისუფალ რეჟიმში ივაჭრებს, როგორც ევროკავშირის სხვა ყველა ქვეყანა, ჩავთვალოთ, რომ ამ მიმართულებით ჩვენ ევროკავშირის წევრები ვართ - ინვესტორებისთვის შესაძლებელი ხდება, რომ საქართველოში წარმოებული ელექტროენერგია პირდაპირ იყოს მიწოდებული მაღალმსყიდველობითი უნარის ბაზარზე. ეს არის მთავარი მოტივაცია, რომ ჩვენი ენერგოსექტორი კიდევ უფრო მიმზიდველი გახდეს საერთაშორისო ინვესტიციებისთვის,“ - აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up