შემოდგომაზე საქართველოში ახალი ბრენდები გამოჩნდება. ამის შესახებ „რითეილ გრუპ ჯორჯიას“ დირექტორმა „ბიზნესპრენსიუსთან“ საუბრისას განაცხადა. მართალია, რეზო მაღალაშვილი კონკრეტულ ბრენდებს არ ასახელებს, თუმცა ამბობს, რომ ახალი მაღაზიები აქსესუარების და ასევე, ტანსაცმლის იქნება.
„რამდენიმე ახალი ბრენდის გახსნას ვაპირებთ შემოდგომაზე. მეტ ინფორმაციას მოგვიანებით დაავანონსებთ, ჯერ ადრეა ამაზე საუბარი, რადგან გახსნას რამდენიმე თვე გვაშორებს.
ძითადად საუბარია აქსესბუარების და ასევე, ტანსაცმლის ბრენდებზე“,- განაცხადა რეზო მაღალაშვილმა.