შემოდგომიდან ბრენდი „სადილი“ მომხმარებელს 10-მდე დასახელების ახალ პროდუქტს შესთავაზებს

შემოდგომიდან ბრენდი „სადილი“ მომხმარებელს 10-მდე დასახელების ახალ პროდუქტს შესთავაზებს

access_time2022-09-01 19:00:03

ხორცპროდუქტების ქარხნის  „ ჯეო ნატურალსის“ ბრენდი „სადილი“ მიმდინარე წელს როგორც ადგილობრივი გაყიდვების, ასევე ექსპორტის კუთხით დადებითად აფასებს. როგორც „კომერსანტს“ ბრენდ “სადილის“  გაყიდვების დირექტორმა გიორგი ყაჭიურმა უთხრა,  კომპანია ამ ეტაპზე  ახალი პროდუქტების დიზაინზე  მუშაობს და სექტემბრიდან მომხმარებელს ექნება შესაძლებლობა, რომ  ისინი საქართველოს მასშტაბით ქსელურ სუპერმარკეტებში შეიძინონ.


„სადილი“ მომხმარებელს მზა სადილების ფართო ასორტიმენტს სთავაზობს. პროდუქცია გათვლილია როგორც ყოველდღიურ მოხმარებაზე, ასევე აქტიურად გამოიყენება ლაშქრობა - პიკნიკისთვის.



„ჩვენი ერთ-ერთი მიმართულება ლაშქრობა და პიკნიკებია, მაგრამ ძირითადი ხაზი ყოველდღიური მოხმარებაა, საკმაოდ ფართო ასორტიმენტი გვაქვს, არის მზა სადილებიც, რომელიც მხოლოდ გაცხელებას საჭიროებს, ასევე გვაქვს ხორც პროდუქტებიც. მოშუშული ხორცის სახით, რომელსაც სადილების მოსამზადებლად იყენებენ.

ძირითადად გაყიდვები  ამ პროდუქტზე  მოდის, რაც ეხება  იგივე  მზა სადილებს,  ტოლმა, ხარჩო და  ა.შ. ამ მიმართულებით ახალ დიზაინებზე ვმუშაობთ,  მთლიანად  ვცვლით  ვიზუალებს, ეტიკეტირებას,  შეფუთვას და სექტემბრიდან ვაპირებთ, რომ ბაზარზე აქტიურად  გამოვიდეთ. ჯამში  დაახლოებით 18 დასახელების პროდუქტი გვექნება, რომელსაც მთელი საქართველოს  მასშტაბით გავუშვებთ რეალიზაციაში. რაც შეეხება ახალ პროდუქტებს ესენია:


საცივი, ლობიო, ტოლმა ვაზის ფოთოლში, ოსტრი, ქათმის ჩახოხბილი, ხარჩო მეგრულად, ფლავი კახურად, კუპატი. ჩვენ აქამდეც ვაწარმოებდით ტოლმას ვაზის ფოთოლში და ხარჩოს, თუმცა ბაზარს ძალიან მწირი რაოდენობით მიეწოდებოდა, სექტემბრიდან კი მზა სადილები უფრო ფართო მომხმარებლისთვის იქნება ხელმისაწვდომი. ასორტიმენტში ჯამში 18 დასახელების სადილი გვექნება“ -  აღნიშნა გიორგი ყაჭიურმა.



რაც  შეეხება ნედლეულს, გიორგი ყაჭიური აცხადებს, რომ კომპანია ნედლეულის ნაწილს ადგილობრივ ბაზარზე იბარებს, ნაწილი კი ბრაზილიიდან შემოაქვს, კომპანიამ ასორტიმენტს ასევე თევზის კონსერვიც დაამატა, რომელიც  ბალტიის ქვეყნებიდან შემოდის.


რაც შეეხება ექსპორტს   გიორგი ყაჭიური „კომერსანტთან“ ამბობს, რომ მიმდინარე წელს აქტიურად მუშაობდნენ პროდუქციის უკრაინაში ექსპორტზე, ასევე „სადილის“ პროდუქტები გავიდა კანადაში და თანამშრომლობას იწყებს აზერბაიჯანთან.

„მიმდინარე  წელი ექსპორტის კუთხითაც გამორჩეული იყო,  უკრაინაში  გავიტანეთ  პროდუქცია,  ასევე  აზერბაიჯანში  გაგვაქვს  პროდუქცია,  კანადაშიც  გვქონდა გატანილი, ასე რომ ძალიან ნაყოფიერი  წელი  იყო  როგორც ბიზნესისთვის ასევე  ცნობადობის გაზრდის მხრივაც, საკმაოდ ბევრმა ადამიანმა გაიგო ჩვენ შესახებ.


გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენი პროდუქტები ძალიან კომპაქტურია და მარტივად მზადდება და ფორსმაჟორულ სიტუაციაში პრაქტიკულია,  ძალიან დიდი დაკვეთა მივიღეთ უკრაინიდანაც.

ამ ეტაპზე  ვმუშაობთ აზერბაიჯანთან, მაისის მეორე  ნახევარში მონაწილეობა მივიღეთ CASPIAN AGRO 2022-ში, სადაც  რამდენიმე პარტნიორი გავიჩინეთ და ერთ-ერთთან გავაფორმეთ ხელშეკრულება და ჩვენი პროდუქტები აზერბაიჯანშიც გამოჩნდება“. ასევე ვმუშაობთ სადისტრიბუციო ხაზის განვითარებაზე და ასორტიმენტის გაზრდაზე, მიმდინარე წელს ვგეგმავთ რამდენიმე ახალი კომპანიის დამატებას და პროდუქტების კიდევ უფრო გამრავალფეროვნებას. -  აღნიშნა  გიორგი ყაჭიურმა.



ყაჭიურმა „კომერსანტთან“ პოსტპანდემიური და ომის პერიოდიც  შეაჯამა და აღნიშნა. რომ აღნიშნულ პერიოდებში პერიოდული შეფერხებები იყო, თუმცა ამას დიდად გავლენა არ მოუხდენია, რაც შეეხება პროდუქციის ფასს ყაჭიური აცხადებს, რომ მიმდინარე მოვლენების, პერიოდულად  ლოგისტიკური შეფერხებებისა და ნედლეულის გაძვირების გამო პროდუქციაზე ფასის დაახლოებით 20-30% -ით დაკორექტირდება მოუწიათ.


ბრენდი „სადილი“ სამი წელია რაც ბაზარზეა და ის დედოფლის წყაროში ხორცპროდუქტების კომპანია „ჯეო ნატურალსში“ მზადდება.

 


თაკო კვაჭანტირაძე

 






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up