შემაშფოთებელ ტენდენციად რჩება საარჩევნო უბნის მიმდებარე ტერიტორიაზე აგიტატორების გადამეტებული აქტიურობა - ადამიანის უფლებათა ცენტრი

შემაშფოთებელ ტენდენციად რჩება საარჩევნო უბნის მიმდებარე ტერიტორიაზე აგიტატორების გადამეტებული აქტიურობა - ადამიანის უფლებათა ცენტრი

access_time2020-11-01 19:33:43

„ადამიანის უფლებათა ცენტრი» 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შემაჯამებელ აღწერას და შეფასებას ავრცელებს. ორგანიზაციის შეფასებით, სხვა არჩევნების მსგავსად, შემაშფოთებელ ტენდენციად რჩება ზოგიერთი საარჩევნო უბნის მიმდებარე ტერიტორიაზე პარტიების კოორდინატორებისა და აგიტატორების გადამეტებული აქტიურობა და ამომრჩეველთა კონტროლის მცდელობა.

 

„ადამიანის უფლებათა ცენტრის“ შეფასებით, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების კენჭისყრა თავდაპირველად მშვიდ და სამართლიან პირობებში დაიწყო. დილიდანვე შესამჩნევი იყო ამომრჩეველთა აქტიურობა და რიგები საარჩევნო უბნებთან. დღის მეორე ნახევარში რამდენიმე საარჩევნო უბანზე ვითარება დაიძაბა და დაფიქსირდა ძალადობრივი ინციდენტები, რითაც ჩრდილი მიადგა კენჭისყრის მშვიდ და სამართლიან გარემოში წარმართვის პროცესს. ადამიანის უფლებათა ცენტრის დამკვირვებლებს საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეების მხრიდან შეხვდათ წინააღმდეგობები საჩივრების დარეგისტრირების პროცესში. იყო დამკვირვებლის საარჩევნო უბნიდან გაძევების მცდელობაც. 20:00 საათის შემდეგ, როდესაც საარჩევნო უბნები ამომრჩევლებისთვის დაიხურა, ბიულეტენების დათვლისას დამატებით გამოვლინდა პროცედურული სახის დარღვევები, რის გამოც კომისიის წევრები ვერ თანხმდებოდნენ და რამდენიმე უბანზე დიდხანს გაგრძელდა დათვლის პროცესი, ზოგან - დილამდეც.

 

„ადამიანის უფლებათა ცენტრის“ მონიტორები საარჩევნო პროცესს უბნის გახსნიდან ხმების დათვლის დასრულებამდე დააკვირდნენ. დამკვირვებელთა ჯგუფების კოორდინატორებმა უზრუნველყვეს საოლქო საარჩევნო კომისიებისთვის რელევანტური საჩივრების წარდგენა საოლქო კომისიებში. ადამიანის უფლებათა ცენტრის იურისტები, საჭიროების შემთხვევაში, საარჩევნო დავებს აწარმოებენ სასამართლოშიც. ამ დროისთვის „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ იურისტები დამკვირვებელთა მიერ საარჩევნო უბნებიდან წამოღებულ შემაჯამებელ ოქმებს ადარებენ ცესკოს ვებგვერდზე გამოქვეყნებულ შემაჯამებელ ოქმებს, რათა შემოწმდეს, ხომ არ ჩასწორდა ოქმები დამკვირვებლებისთვის ბეჭდით დამოწმებული ასლების გადაცემის შემდეგ. მნიშვნელოვანია, რომ მსგავს შედარებას ახდენენ სხვა კვალიფიციური და მიუკერძოებელი სადამკვირვებლო ორგანიზაციები. ამ პროცესის პარალელურად, სოციალურ ქსელში ქვეყნდება შემაჯამებელი ოქმები, რომლებიც უხეში დარღვევებით არის შევსებული ან გადაკეთებულია მმართველი პარტიის სასარგებლოდ. „ადამიანის უფლებათა ცენტრი“ მოუწოდებს ცესკოს, გაათმაგებული ყურადღებით შეისწავლოს მსგავსი შემაჯამებელი ოქმების წარმომავლობა და დარღვევების მიზეზები, ამავე დროს - კანონმდებლობის სრული დაცვით განაგრძოს ხმების დათვლა და კენჭისყრის შედეგების გამოქვეყნება. ცესკოს მხრიდან ამ პროცესში დაშვებული შეცდომები თუ დარღვევები სამოქალაქო საზოგადოებისა თუ პოლიტიკური სუბიექტების მხრიდან არ დარჩება უპასუხოდ და გამოიწვევს მძაფრ პროტესტს. თავის მხრივ, მნიშვნელოვანია, ეს პროტესტიც არ გასცდეს მშვიდობიან ფარგლებს და არ გადაიზარდოს ძალადობრივ ექსცესებში. 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების კენჭისყრის მიმდინარეობისას ადამიანის უფლებათა ცენტრის დამკვირვებელთა მიერ იდენტიფიცირებული დარღვევების დიდი ნაწილი მიანიშნებს, რომ უმეტესწილად ეს დარღვევები გამოწვეულია საუბნო საარჩევნო კომისიის წარმომადგენელთა დაბალი კვალიფიკაციით, რაც ზოგადად დამახასიათებელია ბოლო წლებში საქართველოში ჩატარებული არჩევნებისთვის. კომისიის წევრთა თუ თავმჯდომარეთა შეცდომებსა თუ დარღვევებზე დამკვირვებელთა სამართლიანი შენიშვნები და საჩივრები ხშირად იწვევს დამრღვევთა გაღიზიანებას და ამის გამო საარჩევნო უბნებზე იქმნება დაძაბულობა, ზოგჯერ კი - კონფლიქტები. ასევე, გამოვლინდა დამკვირვებელი ორგანიზაციების მიერ მრავალჯერ ნახსენები პრობლემა, რომ ეთნიკურად აზერბაიჯანელებით დასახლებულ სოფლებში გახსნილი საარჩევნო უბნების თავმჯდომარეებმა არ იციან სახელმწიფო ენა - ქართული, რის გამოც ვერ ახერხებენ გამართულ კომუნიკაციას დამკვირვებლებთან და ამომრჩევლებთან.


 

წინა სხვა არჩევნების მსგავსად, შემაშფოთებელ ტენდენციად რჩება ზოგიერთი საარჩევნო უბნის მიმდებარე ტერიტორიაზე პარტიების კოორდინატორებისა და აგიტატორების გადამეტებული აქტიურობა და ამომრჩეველთა კონტროლის მცდელობა. მიუხედავად იმისა, რომ საარჩევნო კოდექსში შევიდა შესწორება და საარჩევნო უბნის მიმდებარედ 25 მეტრის რადიუსში აიკრძალა პარტიათა კოორდინატორების ყოფნა, ადამიანის უფლებათა ცენტრი ანგარიშში კვლავ ერთ-ერთ მთავარ პრობლემად ასახავს საარჩევნო უბნების მიმდებარედ, როგორც ამ 25-მეტრიან რადიუსში, ისე მის გარეთ, საარჩევნო უბნის სიახლოვეს, საარჩევნო სუბიექტების, განსაკუთრებული ოდენობით კი - მმართველი პარტიის, „ქართული ოცნების“ კოორდინატორების მობილიზებას. ისინი აღწერენ მოსულ ამომრჩევლებს, ნიშნავენ თავიანთ სიებში, ესაუბრებიან და ზოგჯერ ამ საუბარს აგიტაციის ფორმა აქვს. მსგავსი ფაქტები, პირდაპირ თუ არაპირდაპირ, ხელს უშლის საარჩევნო პროცესში მოქალაქეთა თავისუფალი ნების გამოვლენას. არანაკლებ მანკიერ პრაქტიკად ჩამოყალიბდა საარჩევნო სუბიექტებთან აფილირებული ე.წ. დამკვირვებელი ორგანიზაციების წარმომადგენელთა აქტიურობა საარცევნო უბნებზე. როგორც მმართველი პარტია, ისე ოპოზიციური პარტიების ნაწილი, ვისაც ამის ფინანსური და ადამიანური რესურსი აქვს, ცესკოში დამკვირვებელ ორგანიზაციად ან მედიაკომპანიად არეგისტრირებს თავის მხარდამჭერ ჯგუფებს, რომლებიც საარჩევნო უბნებზე მოქმედებენ პარტიული ინტერესების და დავალებების შესაბამისად. მსგავსი ჯგუფების აქტიურობით ხდება მიუკერძოებელი და ობიექტური სადამკვირვებლო პროცესის დისკრედიტაცია. სამწუხაროდ, წინა წლების მსგავსად, როგორც ადამიანის უფლებათა ცენტრის, ისე სხვა ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციების პრესრელიზებსა თუ ანგარიშებში მოხვდა ასეთი ჯგუფების ქმედებები, როგორიცაა საარჩევნო უბნებზე და უბნის მიმდებარე ტერიტორიებზე ამომრჩეველთა კონტროლი, ზეწოლა და აგიტაცია. 31 ოქტომბერს ადამიანის უფლებათა ცენტრის დამკვირვებლებმა საარჩევნო უბნებზე დაარეგისტრირეს 19 საჩივარი (აქედან 4 - საოლქო საარჩევნო კომისიაში) და 71 შენიშვნა შეიტანეს ჩანაწერთა წიგნში“,-აღნიშნულია შეფასებაში.

 

Ipn.ge





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up