რუსეთ უკრაინის ომის გამო ენერგიის ფასების მკვეთრად ზრდამ, ნავთობისა და ბუნებრივი აირის გიგანტ Shell-ის მოგება 2022 წელს რეკორდულ მაჩვენებლამდე 39.9 მილიარდ დოლარამდე გაზარდა. კომპანიის მოგება 2021 წელთან შედარებით გაორმაგდა და უკანასკნელი 115 წლის მაქსიმუმზეა.
„შედეგები Shell-ის დიფერენცირებული პორტფელის სიძლიერეს უსვამს ხაზს და კომპანიის უნარს, არასტაბილურ სამყაროში შეძლოს ენერგიის მიწოდების გაგრძელება“, — განაცხადა Shell-ის აღმასრულებელმა დირექტორმა უოლ სავანისმ.
თუმცა, Shell-ი არაა ერთადერთი ენერგოგიგანტი, რომლის შემოსავლებმაც გასულ წელს რეკორდულ ნიშნულს მიაღწია. მათ შორისაა ამერიკული ExxonMobil-ი, რომლის შემოსავალმაც თითქმის 56 მილიარდ დოლარს მიაღწია. 2021 წელთან შედარებით გაორმაგებული და ასევე რეკორდული, 36.5 მილიარდი დოლარის მოგება დააფიქსირა ამერიკულმა Chevron-მაც.
თუმცა, ამის პარალელურად, ზაფხულში გაზის ფასი ყველა დროის მაქსიმუმამდე გაიზარდა, რასაც მოსახლობისთვის ენერგიისა და გათბობის გადასახადების ზრდა და სურსათზე ფასების მატება მოჰყვა.