„შეიძლება ითქვას, რომ ეს  არის ყველაზე აუხსნელი ინფლაცია“ - მიხეილ კუკავა

„შეიძლება ითქვას, რომ ეს არის ყველაზე აუხსნელი ინფლაცია“ - მიხეილ კუკავა

access_time2022-10-07 10:30:35

„შეიძლება ითქვას, რომ ეს  არის ყველაზე აუხსნელი ინფლაცია“ -  ამის შესახებ, რადიო „კომერსანტის“ გადაცემაში „პროფესიონალები“ IDFI-ს ეკონომიკური და სოციალური მიმართულების ხელმძღვანელმა მიხეილ კუკავამ ისაუბრა. კუკავას განმარტებით ინფლაციის გამომწვევი ორი უმთავრესი მიზეზი არის პანდემია,რომლის ეფექტი  ჯერ კიდევ  არ დასრულებულია და რუსეთის უკრაინაზე თავდასხმა.


„ინფლაცია მთელ მსოფლიოში დაუძლეველ გამოწვევად იქცა, მათ შორის  იყო აშშ- ის ცენტრალური ბანკის უმთავრესი შეცდომა, რა გაზზე ფეხის დაჭერას გულისხმობდა და 2020 და 2022 წელს ბიზნესისთვის ვალის ყიდვით ფულის მიყრას ნიშნავდა. ფაქტობრივად FED - მა ამერიკულ ბიზნესებს იმაზე მეტი ასესხა, ვიდრე ეს გათვალისწინებული იყო. ამდენად მივიღეთ ის, რომ FED - ს მუხრუჭზე ფეხის დაჭერა მოუხდა.

 

ჩვენი ეროვნული ბანკი იმავეს არ აკეთებს და ობლიგაციებს არ ყიდულობს, მიუხედავად იმისა, რომ ეს არის კაპიტალის ბაზრის განვითარებისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანი. თუმცა მას ეს კანონში არ უწერია და აუტკივარი თავი ეროვნულმა ბანკმა რატომ უნდა აიტკივოს. რაც შეეხება ჩვენი ეროვნული ბანკის მკაცრ პოლიტიკას ეს იყო გაუმართლებელი, ხოლო FED - ის მიერ მონეტარული პოლიტიკის გამკაცრება გასაგებია, იმის გათვალისწინებით , რომ მან დაუშვა  ეს  შეცდომა, მიუშვა სადავეები იმაზე მეტად, ვიდრე უნდა მოეშვა. ხოლო ჩვენ ეს არ გვჭირდება და რატომ ვაჭერთ ფეხს“, -  აღნიშნა მიხეილ კუკავამ.


 

კუკავამ აღნიშნა, რომ ეროვნული ბანკის უმთავრესი  ინსტრუმენტი მონეტარული პოლიტიკის  განაკვეთი და ინტერვენციებია, თუმცა ეს ინტერვენციები ბოლო პერიოდში აქტიურად  არ  გვჭირდებოდა. ეროვნულ ბანკს შეზღუდული აქვს ინსტრუმენტები, როგორ შეიძლება, რომ ამ ინსტრუმენტებით ეროვნულმა ბანკმა ხელი  შეუწყოს  ან კაპიტალის ბაზრის განვითარებას , ან ეკონომიკურ ზრდას. ერთადერთი ქმედითი რაც აქვს ეს არის ინტერვენციები და თუ რაღაც  კატასტროფა მოხდება მაშინ იყენებს. მაგალითად როდესაც  ლარი გაიქცა სიგნალები გააგზავნეს , ინტერვენციები  არის  ბაზრისთვის  სიგნალი, მეტი არაფერი“ -  აღნიშნა მიხეილ კუკავამ . 

 

თაკო კვაჭანტირაძე




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up