ეკონომიკური საქმიანობის მონაწილეთა მიხედვით, ნოემბერში ოქტომბერთან შედარებით ინფლაციური მოლოდინები შემცირებულია.
როგორც სებ-ის მიერ ჩატარებული კვლევიდან ირკვევა, ნოემბრის მაჩვენებლებით დაკლებულია იმ რესპონდენტთა რაოდენობა, რომლებიც მომდევნო 1 წლის მანძილზე ფასების ზრდას 8%-ზე მეტად ფიქრობს, ასევე შემცირებულია იმ რესპონდენტთა რაოდენობა, რომლებიც ფასების ზრდას 6%-8%-იან ინტერვალში მოელიან. იმავდროულად, ნოემბერში მომატებულია იმ მონაწილეთა რაოდენობა, რომლებმაც 1 წლის შემდგომ ფასების ზრდა 4%-6%-თან ახლოს დააფიქსირეს.
ამავე გამოკითხვის მიხედვით, ნოემბერში წინა თვესთან შედარებით სამწლიან პერიოდზე ინფლაციური მოლოდინები გაზრდილია. მომატებულია იმ მონაწილეთა რაოდენობა, რომლებიც საშუალოდ მომდევნო სამი წლის მანძილზე უმეტესად ფასების 8%-ზე მეტად ზრდას ფიქრობენ. ამასთანავე წინა თვესთან შედარებით გაზრდილია იმ მონაწილეთა რაოდენობა, რომლებიც ფასების ზრდას 6%-8%-იან ინტერვალში მოიაზრებდა.
გამოკითხულთა აზრით, საკუთარ პროდუქციაზე/მომსახურებაზე ფასების ცვლილების მოლოდინი 1 წლიან პერიოდში შემცირებულია. კერძოდ, ნოემბერში წინა თვესთან შედარებით დაკლებულია იმ რესპონდენტთა რაოდენობა, რომლებიც ფასების მატებას 8%-ზე მეტად და ასევე 4%-6%-იან ინტერვალში მოიაზრებენ. მეორე მხრივ, მოიმატა იმ რესპონდენტთა რაოდენობამ, რომლებიც ფასების ზრდას 6%-8%-იან ინტერვალში ფიქრობენ.
ამავე გამოკითხვის მიხედვით, ნოემბერში წინა თვესთან შედარებით მოლოდინები ხელფასების ცვლილებაზე გაზრდილია 0%-10%-ების ფარგლებში. ამავე დროს შემცირდა იმ რესპონდენტთა რაოდენობა, რომლებიც ხელფასების მატებას 30%-ზე მეტად მოიაზრებენ. ამავდროულად დაკლებულია იმ რესპონდენტთა რაოდენობა, რომლებიც ხელფასების ცვლილებას 0%-თან ახლოს ფიქრობენ.
გამოკითხულთა აზრით, კომპანიაში წარმოებისათვის საჭირო რესურსების ათვისების დონე (კომპანიის რესურსების რეალური გამოყენება, მაქსიმალურ გამოყენებასთან შედარებით) მიმდინარე თვეში წინა თვესთან შედარებით გაზრდილია