შეიძინე 4 საბურავი 3-ის ფასად და შეხვდი ახალ სეზონს მომზადებული - „თეგეტა მოტორსის“ სექტემბრის შეთავაზებები

შეიძინე 4 საბურავი 3-ის ფასად და შეხვდი ახალ სეზონს მომზადებული - „თეგეტა მოტორსის“ სექტემბრის შეთავაზებები

access_time2022-09-15 14:35:38

მზად არის თქვენი ავტომობილი ქალაქში დასაბრუნებლად ზაფხულის თავგადასავლებისა და მოგზაურობის შემდეგ?!

არსებობს გადამოწმების სტანდარტული პარამეტრები, რომლებიც რამდენიმე პუნქტს მოიცავს - პირველ ადგილზე სავალი ნაწილია, რომლის ძირითადი შემადგენელი საბურავები და სამუხრუჭე სისტემაა. მოძველებული და გაცვეთილი საბურავი სამუხრუჭე დისტანციას აგრძელებს და ავტოსაგზაო შემთხვევების რისკებს მნიშვნელოვნად ზრდის.

ახალ სეზონთან შესახვედრად „თეგეტა მოტორსში“ სექტემბრის აქციები დაიწყო.

 

აქცია საბურავებზე

 

თვის ბოლომდე შეგიძლიათ ისარგებლოთ სპეციალური შეთავაზებებით, რომლებიც „თეგეტას“ სხვადასხვა სერვისსა და პროდუქციაზე ვრცელდება.

 

3+1 აქციით შეიძენთ ნებისმიერი ბრენდის საბურავს, რომელიც კომპანიის შოურუმშია წარმოდგენილი.

განსაკუთრებული შეთავაზებით ისარგებლებენ Off Road-ის მოყვარულებიც და შესაბამის საბურავებს სექტემბერში  სპეციალურ ფასად შეიძენენ.

 

 

შეთავაზება აკუმულატორებზე

 


შვებულებების სეზონზე დიდი დატვირთვით მომუშავე აკუმულატორებს უყურადღებოდ ვერ დატოვებთ.


„თეგეტა მოტორსში“ მაღალხარისხიანი აკუმულატორების ყველაზე დიდი არჩევანია. ფასის, ბრენდისა და რესურსის მიხედვით, პროფესიონალი პერსონალი თქვენი ავტომობილისთვის საუკეთესო ვარიანტს შეგარჩევინებთ. კომპანიაში წარმოდგენილი აკუმულატორების სრულ ასორტიმენტზე მიმდინარე თვეში 20%-იანი ფასდაკლებით ისარგებლებთ, მათ შორის ისეთ ბრენდებზე, როგორებიც არის Varta და Exide.

ამასთანავე, ძველი აკუმულატორის ჩაბარების შემთხვევაში, დამატებით 40 ლარამდე ფასდაკლებასაც მიიღებთ.

აღსანიშნავია, რომ Varta-ს, Fiamm-ის, Optima-ს და BEX-ის აკუმულატორებზე „თეგეტაში“ უსასრულო გარანტია მოქმედებს.

 

 

ფასდაკლება საცხებ-საპოხ მასალებზე

 

მნიშვნელოვანი სიახლეა მათთვის, ვისაც ახლა ძრავის ზეთის შეცვლა უწევს: პრემიუმ ბრენდის, PETRONAS-ის ზეთებზე 20%-იანი ფასდაკლებით ისარგებლებთ.

იგივე შეთავაზება ვრცელდება „თეგეტა მოტორსის“ ავტომანქანის ათეულობით განსხვავებული წარმოების მოვლის საშუალებებზე, როგორებიც არის Motul, Sonax და სხვა.

კიდევ უფრო დიდი ფასდაკლებით ისარგებლებთ, თუ სააქციო პროდუქციას „თეგეტა მოტორსის“ ონლაინ შოპზე შეიძენთ.

 

იმისათვის, რომ დაზოგოთ თქვენთვის მნიშვნელოვანი დრო, „თეგეტა მოტორსი“ გთავაზობთ Online რეზერვაციას - დაჯავშნეთ სერვისი „თეგეტაში“ ონლაინ და მიიღეთ მომსახურება რიგში დგომის გარეშე.

გასათვალისწინებელია ისიც, რომ ონლაინ რეზერვაციის შემთხვევაში თბილისის ფილიალებში სერვისსა და სრულ პროდუქციაზე (უკვე ფასდაკლებული პროდუქტის გარდა)  20%-იან ქეშბექს მიიღებთ.

 


„თეგეტა მოტორსის“ შესახებ: ავტოინდუსტრიის ლიდერი კომპანია „თეგეტა მოტორსი“ 1995 წლიდან საქმიანობს ქართულ ბაზარზე და მომხმარებელს ავტომომსახურების სრულ სპექტრს სთავაზობს. კომპანიას მთელი ქვეყნის მასშტაბით 29 ფილიალი აქვს, რომლებიც 400 000-მდე საცალო და 35 000-მდე კორპორაციულ მომხმარებელს ემსახურება. „თეგეტა მოტორსი\“ 300-მდე მსოფლიო ბრენდის წარმომადგენელია საქართველოში, მათ შორის არის Bridgestone, Michelin, Varta, Shell, Motul, Hengst და სხვა.

 


(R)





 

 

 



თეგები:
თეგეტა



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up