შემცირდა თუ არა რეალურად საქართველოში უმუშევრობა?

შემცირდა თუ არა რეალურად საქართველოში უმუშევრობა?

access_time2022-02-21 21:30:00

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ გამოქვეყნებული მონაცემებიდან ირკვევა, რომ 2021 წლის მეოთხე კვარტალში საქართველოში უმუშევრობის დონე წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 1.4 პროცენტული პუნქტით შემცირდა და 19 პროცენტი შეადგინა. ერთი შეხედვით ჩანს, რომ თითქოს უმუშევრობა ქვეყანაში მცირდება, თუმცა სურათის უკეთ დასანახად შეგვიძლია რამდენიმე გარემოებზე გავამახვილოთ ყურადღება:


პირველ რიგში უნდა აღვნიშნოთ, რომ 2021 წლის მეოთხე კვარტალში არსებული უმუშევრობის დონე 2020 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით შემცირდა. ალბათ, ყველას კარგად გვახსოვს, რომ 2020 წელს საქართველოს ეკონომიკა (განსაკუთრებით მეორე ნახევარში), ფაქტობრივად, გაჩერებული იყო, რასაც მოჰყვა კრიზისი და შესაბამისად, რეცესია. აქედან გამომდინარე 2021 წლის სტატისტიკის 2020 წელთან შედარება ბევრ პოზიტიურს ვერაფერს მოგვცემს. უფრო მეტი ობიექტურობისთვის 2021 წლის მეოთხე კვარტლის სტატისტიკა შეგვიძლია 2019 წლის, ანუ პანდემიამდელ მაჩვენებელს შევადაროთ. როგორც მონაცემები გვიჩვენებს, 2019 წლის მეოთხე კვარტალში უმუშევრობის ბუნებრივმა დონემ საქართველოში 16.6% შეადგინა. შესაბამისად, გამოდის, რომ გასული წლის ბოლოს უმუშევრობა 2019 წელთან შედარებით გაზრდილია. სხვა რომ ყველაფერს თავი დანავებოთ, 2019 წლის ბოლოს დასაქმების დონე ქვეყანაში 42.1%-ს შეადგენდა, ეს მაშინ როცა 2021 წლის ბოლოს იგივე დასაქმების დონე 41.5% იყო.


იმის გასაგებად რეალურად მცირდება თუ არა უმუშევრობა, შეგვიძლია სხვა გარემოებასაც შევეხოთ. უფრო კონკრეტულად, 2021 წლის მეოთხე კვარტალში უმუშევრობა მესამე კვარტალთან შედარებითაც შემცირებულია, კერძოდ, მესამე კვარტალში უმუშევრობის ბუნებრივი დონე 19.5%-ს შეადგენდა, ხოლო როგორც უკვე ვახსენეთ, მეოთხე კვარტალში ეს მაჩვენებელი 19%-მდე შემცირდა. აქ ჩნდება ლოგიკური კითხვა - რის ხარჯზე შემცირდა უმუშევრობა? ახალი სამუშაო ადგილების ხარჯზე? სამწუხაროდ - არა. 2021 წლის მესამე კვარტალთან შედარებით უმუშევრობა მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ შემცირდა, რომ ეკონომიკურად აქტიური მოსახლეობის რაოდენობამ დაიკლო. ეს ის ადამიანები არიან, რომლებსაც მუშაობის დაწყების სურვილი ჰქონდათ და ვერ იწყებდნენ, მათ უბრალოდ თავი დაანებეს სამსახურის ძებნას ან მიგრაციაში წავიდნენ.



ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, 19%, ან თუნდაც უმუშევრობის 16.6% საკმაოდ საგანგაშო მაჩვენებელია, იმ ფაქტსაც თუ გავითვალისწინებთ, რომ მსოფლიოში უმუშევრობის ბუნებრივ დონედ ხშირად 3% მიიჩნევა. უმუშევრობის შემცირების მნიშვნელოვანი გზა კი კერძო სექტორის განვითარებაა, რომელიც სამწუხაროდ, წლების განმავლობაში ნელი ტემპით მიდის წინ. კერძო სექტორს კი ავითარების უცხოური ინვესტიციები, კანონის უზენაესობა, ფართო მასშტაბიანი პრივატიზაცია და კერძო საკუთრების დომინირება. სამწუხაროდ თითოეული კომპონენტის მიმართულებით საქართველო წინ ვერ მიდის, ან თუ მიდის, საკმაოდ ნელი ტემპით.


bpn.ge



თეგები:
უმუშევრობა



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up