„შემოდგომიდან 700 და 800 ლარიანი ტურები დაბრუნდება“

„შემოდგომიდან 700 და 800 ლარიანი ტურები დაბრუნდება“

access_time2022-09-15 11:30:00

საქართველოდან იაფი მოგზაურობა ისევ შესაძლებელი იქნება - გამყვანი ტურიზმის სექტორში მომუშავე კომპანიებს შემოდგომის სეზონთან დაკავშირებით პოზიტიური მოლოდინები აქვთ.


ტურისტული კომპანია „ვოიაჟერ 365“-ის გენერალური მენეჯერი გოგა ქუცნიაშვილი „ბიზნესპარტნიორთან“ ამბობს, რომ ავიაკომპანიების მიმდინარე საფასო პოლიტიკის მიხედვით, ტურისტული პაკეტების ღირებულება პანდემიამდელ ნიშნულს დაუბრუნდება და დაახლოებით, 700-900 ლარის ფარგლებში, ქართველები ევროპის ქვეყნებში 5 დღით მოგზაურობას შეძლებენ.


მისივე განმარტებით, დამსვენებლებმა უკვე დაიწყეს შემოდგომა-ზამთრის დაგეგმვა და წინასწარი ჯავშნების გაკეთებაც.


„რაც შეეხება მიმართულებებს, შემოდგომის პერიოდში უფრო აქტიურია, ევროპული მიმართულებები: ვენა, პრაღა, ბუდაპეშტი, რომი და სხვა ძალიან ბევრი ქალაქი. თუმცა, გვაქვს განსხვავებული და განსაკუთრებული მიმართულებები, როგორებიცაა: ინდონეზია, ტაილანდი, მალდივის კუნძულები, ზანზიბარი და ა.შ ამ მიმართულებითაც მოთხოვნა საკმაოდ მაღალია“, - აცხადებს „ვოიაჟერ 365“-ის გენერალური მენეჯერი.



ზაფხულის ტურისტული სეზონის შეფასებისას გოგა ქუცნიაშვილი ამბობს, რომ წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, თურქეთის მიმართულებაზე ფასები დაახლოებით 100-დან 150%-მდე გაიზარდა, თუმცა გაძვირებული ტურისტული პაკეტების ფონზეც, მოთხოვნა საკმაოდ მაღალი იყო. „ვოიაჟერ 365“-ის ტოპ 6 მიმართულება, რომლებსაც ქართველი დამსვენებლები წელს ყველაზე აქტიურად ირჩევდნენ შემდეგია - თურქეთი, საბერძნეთის კუნძულები, მონტენეგრო, ხორვატია, ესპანეთი და იტალია.


საქსტატის მონაცემებით, საქართველოში 2022 წლის მეორე კვარტალის გამყვანი ტურიზმის სტატისტიკა გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც, საქართველოს ტერიტორიიდან საზღვარგარეთ, საქართველოს რეზიდენტი მოგზაურების მხრიდან 515.2 ათასი გასვლა დაფიქსირდა, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე 4.6-ჯერ მეტია. (სტატისტიკის კადრები) სტატისტიკიდან ირკვევა, რომ საქართველოდან ვიზიტების უმრავლესობა თურქეთსა (234.7 ათასი) და რუსეთის (45.2 ათასი) ფედერაციაში განხორციელდა. ყველაზე მეტი ვიზიტი (42.5 პროცენტი) საყიდლების მიზნით შედგა.


ბიზნესპარტნიორი




თეგები:
მოგზაურობა



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up