Shell რუსეთში ბენზინგასამართი სადგურების ქსელსაც ყიდის

Shell რუსეთში ბენზინგასამართი სადგურების ქსელსაც ყიდის

access_time2022-05-06 13:40:00

ბრიტანულ-ჰოლანდიური კომპანია, Shell რუსეთში ბენზინგასამართი სადგურების ბიზნესს ყიდის და მყიდველიც იპოვა. ამის შესახებ კომპანიის რუსეთის ოფისის თანამშრომლებს უკვე განუცხადეს. ინფორმაციას Forbes წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.


Forbes-ის თანამოსაუბრის ცნობით, გარიგება ჯერ არ გაფორმებულა და მხარეები მოლაპარაკების პროცესში არიან. მისივე თქმით, Shell პერსონალთან ერთად ყველა ბენზინგასამართ სადგურს იმ პირობით ყიდის, რომ დასაქმებულებს ხელფასი წლის ბოლომდე შეუნარჩუნდებათ. Shell-ის თანამშრომლებისთვის მყიდველის ვინაობა არ გაუმხელიათ.


Shell-ის წარმომადგენელმა Forbes-ს დაუდასტურა, რომ კომპანია მოლაპარაკებებს „დამოუკიდებელ დაინტერესებულ მხარეებთან" აწარმოებს და პროცესი სრულ შესაბამისობაშია იმ ქვეყნების სანქციებთან, კანონებთან და რეგულაციებთან, სადაც Shell ოპერირებს. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ Shell-ისთვის პრიორიტეტულია თანამშრომლების უსაფრთხოება და კეთილდღეობა.


Shell-ს რუსეთის 28 ქალაქში 370-ზე მეტი ავტოგასამართი სადგური აქვს. ზოგიერთი მათგანი თავად კომპანიის საკუთრებაა, ზოგი კი ფრენჩაიზია Shell-ის ბრენდის ქვეშ. მსხვილი ნავთობკომპანიის ტოპ-მენეჯერი ბენზინგასამართი სადგურების ბიზნესის ამჟამინდელ მდგომარეობას ახასიათებს, როგორც „რთულს," რადგან შიდა მოთხოვნა სტაგნაციას განიცდის, ნავთობის წარმოება ეცემა და თავად ბიზნესი დაბალმარჟიანია.



ეკონომიკური კრიზისის გამო, ბენზინის საფონდო ფასები ტონაზე შარშანდელი 60 000 რუბლიდან (900 დოლარიდან) 35 000 რუბლამდე (525 დოლარამდე) დაეცა, რის შედეგადაც ბენზინგასამართი სადგურების ბიზნესის მარჟა 30%-ს აღწევს. Forbes-ის წყაროს თქმით, Shell-ის ბიზნესს ბაზრის რამდენიმე მოთამაშე, მათ შორის „ლუკოილი“ აკვირდებოდა, ხოლო Shell-ის რუსულ ოფისში „ლუკოილს“ ყველაზე რეალურ მყიდველად ასახელებენ. „ლუკოილის“ პრესსამსახური Forbes-თან კომენტარს არ აკეთებს.


რუსეთში ბენზინგასამართი სადგურების ქსელიდან, ასევე, საავიაციო საწვავის და საპოხი მასალების წარმოებიდან გასვლის შესახებ Shell-მა ჯერ კიდევ 8 მარტს გამოაცხადა. თუმცა მაშინ საუბარი იყო ამ ბიზნესების მხოლოდ დახურვაზე და არა გაყიდვაზე. Shell-მა განაცხადა, რომ უკრაინის ომის გამო სხვა რუსულ პროექტებსაც წყვეტს. კერძოდ, ის ტოვებს „გაზპრომთან“ ერთობლივ საწარმოებს, Nord Stream 2-ის მილსადენს, თხევადი ბუნებრივი გაზის, Sakhalin-2-ის ქარხანას, წარმოება Salym Petroleum Development-სა და Gydan Energy-ს. კომაპნიამ, ასევე, უარი განაცხადა რუსული ნავთობის სპოტ-ბაზარზე შესყიდვაზე. ეს გადაწყვეტილებები წლის პირველ კვარტალში Shell-ის 4.2 მლრდ დოლარი დაუჯდა.


რუსული აქტივებისგან თავის დაღწევას სხვა ნავთობმწარმოებლებიც, კერძოდ, ExxonMobil, BP და Equinor გეგმავენ.


bpn.ge



თეგები:
Shell



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up