„შეიძლება მძიმე დღეები იყოს, მაგრამ არაფერი ტრაგიკული“ - როგორ აისახება რუსეთის შესაძლო დეფოლტი საქართველოს ეკონომიკაზე

„შეიძლება მძიმე დღეები იყოს, მაგრამ არაფერი ტრაგიკული“ - როგორ აისახება რუსეთის შესაძლო დეფოლტი საქართველოს ეკონომიკაზე

access_time2022-04-13 20:30:00

,,შეიძლება მძიმე დღეები იყოს, მაგრამ არაფერი ტრაგიკული“ - ასე აფასებს რუსეთის შესაძლო დეფოლტის გავლენას საქართველოს ეკონომიკაზე საქართველოს საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა აკადემიის ვიცე-პრეზიდენტი, ეკონომისტი ალექსანდრე თვალჭრელიძე.


ცნობისათვის, საერთაშორისო სააგენტო S&P Global-ის მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციიდან ირკვევა, რომ 12 აპრილს რუსეთმა საგარეო ვალზე დეფოლტი განიცადა.


„რუსეთმა უკვე ვერ გადაიხადა საგარეო ვალი, ანუ ის უკვე დეფოლტის წინაშეა. ეს პროცესი თუ გაგრძელდა, რუსეთის რუბლის კონვერტაცია შეწყდება და ხის ვალუტად გადაიქცევა. რუსეთთან ისედაც შემცირებულია ვაჭრობა, ერთადერთი მნიშვნელოვან ასახვა იქნება გზავნილების კუთხით. უნდა გავითვალისწინოთ, რომ რუსეთი არ არის საქართველოს მთავარი პარტნიორი. მთავარი პარტნიორი თურქეთია. დაახლოებით იქნება ის მდგომარეობა, რაც პირველი ღვინის ემბარგოს დროს იყო, მაგრამ ბიზნესი მერე მარტივად გადაეწყო.



ვერაფერს კატასტრიფულს ვერ ვხედავ, შეიძლება მძიმე დღეები იყოს, მაგრამ არაფერი ტრაგიკული. არც ისეთი საშიშია მგელი, როგორც თავს გვაჩვენებს. გასაგებია, რომ ფქვილი გაძვირდება, თუ პირდაპირი მეზობლისგან არ შემოვიტანთ, მაგრამ ვიპოვით ბაზრებს, ფქვილზეც და სხვა ყველაფერზეც. წიწიბურას შემოვიტანთ ინდოეთიდან. არაერთი ქვეყანაა, საიდანაც ხორბალს შემოვიტანთ და საერთოდ, იმედია არსებული რეალობა წაგვადგება, რომ დასკვნები გამოვიტანოთ. 12 მლნ ვიყავით დავით აღმაშენებლის დროს და გარანტიას გაძლევთ, საკვები პროდუქტის იმპორტი არ ხდებოდა. თვითკმარი ქვეყანაა და ხალხი უნდა გაინძრეს, რომ პროდუქტი საკმარისი იყოს და ვიყიდოთ-გავყიდოთზე არ ვიყოთ დამოკიდებული. რეგიონში ომი, რა თქმა უნდა, რთული გამოწვევაა, მაგრამ არა დაუძლეველი“, - განუცხადა თვალჭრელიძემ ,,ბიზნესპრესნიუსს“.


bpn.ge




თეგები:
დეფოლტი



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up