შეკვეთები ძალიან ბევრია, ამიტომ დამატებითი კადრების აყვანა გადავწყვიტე - ატელიე „ციმ-ციმ“-ის მეპატრონე

შეკვეთები ძალიან ბევრია, ამიტომ დამატებითი კადრების აყვანა გადავწყვიტე - ატელიე „ციმ-ციმ“-ის მეპატრონე

access_time2023-01-04 19:30:35

ანა აბაშიძემ დაახლოებით ორი წლის წინ სამსახურის დატოვება და პირადი საქმიანობის დაწყება გადაწყვიტა. ასე შეიქმნა ტექსტილის ატელიე „ციმ-ციმ“-ი.


ატელიეს დამფუძნებელი BM.GE-თან საუბრისას ამბობს, რომ ამ ეტაპზე ყველა საქმეს პირადად აკეთებს და დღეში თუნდაც რამდენიმე საათი მუშაობის შემდეგ ნებისმიერ სამსახურზე უკეთეს ანაზღაურებას იღებს.


„2020 წელს გადავწყვიტე, რომ სამსახური დამეტოვებინა და ჩემი პირადი საქმიანობა დამეწყო. ხელსაქმე ბავშვობიდანვე მიყვარდა და ეტაპობრივად ჩავერთე ამ პროცესში - თავიდან მხოლოდ ჩემი შვილისთვის ვკერავდი აქსესუარებს, შემდეგ ახლობლებისთვის და იმდენად დიდი დაინტერესება იყო, რომ გადავწყვიტე შეკვეთებიც მიმეღო.


ამ ეტაპზე ჩემი პატარა ატელიე მაქვს რუსთავში, ჩემივე სახლში, ყველა საქმეს მე ვაკეთებ - შეკვეთების მიღებიდან დაწყებული მისი ჩაბარებით დამთავრებული და დღეში რამდენიმე საათი მუშაობის შემდეგაც კი ნებისმიერ სამსახურზე უკეთეს ანაზღაურებას ვიღებ.



შეკვეთები ძალიან ბევრია, უკვე მარტო ვეღარ ავუდივარ, ამიტომ პირველ ეტაპზე დამატებითი კადრების აყვანა გადავწყვიტე, ალბათ 2 ადამიანს დავასაქმებ და რამდენიმე მსურველს საქმიანობას ვასწავლი, ხოლო შემდეგ უკვე საწარმოს სახლის გარეთ გადავიტან და უფრო გავაფართოვებ. ახლახან გამოვაცხადე ვაკანსია და უკვე ძალიან დიდი გამოხმაურება მივიღე, ბევრი კვალიფიციური და მოტივირებული ადამიანი მიკავშირდება და აღმოჩნდა, რომ საქართველოში ადამიანებს უჭირთ საქართველოში საკუთარი ცოდნის რეალიზება", - განაცხადა ანა აბაშიძემ.


რაც შეეხება გამოწვევებს, „ციმ-ციმ“-ის დამფუძნებელი გვიყვება, რომ პროდუქციისთვის საჭირო ქსოვილები საქართველოში ორჯერ და სამჯერ უფრო ძვირი ღირს, ვიდრე მწარმოებელ ქვეყნებში, ამიტომ შემდგომში მათ იმპორტირებას გეგმავს.


„ახლა ლილოს ბაზრობაზე დავდივარ და რამდენიმე დღის მარაგი მომაქვს, თუმცა ეს ქსოვილები საქართველოში ორჯერ და სამჯერ უფრო ძვირი ღირს, ამიტომ ბიზნესისთვის მისი იმპორტირება ბევრად უფრო მომგებიანია და შემდგომში მათ შემოტანას ვგეგმავ.


ამ ეტაპზე 35%-იან მარჟაზე ვმუშაობ და აქსესუარების საფასურიც საკმაოდ დაბალია", - განმარტავს ანა აბაშიძე.


ინფორმაციისთვის, „ციმ-ციმ“-ის პროდუქციის შეძენა სოციალური ქსელის საშუალებითაა შესაძლებელი. ატელიე „აწარმოე საქართველოს“ მინიმალური 2 992 ლარიანი თანადაფინანსებით ამოქმედდა.



წყარო: https://bm.ge


თეგები:
ატელიე



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up