პანდემიის შემდეგ საქართველოში, თითქმის ყველა დარგს სამუშაო ძალის პრობლემა გაუჩნდა.
აჭარა ტექსტილის ფინანსური დირექტორი, გია ლომინაძე ამბობს, რომ მათ კიდევ 1 000 დასაქმებულის დამატება შეუძლიათ, მაგრამ ბაზარზე კადრების მნიშვნელოვანი დეფიციტია.
„ჩვენს შემთხვევაში არ ვითხოვთ არავითარ განსაკუთრებლ კვალიფიკაციას, ასე რომ, ეს ვერ იქნება მიზეზი, რატომაც კადრების მუდმივი დეფიციტი გვაქვს. ჩემი აზრით პრობლემა ისაა, რომ დასავლეთ საქართველოში, სადაც ჩვენი საწარმოების დიდი ნაწილია, მოსახლეობისთვის უფრო მეტად პრიორიტეტული ტურიზმის სფეროა და ძირითადად იქ საქმდებიან. მხოლოდ ერთ სამკერვალო ფაბრიკით ვართ წარმოდგენილი ქართლში, სადაც სამუშაო რესურსის პრობლემა სეზონურად დგება. აქ უკვე, სასოფლო სამეურნეო სამუშაოების კვალდაკვალ“, -აცხადებს ლიმინაძე ,,ბიზნესპრესნიუსთან“.