შეიცვლება თუ არა დღეს რეფინანსირების განაკვეთი? - შეფასებები

შეიცვლება თუ არა დღეს რეფინანსირების განაკვეთი? - შეფასებები

access_time2023-03-29 10:00:59

საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის სხდომა დღეს 12 საათზე გაიმართება. დარგის ექსპერტების მოლოდინით, სებ-ი რეფინანსირების განაკვეთს არსებულ 11%-ზე დატოვებს, თუმცა ინფლაციის კლების ფონზე, მცირედით შემცირებაც არ არის გამორიცხული.


საქართველოს საბანკო ასოციაციის ხელმძღვანელი ალექსანდრე ძნელაძე მონეტარული პოლიტიკის შერბილებას უახლოეს სხდომაზე არ ელის. მისი თქმით, რეფინანსირების განაკვეთის შემცირებისთვის საჭირო ტენდენციები უკვე იკვეთება, თუმცა სავარაუდოდ ეს უფრო ზაფხულის შემდეგ მოხდება.


„გარკვეული ნიშნები არის უკვე, რომ შეიძლება რეფინანსირების განაკვეთის შემცირებაზე დაიწყოს საუბარი, მაგრამ განცხადებებიდან გამომდინარე, რომელსაც უახლოეს წარსულში აკეთებდა ეროვნული ბანკი, რთულია ვივარაუდოთ, რომ მონეტარული პოლიტიკის შერბილება უახლოეს სხდომაზე მოხდება. თუმცა, ის ტენდენციები რასაც ჩვენ ვხედავთ, მათ შორის ინფლაციის შემცირება, იძლევა უკვე იმ ნიშნებს, რომ ზრდაზე ნამდვილად არ იქნება საუბარი“,  ამბობს ალექსანდრე ძნელაძე.



თიბისი კაპიტალის“ მთავარი ეკონომისტი, ოთარ ნადარაია აღნიშნავს, რომ მონეტარული პოლიტიკის შერბილების წინაპირობები ცალსახაა, რადგან მომდევნო ერთი წლის ინფლაციის პროგნოზი დამაიმედებლად გამოიყურება, თუმცა რეფინანსირების განაკვეთის შემცირება დღევანდელ სხდომაზე არ არის მოსალოდნელი.


„მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა შესაძლოა განაკვეთის დაწევა უფრო მაისისათვის გადადოს. ჩვენი აზრით, ასეთ შემთხვევაში, აქცენტი იმპორტირებული პროდუქტების გარეშე ინფლაციასა და ბოლო პერიოდში საერთაშორისო მასშტაბით გაურკვევლობის ზრდაზე იქნება გაკეთებული“, - აცხადებენ TBC Capital-ში.


Galt & taggart-ის ეკონომისტი ლაშა ქავთარაძე კი მიიჩნევს, რომ უფრო სწორი იქნება თუ ცენტრალური ბანკი ინფლაციის კლების ტენდენციის ფონზე მონეტარული პოლიტიკის განაკვეთს შეამცირებს. მისივე თქმით, ინფლაციის მაჩვენებელი ეროვნული ბანკის მიერ განსაზღვრულ მიზნობრივ მაჩვენებელს ანუ 3%-ს მიმდინარე წლის ბოლო კვარტალში დაუახლოვდება. 


მონეტარული პოლიტიკის ბოლო სხდომაზე, 2023 წლის 1-ელ თებერვალს, ეროვნულმა ბანკმა რეფინანსირების განაკვეთის უცვლელად 11%-ზე დატოვების გადაწყვეტილება მიიღო. 




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up