შეიძლება, მეთანის კონცენტრაცია ჰაერში გადაჭარბებული იყო და აფეთქება არ შეიძლებოდა - რა ვერსია აქვთ მეშახტეებს

შეიძლება, მეთანის კონცენტრაცია ჰაერში გადაჭარბებული იყო და აფეთქება არ შეიძლებოდა - რა ვერსია აქვთ მეშახტეებს

access_time2022-01-31 14:00:08

ტყიბულის მინდელის სახელობის შახტში მომხდარი ტრაგედიის დეტალებზე ,,კომერსანტთან“ მეშახტეები საუბრობენ. რას შეეძლო აფეთქების გამოწვევა,  საუბარი უჭირთ, სანამ გამოძიება შედეგს დადებს. თუმცა ეჭვობენ, რომ შესაძლოა ჰაერში მეთანის კონცენტრაციის არასწორი აღრიცხვა მოხდა ან ტექნიკური უსაფრთხოების პარამეტრები იქნა უგულებელყოფილი.  ყოველ შემთხვევაში, როგორც  შახტის  თანამშრომელი გაგა ისაკაძე ამბობს, მიუხედავად ბოლო წლებში შრომის უსაფრთხოების მიმართულებით გატარებული ღონისძიებებისა, ტექნიკური პრობლემა მეშახტეებისთვის ისევ დიდი გამოწვევაა.


,,დაზუსტებით ვერაფერს ვიტყვი, მიმდინარეობს გამოძიება.  კონკრეტულ  დეტალებზე საუბარი ჩვენი მხრიდან ჯერჯერობით უხერხულია, სანამ გამოძიების შედეგი არ გვეცოდინება.  ამ ეტაპზე ცნობილია მხოლოდ ფაქტი, რომ აფეთქდა მეთანი,  ამ დროს ჩვენი უკვე იმყოფებოდნენ უსაფრთხო ადგილზე, სადაც აფეთქების ტალღას, წესით, არ უნდა მოეღწია.  ადგილზე იმყოფება შრომის ინსპექცია და ველოდებით,  რა დასკვნას გააკეთებს. მიუხედავად იმისა, რომ დღეს ტყიბულის შახტში არ არის ის მდგომარეობა, რაც ვთქვათ, 4-5 წლის წინ იყო, ბევრი რამ გამოსწორდა, ტექნიკური საკითხები მაინც დარჩა გამოწვევად. დანერგილია მონიტორინგის შესანიშნავი სისტემა, რომელიც  ატყობინებს  მეთანის კონცენტრაციას, რა რაოდენობითაა და შესაძლებელია თუ არა სამუშაოს უსაფრთხო შესრულება.  თუკი აღრიცხვა სწორი იყო, რატომ მისცეს იქ აფეთქების საშუალება. ბევრი კითხვაა, რასაც პასუხი უნდა გაეცეს. ალბათ, ტექნიკური საკითხებისთვის მეტი ყურადღება უნდა დაეთმოთ“, - ამბობს ,,კომერსანტთან“ გაგა ისაკაძე.


მისი ინფორმაციით, შახტში მეთანის აფეთქებისას დაღუპული მუშა ჭაბუკი სოფრომაძეა, რომელიც ამფეთქებლად მუშაობდა.


მასთან ერთად კიდევ 8 ადამიანი დაშავდა, რომელთაგან 3 რეანიმაციულ მკურნალობას თბილისში, დამწვრობის ცენტრში გადის.



ის, რომ ტყიბულის შახტში შრომის უსაფრთხოების მიმართულებით ვითარება გაუმჯობესებულია, ,,კომერსანტთან“ ადასტურებს გაერთიანებული პროფკავშირების წარმომადგენელი  თამაზ დოლაბერიძე. მისი თქმით, აშკარაა, რომ შეცდომაა დაშვებული და შეიძლება  იგი გაზის   გაზომვის ავტომატური სისტემის მუშაობას უკავშირდებოდეს.


,,ძნელია პროგნოზის გაკეთება, როცა ტრაგედიის ზუსტი მიზეზი არ ვიცით. 2019 წლის შემდეგ საწარმოო შემთხვევები არ გვქონია, რაც მიუთითებს, რომ საწარმოო უსაფრთხოების სისტემა გაუმჯობესებული იყო. გამოძიებას დავიწყებდი, იყო თუ არა ჰაერში მეთანის კონცენტრაცია გადაჭარბებული. ეს მონაცემი შახტს აუცილებლად უნდა ჰქონოდა. რამდენადაც ვიცი,  მეთანის კონცენტრაციას ყოველდღიურად აღრიცხავენ. ყველაფერია, რომ სიტუაცია აკონტროლო, რა მიზეზით მოხდა, რამ გამოიწვია ფატალური შედეგი, გამოკვლეული უნდა იქნას.  უსაფრთხოების მიმართულებით შახტებში გარკვეული ზომები მიღებულია, მაგრამ აშკარაა, რომ საკმარისი არ არისადამიანის სიცოცხლეს და ჯანმრთელობას ეხება საქმე და ყველა კითხვას უნდა გაეცეს პასუხი“, - ამბობს თამაზ დოლაბერიძე,


შეგახსენებთ, რომ ძლიერი აფეთქება მინდელის შახტში 30 იანვარს, ღამის 11:00 საათისთვის იმ დროს მოხდა, როდესაც მიწის სიღრმეში მეშახტეები იმყოფებოდნენ. დაიღუპა ერთი ადამიანი, დაშავდა რვა.


მარი ჩიტაია  





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up