შემოქმედებითი პროტესტი ნიდერლადებში - არათანმიმდევრული ლოკდაუნის გამო მუზეუმებმა სალონები გაიხსნეს

შემოქმედებითი პროტესტი ნიდერლადებში - არათანმიმდევრული ლოკდაუნის გამო მუზეუმებმა სალონები გაიხსნეს

access_time2022-01-20 17:50:00

ნიდერლანდების მუზეუმებმა და საკონცერტო დარბაზებმა, მთავრობის არათანმიმდევრული კოროვირუსული პოლიტიკის გამო, შემოქმედებითი პროტესტი მოაწყვეს და თავიანთ დარბაზებში სილამაზის სალონები გახსნეს. ინფორმაციას BBC ავრცელებს.



საერთო ლოკდაუნის ბოლო შემსუბუქების შემდეგ, რაც ძალაში დეკემბრის შუა რიცხვებიდან შევიდა, საპარიკმახეროებს, ფრჩხილების სალონებსა და სპორტდარბაზებს, მომხმარებელთა რაოდენობის შეზღუდვით, მუშაობის განახლების უფლება მიეცათ, ხოლო მუზეუმები, თეატრები, ბარები და კაფეები კვლავ დახურულია.



კულტურის მუშაკები აღშფოთებული დარჩნენ იმით, რომ მთავრობამ მუზეუმში შესვლა უფრო სარისკოდ ჩათვალა, ვიდრე მანიკურისტთან ვიზიტი. ამდენად, პროტესტის ნიშნად მათ სამუზეუმო დარბაზებში პარიკმახერები, მანიკურისტები და ტრენერები მიიწვიეს.



აქციას არაერთი ცნობილი მუზეუმი სხვადასხვა ფორმით შეუერთდა. მათ შორის არის ვინსენტ ვან გოგის მუზეუმი ამსტერდამში, Panorama Mesdag-ის ხელოვნების მუზეუმი ჰააგაში და სამეფო გალერეა Mauritsgeis, სადაც განთავსებულია იან ვერმერის ცნობილი ნამუშევარი, „გოგონა მარგალიტის საყურით.“




ვან გოგის მუზეუმის დირექტორი, ემილი გორდენკერი იმედოვნებს, რომ აქციის შემდეგ მთავრობა თავის მიდგომას გადახედავს.



„მუზეუმში ვიზიტი უსაფრთხო და არანაკლებ მნიშვნელოვანია, ვიდრე მანიკურის გაკეთება და შესაძლოა, უფრო მეტად მნიშვნელოვანიცაა. ჩვენ მხოლოდ თანმიმდევრულობას ვითხოვთ, რაც ამჟამად არასაკმარისია,“ - აცხადებს ემილი გორდენკერი.



მუზეუმში მიწვეული ერთ-ერთი პარიკმახერის თქმით, აქციას იმიტომ შეუერთდა, რომ ვერ გაეგო, თუ რატომ მიეცა მუშაობის საშუალება, მუზეუმის მუშაკებისგან განსხვავებით, მითუმეტეს, დარბაზებში საკმარისი ადგილია იმისთვის, რომ ადამიანები ერთმანეთზე არ გადადიოდნენ.



„აქ ბევრი ადგილია, მაშინ როცა სუპერმარკეტში ერთდროულად რამდენიმე ასეული ადამიანი იყრის თავს. ეს, უბრალოდ, აბსურდია,“ - აცხადებს პარიკმახერი.



შემოქმედებით პროტესტს რამდენიმე საკონცერტო დარბაზიც შეუერთდა, რადგან არსებული შეზღუდვით, ორკესტრის წევრებს რეპეტიციებზე შეკრება შეუძლიათ, მაგრამ საზოგადოებისთვის კონცერტების გამართვა აკრძალულია, ამიტომ ამსტერდამის Concertgebouw-ის ორკესტრმა თავის რეპეტიციაზე პარიკმახერები, კლიენტებთან ერთად, მიიწვია.



BPN.GE



თეგები:
პროტესტი



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up