შემცირებული ფრაქციები და მეტი მოადგილე საკრებულოებში - გავლენა ბიუჯეტზე

შემცირებული ფრაქციები და მეტი მოადგილე საკრებულოებში - გავლენა ბიუჯეტზე

access_time2021-11-11 17:00:00

მუნიციპალიტეტებში საკრებულოს თავმჯდომარის და ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილეების არჩევის პრინციპი შეიცვლება. ცვლილებას "ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი" ითვალისწინებს. კანონპროექტი პარლამენტშია ინიცირებული.



კანონპროექტით თავმჯდომარის მოადგილეების რაოდენობა იზრდება, თუმცა მცირდება ფრაქციების შექმნის შესაძლებლობა, რაც პროექტის ინიციატორების განმატებით, თანამდებობის პირების რაოდენობას შეამცირებს. ინიციატორების თქმით, ცვლილება ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილის კლებას გამოიწვევს.



კანონპროექტის თანახმად, ერთი პოლიტიკური პარტიის წარდგენით არჩეულ მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრებს უფლება არ ექნებათ, ერთზე მეტი ფრაქცია შექმნან.




კანონპროექტით იზრდება მუნიციპალიტეტების საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეების რაოდენობა. მოქმედი კანონმდებლობით, საკრებულოს თავმჯდომარეს ჰყავს 1 მოადგილე, ხოლო თუ მუნიციპალიტეტის ამომრჩეველთა რაოდენობა 100000-ს აღემატება, მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეს შეიძლება ჰყავდეს ორი მოადგილე. კანონპროექტის თანახმად კი, საკრებულოს თავმჯდომარეს ეყოლება 3 მოადგილე, მათ შორის პირველი მოადგილე.



მოქმედი კანონმდებლობით, მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქციის თავმჯდომარეს ჰყავს 1 მოადგილე, ხოლო ფრაქციაში 9 წევრის არსებობის შემთხვევაში შეიძლება ჰყავდეს დამატებით 1 მოადგილე, კანონპროექტით, ფრაქციის თავმჯდომარეს 1 მოადგილე ეყოლება, ხოლო დამატებითი მოადგილე ფრაქციაში ყოველ 5 წევრზე ეყოლება.



„კანონპროექტის მიღებამ შესაძლებელია გავლენა იქონიოს მუნიციპალიტეტების ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე კლების კუთხით, რადგან კოდექსის მოქმედი რედაქციისგან განსხვავებით ერთი პოლიტიკური პარტიის წარდგენით არჩეულ მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრები შექმნიან მხოლოდ ერთ ფრაქციას, შესაბამისად გამოირიცხება მცირე ფრაქციების ხელოვნურად შექმნა და მიუხედავად იმისა, რომ ახალი რედაქციის მიხედვით ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილეების რაოდენობა შეიძლება გაიზარდოს, საერთო ჯამში შემცირდება მუნიციპალიტეტების საკრებულოებში თანამდებობის პირთა რაოდენობა, რაც თავის მხრივ შეამცირებს მათთან დაკავშირებულ შესაბამის ხარჯებს“, - წერია კანონპროექტის განმარტებით ბარათში.



კანონპროექტის ინიციატორები არიან პარლამენტის დეპუტატები სოზარ სუბარი, ირაკლი ქადაგიშვილი, ირაკლი ჩიქოვანი, გურამ მაჭარაშვილი, დავით მათიკაშვილი, დიმიტრი სამხარაძე.



business-partner.ge


თეგები:
ბიუჯეტი



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up