ზამთრის განმავლობაში სემეკი ელექტროენერგიის ტარიფების გადახედვას არ გეგმავს და შესაბამისად, ზრდა მოსალოდნელი არაა - დავით ნარმანია

ზამთრის განმავლობაში სემეკი ელექტროენერგიის ტარიფების გადახედვას არ გეგმავს და შესაბამისად, ზრდა მოსალოდნელი არაა - დავით ნარმანია

access_time2022-10-25 13:00:46

„გამომდინარე იქიდან, რომ გაზის მოწოდებაზე ჩვენ აზერბაიჯანთან გვაქვს გრძელვადიანი ხელშეკრულება, შესაბამისად ფასებიც დაბალია და ევროპული ან საერთაშორისო ბირჟების ფასზე მიბმული არ არის, რა თქმა უნდა ეს საშუალებას გვაძლევს, რომ შევინარჩუნოთ ის ტარიფები, რაც ჩვენ გვაქვს ბუნებრივ აირთან დაკავშირებით“, - ამის შესახებ რადიო „კომერსანტის“ გადაცემაში „კომერსანტის დილა“ სემეკ-ის თავმჯდომარემ, დავით ნარმანიამ ისაუბრა.


მისივე თქმით, გარდა იმისა, რომ საქართველო სატრანზიტო ქვეყანაა და იაფია, აზერბაიჯანიდან ე.წ. „სოციალურ გაზს“ იღებს, რომელიც მოსახლეობის ტარიფის დადგენაში მონაწილეობს.


„გარდა ამისა კომერციული გაზი უფრო იაფია ვიდრე ეს არის ევროპის ქვეყნებში, მეზობელ თურქეთში, ან სხვა ქვეყნებში. შესაბამისად, ამით შეგვიძლია ვთქვათ, რომ ბუნებრივი აირის ნაწილში, იგივე ევროპულ ბაზრებზე ფასების სწრაფი ზრდა ჩვენზე გავლენას ვერ იქონიებს. რაც შეეხება ელექტროენერგეტიკის სექტორს ჩვენი დადგენილი ტარიფები, მომდევნო წლამდე მოქმედებს. ამჯერად ამ შემოდგომა ზამთრის განმავლობაში კომისია ელექტრო ენერგიის ტარიფების გადახედვას არ გეგმავს და შესაბამისად, ტარიფების ზრდა მოსალოდნელი არ არის“ - აღნიშნა დავით ნარმანიამ.


რაც შეეხება ელექტროენერგიაზე მოთხოვნას, ნარმანიას თქმით ის მზარდია, რაც ძირითადად ეკონომიკურ ზრდასთან და ახალი ობიექტების და საცხოვრებელი სახლების მშენებლობასთან არის დაკავშირებული.


სემეკის თავმჯდომარემ საქართველოში არსებულ საინვესტიციო გარემოზე ისაუბრა და განმარტა, რომ საქართველოში ბევრი პროექტია მაგალითად ქარის, მზის და ჰიდროელექტრო სადგურები, რომლებიც ინვესტორების მოძიების სტადიაზე არიან და პროექტის განხორციელების შემთხვევაში, ქვეყანაში გენერაციის ახალი წყაროები შეიქმნება.



„კონკრეტული პროექტის ავტორები კონფერენციაზე დაინტერესებულ პირებთან ისაუბრებენ და თავიანთ პროექტებს წარუდგენენ. ჩვენ მარეგულირებლის მხრიდან ბაზაზე და იმაზე ვისაუბრებთ, თუ რა წესები და პროცედურებია ჩვენთან. ბოლო წლების განმავლობაში მთავრობა და მარეგულირებელი კომისიაც ენერგეტიკის სექტორში ასოცირების შეთანხმებიდან გამომდინარე ევროპულ წესებს და პროცედურებს ვგეგმავთ. მათთვის ეს უცხო არ არის და ასეთ შემთხვევაში გაცილებით უკეთესი ნდობის თვალით უყურებენ ქვეყანას. ამ ეტაპისთვის მნიშვნელოვანია ის განახლებადი ენერგიის მხარდაჭერის ფინანსური კომპონენტი, რომელზეც მთავრობა მუშაობს. ამან კიდევ უფრო უნდა გაზარდოს ქვეყნის მიმზიდველობა. ჩვენ გვქონდა ე.წ. PPA მექანიზმები, ანუ ელექტროენერგიის გარანტირებული შესყიდვის ხელშეკრულებები, თუმცა საბაზრო პრინციპებთან ეს წინააღმდეგობაში მოდის, თუმცა მთავრობამ რამდენიმე წელია PPA -ს ინვესტორებზე, შეიმუშავა ახალი მექანიზმი, როგორიცაა ევროპაში ე.წ Feed in ტარიფები, რომლის შემდეგაც იქნება კიდევ უფრო მეტი მხარდამჭერი მექანიზმები, ჩვენი მხრიდან.


ქსელზე მიერთების საკითხები ძალიან მკაფიოდ არის გაწერილი და ამით შეგვიძლია ვთქვათ, რომ მარეგულირებელი ბაზა, რომელსაც ჩვენ რამდენიმე წელია ვანვითარებთ, არის მაქსიმალურად სრულყოფილი და ინვესტორებზე მორგებული“, - განაცხადა ნარმანიამ.


26-28 ოქტომბერს საქართველოში საერთაშორისო საინვესტიციო კონფერენცია გაიმართება. დავით ნარმანიას თქმით, ასეთი რანგის და მასშტაბის კონფერენცია საქართველოში პირველად ტარდება. კონფერენცია ყოველწლიურად ევროპის სხვადასხვა ქვეყნებში, ევროპის ძირითადი ქვეყნების მარეგულირებელი ორგანოების, მათი გაერთიანებების, შეერთებული შტატების, მარეგულირებელთა ასოციაციის და რამდენიმე ორგანიზაციის ერთობლივი საინვესტიციო კონფერენციაა, რომელიც განახლებადი ენერგიების ხელშეწყობას ისახავს მიზნად.


კონფერენციის მიზანია სხვადასხვა ქვეყნების განახლებადი ენერგიების ხელშეწყობასთან დაკავშირებით გამოცდილების გაზიარება და კონკრეტული საინვესტიციო პროექტების პრეზენტაცია, როდესაც პროექტის ავტორები მათ მიერ მომზადებულ განახლებადი ენერგიის პროექტებს წარადგენენ და დაინტერესებულ ინვესტორებს შესთავაზებენ.

თაკო კვაჭანტირაძე






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up