შეცვალე ხუნდები, ნუ გაეხვევი უსიამოვნო თავგადასავლებში  – „თეგეტა მოტორსის“ კამპანია გრძელდება

შეცვალე ხუნდები, ნუ გაეხვევი უსიამოვნო თავგადასავლებში – „თეგეტა მოტორსის“ კამპანია გრძელდება

access_time2022-12-12 18:25:45

ახალი წელი სასიამოვნო მოგონებების დასაგროვებლად საუკეთესო პერიოდია.  საყვარელ ადამიანებთან სტუმრობა და მათთვის საჩუქრების გადაცემა ამ ჯადოსნური დღესასწაულის განუყოფელი ნაწილია. იმისათვის,რომ ახალი წლის სადღესასწაულო დღეები არასასიამოვნო თავგადასავლებად არ გადაიქცეს, აუცილებელია, ზამთრის სუსხიან სეზონს მომზადებული ავტომობილით შევხვდეთ.




თუ არ გსურთ, ვიდეოს გმირის ბედი გაიზიაროთ, აუცილებელია, რომ ავტომობილის ხუნდებიდროულად შეამოწმოთ და დარწმუნდეთ მის საიმედოობაში.სწორედ ხუნდები ასრულებს უდიდეს როლს ავტომობილის მშვიდად და უსაფრთხოდ გადაადგილებაში. სამუხრუჭე ხუნდების დანიშნულებასა და დროულად შეცვლის მნიშვნელობაზე „თეგეტა მოტორსის“ მსუბუქი ნაწილების პროდუქტის მენეჯერი, დავით მინდიაშვილი საუბრობს.


რა არის სამუხრუჭე ხუნდი და რა  დანიშნულება აქვს მას?

ხუნდი არის სამუხრუჭე სისტემის შემადგენელი უმნიშვნელოვანესი დეტალი. თავდაპირველად ხუნდები მხოლოდ წინა საბურავების გასაჩერებლად იყო განკუთვნილი. დღეს მსუბუქი ავტომობილების 100%-ს სამუხრუჭე ხუნდები აქვს როგორც წინა, ისე უკანა მხარეს. ავტომობილის აგებულებაში ხუნდი საკმაოდ სწრაფად ცვეთადი ნაწილია და მისი შეცვლის დროს წინასწარ ვერ განვსაზღვრავთ.ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ზამთრის თოვლიან გზებზეავტომობილით გადაადგილებისას გვქონდეს მაღალი ხარისხის, რესურსიანი ხუნდები.

სამუხრუჭე ხუნდების არსებობა წინა და უკანა მხარეს და მათი თანაბარი, ერთდროული მუშაობა უზრუნველყოფს ავტომობილის როგორც სწრაფ, მკვეთრ, ისე საჭიროების შემთხვევაში მდორე დამუხრუჭებას.



რა ნივთიერებისგან მზადდებახუნდების ზედაპირი?

წლების წინათ ხუნდების შემადგენლობაში შედიოდა აზბესტი. ესარის მასალა, რომელიც ხუნდებს სითბოს შთანთქმასა და გაფანტვაშიეხმარებოდა, თუმცა, რადგან აზბესტი ადამიანის ჯანმრთელობისათვის მავნე ნივთიერებაა, თანამედროვე ხუნდების შემადგენელ კომპონენტებში მას ვეღარ ნახავთ. დღეს ხუნდები ძირითადად ორგანული ნივთიერებებისგან მზადდება, ისეთებისგან, როგორებიცაა მინა და რეზინი. ასევე ფისები, რომლებსაც შეუძლია მაღალ სითბოს გაუძლოს და უსაფრთხოა როგორც გარემოსთვის,ისე ადამიანის ჯანმრთელობისათვის. მის შემადგენლობაში ასევე შედისრკინა, სპილენძი, ფოლადი და გრაფიტი.ყველა ეს კომპონენტი ერთმანეთშიაშერეული და ქმნის ხუნდის ზედაპირს.


რა სიხშირით უნდა შეიცვალოს სამუხრუჭე ხუნდები?

არ არსებობს კონკრეტული გარბენი ან დროის ინტერვალი, რომლის მიხედვითაც უნდა შეიცვალოს ხუნდები. მათი შეცვლა განისაზღვრება არა დროის ინტერვალით, არამედ მისი ზედაპირის მდგომარეობით. თუკი ხუნდების შემხები ზედაპირის სისქე 2მმ-მდე მივა, აუცილებელია მისი შეცვლა. ხუნდის ზედაპირის ცვეთა დამოკიდებულია მისხარისხსადა შემადგენლობაზე. ასევე დიდი მნიშვნელობა აქვს გზის ზედაპირს. იმ შემთხვევაში, თუ თქვენ ძირითადად ქალაქში გადაადგილდებით და ხშირადგიწევთ ავტომობილის გაჩერება, შესაბამისად, ხუნდები უფრო ინტენსიურად ეხება სამუხრუჭე დისკებს და მაღალია ცვეთის ხარისხი. ხოლო, თუკი თქვენი ავტომობილით ძირითადად საქალაქთაშორისო მაგისტრალებზე გიწევთ მოძრაობა, მაშინ ხუნდიც შედარებით გვიან გაცვდება. შესაბამისად, სამუხრუჭე ხუნდების შეცვლის ინტენსივობა დამოკიდებულია მის მოხმარებასადა ხარისხზე.


რატომ არის აუცილებელი, რომ ზამთარს ხარისხიანი და რესურსიანი ხუნდებით შევხვდეთ?

ჰაერის ტემპერატურა წლის ამ დროს 0°C-იანი ნიშნულს სცდება და გზების ზედაპირი ხშირად იყინება. შესაბამისად, მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი ავტომობილის სამუხრუჭე სისტემა იყოს ეფექტიანი. მოყინულ ან თოვლიან გზაზე გადაადგილებისას მუხრუჭის გამოყენებას დიდი სიფრთხილე სჭირდება. სამუხრუჭე ხუნდის ზედაპირის გაცვეთისას  ავტომობილის გასაჩერებლად სამუხრუჭე დისკებზევეღარ იქმნება საჭირო წნევა, ავტომობილის დამუხრუჭების პროცესი არათანაბარი ხდება და თოვლიან ან მოყინულ გზაზე გაგვიჭირდება სწორად დამუხრუჭება, შედეგად კი იზრდება მოცურების ალბათობა.


როგორ უნდა მივხვდეთ, რომ ჩვენი სამუხრუჭე ხუნდები შესაცვლელია?

არის თუ არა ხუნდი შესაცვლელი, ამის გაგება რთულიარ არის . თანამედროვე ავტომობილების უმეტესობა აღჭურვილია ხუნდის ცვეთის სენსორით და როდესაც ხუნდის ზედაპირის სისქე კრიტიკულ  ნიშნულსმიუახლოვდება, ამის შეახებ მძღოლი ინფორმაციას მაჩვენებლის დაფაზე ანთებული შესაბამისი  ნიშნითმიიღებს. თუკი თქვენს ავტომობილს არ აქვს ხუნდის ცვეთის მსგავსი სენსორი, მაშინ მისი ზედაპირის გაცვეთის ნიშნებია არასასიამოვნო ხმა მუხრუჭის გამოყენებისას, ვიბრაცია მუხრუჭის სატერფულზე, სამუხრუჭე მანძილის გაზრდა და სხვა. შესაძლებელია ყველა ავტომობილმა სხვადასხვანაირად გამოავლინოს რესურსის ამოწურვის ნიშნები,რადგან დიდწილად სამუხრუჭე ხუნდზეა დამოკიდებული ავტომობილით ჩვენი მშვიდი გადაადგილება, ამიტომ აუცილებლად უნდა შევამოწმოთ ხუნდების ზედაპირის სისქე, საჭიროების შემთხვევაში კი შევცვალოთ.


--

ავტოინდუსტრიის ლიდერი კომპანია „თეგეტა მოტორსი“ ქართულ ბაზარზე 1995 წლიდან საქმიანობს და მომხმარებელს ავტომომსახურების სრულ სპექტრს სთავაზობს, როგორც მსუბუქი და სატვირთო ავტომობილების, ისე ავტობუსებისა და მიკროავტობუსების, ასევე სპეციალური დანიშნულების ტექნიკის მიმართულებით. კომპანიას მთელი ქვეყნის მასშტაბით 29 ფილიალი აქვს, რომლებიც 400 000-ამდე საცალო და 35 000-ამდე კორპორაციულ მომხმარებელს ემსახურება. „თეგეტა მოტორსი“ 300-ამდე მსოფლიო ბრენდის წარმომადგენელია საქართველოში, მათ შორის არის Bridgestone, Michelin, Varta, Shell, Motul, Hengst და სხვა.


(R)





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up