ბრიტანულ-ნიდერლანდური ნავთობისა და გაზის კომპანიამ Shell შესაძლოა დიდ ბრიტანეთში, გერმანიასა და ნიდერლანდებში ელექტროენერგიის საცალო ვაჭრობის ბაზარი დატოვოს. Shell ამჟამად ამ შესაძლებლობას განიხილავს. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
Shell-მა ამ სამი ბაზრის შესახებ სტრატეგიული მიმოხილვა უკვე დაიწყო. შესაძლოა, რომ ამ პროცესს რამდენიმე თვე დასჭირდეს. გადაწყვეტილების მიღების ზუსტი დრო ამ დროისათვის არ სახელდება.
როგორც სტატიიდან ირკვევა, გასულ წელს ევროპის ქვეყნებიდან ენერგიის მომწოდებლები საბითუმო ფასების მკვეთრ ზრდას განიცდიდნენ. ამის გამო, Shell-მა 1,5 მილიარდი დოლარის ინვესტირება მოახდინა დიდი ბრიტანეთის ელექტროენერგიის საცალო ბიზნესში. Shell-ის მიზანი იყო დახმარებოდა ბრიტანულ კომპანიებს ამ ფასების რყევების დროს, რომელმაც რამდენიმე კომუნალური საწარმოს კრახი გამოიწვია.