„შეგვეძლო საკუთარი წარმოების  რძე გვქონოდა“ - ლაშა პაპაშვილი რძემჟავა პროდუქტების დღგ-სგან გათავისუფლების ინიციატივაზე

„შეგვეძლო საკუთარი წარმოების რძე გვქონოდა“ - ლაშა პაპაშვილი რძემჟავა პროდუქტების დღგ-სგან გათავისუფლების ინიციატივაზე

access_time2020-04-10 15:00:05

ბიზნესმენი ლაშა პაპაშვილი „კომერსანტთან“ რძემჟავა პროდუქტების დღგ-სგან გათავისუფლების საჭიროებაზე საუბრობს. მისი თქმით, სახელმწიფომ იმპორტირებული პროდუქტების ადგილობრივით ჩანაცვლებაზე უნდა იზრუნოს.


„ჯერ კიდევ, კვირიკაშვილსა და ქუმსიშვილს ვთხოვდით და ახლა ამ მთავრობასთანაც დავაყენეთ ეს საკითხი. მნიშვნელოვანია,რომ ხელისუფლებამ რძე-მჟავა პროდუქტების დღგ-სგან გათავისუფლების გადაწყვეტილება მიიღოს.


დახლის 80% არის იმპორტირებული რძის პროდუქტებით, დაწყებული კარაქით, დამთავრებული რძით. ყველა მათგანი არის ფხვნილი და აქვთ მოხმარების ერთწლიანი და ორწლიანი ვადა. ამის ჩასანაცვლებლად, მსოფლიოს ყველა ქვეყნის პრიორიტეტია ექსპორტის გაძლიერება, ან იმპორტის ჩანაცვლება. შეგვეძლო ჩვენი რძე გვქონოდა,რომელიც არის პირველადი მოხმარების და განსაკუთრებით საჭირო მოზარდი თაობისთვის,“
- ამბობს ლაშა პაპაშვილი.


როგორც ცნობილია, ნედლი რძის მწარმოებლები სახელმწიფოს რძის პროდუქტების წარმოებაზე გარკვეულ შეღავათებს სთხოვენ. მათ შორისაა, რძის წარმოების საუბსიდირება. 


რძისა და რძის პროდუქტების მწარმოებელთა ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა კახა კონიაშვილმა „კომერსანტთან“  განაცახდა, რომ სახელმწიფო 9 პროდუქტის კურსთა შორის სხვაობას ასუბსიდირებს. ერთ-ერთი პროდუქტი კი რძის ფხვნილია, რომელიც პრიორიტეტულ ნუსხაში შევიდა.



„ეს ფაქტი ცოტა გამიკვირდა კიდეც. რადგან საუბარი იყო იმაზე, რომ მომხმარებელს საბოლოო პროდუქტი არ გაძვირებოდა. შესაბამისად, ეს უნდა ყოფილიყო მომხმარებლისთვის შეღავათი. მესმის, რომ სხვა პროდუქტს მომხმარებელი პირდაპირ ყიდულობს მაღაზიაში და როდესაც რძის ფხვნილზე გვაქვს საუბარი უნდა გავითვალისწინოთ ის ფაქტი, რომ მას მომხმარებელი პირდაპირ მაღაზიაში არ ყიდულობს. ჯერ უნდა გადამუშავდეს და შემდეგ სხვადასხვა პროდუქტის სახით მიეწოდოს მომხმარებელს. ამ შემთხვევაში ჩნდება კითხვა რატომ ვასუბსიდირებთ იმპორტს და არ ვუწყობთ ხელს ადგილობრივ წარმოებას.“-ამბობს კონიაშვილი.


ქართული რძისპროდუქტების კომპანია „ცეზარის“ ხელმძღვანელი ცეზარ კახაძე კი განმარტავს, რომ რძის ფხვნილის სუბსიდირება არასწორად მიმართული თანხაა, რომელიც ქვეყნიდან გაედინება და ადგილობრივი პროდუქტის რეალიზაციასაც უშლის ხელს.


“ჩამონათვალში სურსათის სუბსიდირების დროს მოხვედრილია რძის ფხვნილი, რომელიც მოიაზრება ნატურალური რძის პროდუქტის კონკურენტად. თუმცა, დღეის მდგომარეობით, ნატურალური რძისა და მისგან დამზადებული პროდუქტის ფასს, მკვეთრად გადაუსწრო რძის ფხვნილისგან დამზადებულმა პროდუქტმა. მთავრობა კი ამას ასუბსიდირებს. არადა, შესაძლებელია, რომ ნატურალურ რძეზე გააკეთოს იგივე და ამით მეწარმესაც დაეხმარონ.რძის ფხვნილის სუბსიდირება წყალში გადაყრილი ფულია და ფერმერს აზარალებს.


ახლა სჯობს, რომ ამ პერიოდში ქართველ ფერმერს დაეხმარონ. ამ ნაბიჯით მხოლოდ ერთი და ორი ადამიანი არ მოითბობს ხელს და ქვეყნიდანაც არ გავა ის ფული, რაც რძის ფხვნილში დაიხარჯება.” -ამბობს ცეზარ კახაძე.


სოფო ქსოვრელი 






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up