უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინა ევროკავშირს ორ წელიწადში შეუერთდება და მსოფლიოს ლიდერები იმ პესიმისტური პროგნოზების გამო გააკრიტიკა, რომლებიც აცხადებენ, რომ უკრაინას ევროკავშირში გასაწევრიანებლად 10 წელი დასჭირდება.
„ვხედავთ, რომ ჩვენ შეგვიძლია ევროკავშირში ორ წელიწადში გავწევრიანდეთ. ჩვენ გვჭირდება უსაფრთხოების გარანტიები", - განაცხადა ზელენსკიმ JP Morgan-ის მიერ ორგანიზებულ საინვესტიციო სამიტზე.
ზელენსკიმ ასევე აღნიშნა, რომ უკრაინა რუსეთ-უკრაინის ომში გამარჯვების შემდეგ ნატო-ში შესვლასაც შეძლებს.
„იმის გამო, რომ გადაწყვეტილებებს ნელა იღებენ, ეს არის ბიუროკრატია... და მჯერა, რომ გამარჯვების შემდეგ ჩვენ ვიქნებით ნატო-ში“, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.