შეძლებს თუ არა ქვეყნის ინფრასტრუქტურა შუა დერეფანში გაზრდილი ტვირთნაკადის მომსახურებას

შეძლებს თუ არა ქვეყნის ინფრასტრუქტურა შუა დერეფანში გაზრდილი ტვირთნაკადის მომსახურებას

access_time2022-11-01 12:00:10

საქართველოში სატრანზიტო პოტენციალი მზარდია და ისევ შესაძლოა კიდევ უფრო გაიზარდოს. შუა დერეფანში ტვირთების ნაკადის ზრდაზე განცხადება საქართველოში ოფიციალურ ვიზიტად მყოფმა აზერბაიჯანის პრეზიდენტმაც გააკეთა და თქვა, რომ აპირებს კასპიის ზღვისპირეთიდან აზერბაიჯანის და საქართველოს გავლით ევროპისკენ გაიტანოს ტვირთები და ასევე ახალი მარშრუტები დაამუშაოს.


„ვიცით, რომ ყველა ქვეყნის ინტერესებშია, რომ გაიზარდოს ბაქო-თბილისი-ყარსის მიმართულება, საქართველოს პორტების გამოყენება მოხდეს, იმისათვის, რომ ტვირთბრუნვა ცენტრალური აზიიდან ევროპისკენ წავიდეს და პირიქით. მიგვაჩნია, რომ ამ პოტენციალის გაზრდა და შესაძლებლობა გაგვაჩნია. ახალი რეალობა იქმნება და ამისთვის მზად უნდა ვიყოთ.


უნდა ვთქვა, რომ ბაქოს საერთაშორისო სავაჭრო-საზღვაო პორტი და მისი პოტენციალი 25 მილიონიდან 50 მილიონამდე გაიზრდება და კიდევ უფრო მეტი ინვესტიცია ჩაიდება. ამ კუთხით, სატრანსპორტო მიმართულებით მჭიდროდ უნდა ვითანამშრომლოთ საქართველოსთან, იმიტომ რომ ეს უნდა იყოს შეხმატკბილებული, ერთობლივი ძალისხმევა.


სატრანსპორტო შესაძლებლობების განვითარებისთვის მეზობლებთან უნდა განვავითაროთ ურთიერთობები, იმიტომ რომ სხვა შემთხვევაში ვერ ვიქნებით სანდო სატრანზიტო ქვეყანა“, განაცხადა ილჰამ ალიევმა.


საქართველოს ექსპედიტორთა ასოციაციის პრეზიდენტმა ალექსანდრე დავითიძემ „კომერსანტთან“ საუბრისას აღნიშნა, რომ საქართველოს გავლით ტვირთბრუნვა გაზრდილია, თუმცა ეს პიკი ჯერ კიდევ არ არის.


„ჩვენი მონაცემებით იანვარ-სექტემბერში შუა დერეფანზე ტვირთების მოცულობა 30%-ითაა გაზრდილი. თუმცა ეს ზრდა კავშირშია მაინც რუსეთ-უკრაინის ომის ფონზე ჩრდილოეთის დერეფნიდან გადმომისამართებულ ტვირთებზე. ამასთან ერთად ეს პიკი არ არის და შესაძლებელია კიდევ უფრო მეტის გატარება, რაც დამოკიდებულია ჩვენს სატრანზიტო დერეფნის შესაძლებლობაზე და არა იმაზე რა რაოდენობის ტვირთია. რადგანაც ტვირთი უფრო მეტია, ვიდრე ჩვენ მისი გატარების შესაძლებლობა გვაქვს“, აცხადებს დავითაძე.



საქართველოს ექსპედიტორთა ასოციაციის პრეზიდენტის თქმით, ინფრასტრუქტურული საკითხი გამშვებ პუნქტებთან ერთად არის რკინიგზის, ავტობანის, პორტის შესაძლებლობა. გარდა ამისა არის პროცედურული საკითხებიც, რაც ხელისუფლების ჩართულობით გარკვეულ დონემდე უკვე დარეგულირდა.


„ბიუროკრატიის თვალსაზრისით რაღაც ნაბიჯები უკვე გადადგა საბაჟომ და სახელმწიფომ და გაამარტივა პროცედურები, რაც უფრო აიოლებს და აიაფებს ტვირთის გადატანა/გადაზიდვებს ფოთის შიდა ტერიტორიაზე. ამისათვის მთავრობამ შესაბამის კანონში გარკვეული ცვლილებები შეიტანა.


რაც შეეხება ინფრასტრუქტურას დამატებული ჰყავთ მებაჟეები იმისათვის, რომ მოხდეს ტვირთის გატარება. გარდა ამისა ფოთის პორტში ახალი ნავსადგური იხსნება, რომელმაც პირველი გემი უკვე დაამუშავა. იმედია მალე დაიტვირთება და ამ კუთხითაც გამტარუნარიანობა მალე გაიზრდება. ანუ ინფრასტრუქტურული კუთხითაც უახლოეს პერიოდში გამოსწორდება სიტუაცია. ეს 30%-იანი მატება, რომელიც წლის ბოლოსთვის კიდევ უფრო გაიზრდება ამითაც იყო გამოწვეული, ანუ ცოტა შემცირდა ბიუროკრატიული ნაწილი, პლუს გაიზრდება გამტარუნარიანობა და საერთო ჯამში ეს გვაძლევს იმის საშუალებას, რომ მეტი ტვირთი გადავამუშაოთ. თუმცა უფრო მეტის პოტენციალი არსებობს და გასაგრძელებელია ამ მიმართულებით მუშაობა, რათა ტვირთბრუნვა კიდევ უფრო გაიზარდოს.


ვფიქრობ, რომ ეს 30%-იანი ზრდა შესაძლებელია მომავალ წელს 50%-მდეც კი ავიდეს“, - აღნიშნა საქართველოს ექსპედიტორთა ასოციაციის პრეზიდენტმა.


რაც შეეხება გადაზიდვების ზრდასთან ერთად რა სარგებელს მიიღებს ქვეყნის ბიუჯეტი და ეკონომიკა, ალექსანდრე დავითიძე „კომერსანტს“ პასუხობს, რომ ამის ზუსტ ციფრებში დაანგარიშება რთულია, თუმცა საბოლოო ჯამში გაზრდილი ტვირთნაკადი ეკონომიკაზე დადებით ასახვას აუცილებლად პოვებს.


„ეს რთული საკითხია, რადგანაც სხვადასხვა კატეგორიის ტვირთების გატარებიდან ბიუჯეტში სხვადასხვა თანხები შედის. იცით, რომ როდესაც ტრაილერი საქართველოს ტერიტორიას გადის ეს ცალკე გადასახადია, ასევე თუ ტვირთის გადამუშავება ხდება ფოთის პორტში. იქ შემოსავალი უკვე კერძო კომპანიას შედის, შესაბამისად ამის დაანგარიშება რთულია, მაგრამ სარგებელს ნახულობს ყველა, დაწყებული რკინიგზით რომელმაც მეტი ტვირთი გადაიტანა, ფოთის პორტით და ექსპედიტორებით, რომლებმაც სხვადასხვა მომსახურება გასწიეს“, აცხადებს დავითაძე.


საქართველოს ექსპედიტორთა ასოციაციის პრეზიდენტი ამბობს, რომ საქართველოს დერეფანში ტვირთების ზრდის თვალსაზრისით ყველაზე მსხვილი ქვეყნებია: აზერბაიჯანი, ყაზახეთი, თურქმენი და უზბეკეთი.


„ჯერჯერობით აზერბაიჯანი და ყაზახეთიდან წამოსული ტვირთების ნაკადი იზრდება, ხოლო შემდგომ თურქმენულ და უზბეკურ ტვირთების ზრდას შეძლება ველოდოთ. ამ მიმართულებიდან წამოსული ტვირთების რაოდენობაც მზარდია, მაგრამ არა ისეთი როგორც აზერბაიჯანიდან და ყაზახეთიდან“, - ამბობს ასოციაციის პრეზიდენტი.


ალექსანდრე დავითაძის თქმით, თურქმენეთიდან და უზბეკეთიდან საქართველოს დერეფანში ძირითადად შემდეგი სახის ტვირთები ტრანზიტი მოხდება: სასუქები, გოგირდი, პოლიეთილენის გრანულა და სხვა. მისივე თქმით, ბოლო წლების განმავლობაში თურქმენეთსა და უზბეკეთში ძალიან ბევრი გადამამუშავებელი ქარხნები ამუშავდა, რომელთა მიერ გამომუშავებული პროდუქციას სწორედ საქართველოს გავლით მიეწოდება ევროპას და სხვა მსოფლიოს.





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up