რა გავლენას მოახდენს ლარის გამყარება ექსპორტზე და რა შეიძლება ჩაითვალოს საგანგაშო ნიშნულად - ვითარებას „ნატახტარში“ აფასებენ

რა გავლენას მოახდენს ლარის გამყარება ექსპორტზე და რა შეიძლება ჩაითვალოს საგანგაშო ნიშნულად - ვითარებას „ნატახტარში“ აფასებენ

access_time2023-03-09 16:30:48

ლარი ყოველდღიურად გამყარების ახალ რეკორდებს ხსნის. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების მიხედვით, ბოლო ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარის ღირებულებამ 2.5973 ლარი შეადგინა, ამაზე დაბალი მაჩვენებელი ბოლოს 2018 წლის 5 სექტემბერს დაფიქსირდა, როდესაც ერთი აშშ დოლარი 2.5844 ლარი იყო.


რა გავლენას მოახდენს კურსის გამყარება ექსპორტიორ კომპანიებზე, ამის შესახებ „კომერსანტთან“ „ეფეს საქართველოს“ („ნატახტარი“) კორპორატიულ საქმეთა დირექტორმა ნიკოლოზ ხუნძაკიშვილმა ისაუბრა.


„ლარის გამყარება ექსპორტიორი კომპანიების შემოსავლებს შეამცირებს და ეს ბუნებრივი პროცესია. ჩვენ რეალურად წარმოების ხარჯები არ გვიმცირდება, უფრო სწორედ მცირედით გვიმცირდება, რადგან ჩვენთვის იმპორტირებული საქონელია ნედლეული, თუმცა ადგილობრივი ხარჯები როგორიცაა მაგალითად მუშახელის ანაზღაურება, ლოგისტიკის თანხები და კომუნალური გადასახადები, ისინი არ მცირდება. თუმცა ეს არ არის იმდენად დამაზიანებელი ბიზნესისთვის, რომ რაიმე კატასტროფული შედეგების წინაშე დავდგეთ. პროცენტულად თუ შევხედავთ, შემოსავლები გვიმცირდება, მაგრამ ეს არ არის საგანგაშო“,  აღნიშნავს ნიკოლოზ ხუნძაკიშვილი.



რა შეიძლება ჩაითვალოს ექსპორტიორებისთვის ლარის გამყარების საგანგაშო ნიშნულად, ამაზე ნიკოლოზ ხუნძაკიშვილი ამბობს, რომ ერთი დოლარი 2 ლარიც რომ გახდეს, რაც ნაკლებსავარაუდოა, ანალოგიური სიტუაცია იქნება.


„ლარი 2-იან ნიშნულზეც რომ ჩამოვიდეს, ჩვენი შემოსავლები ისე არ შემცირდება რომ აქ წარმოებას პრობლემა შეექმნას. გარდა ამისა, როდესაც ჩვენ ექსპორტზე ვსაუბრობთ ეს ქართული კომპანიებისთვის არის დამატებითი შემოსავალი, მთავარი ბაზარი მაინც საქართველოა. მიუხედავად იმისა, რომ ინდუსტრიაში ყველაზე მსხვილი ექსპორტიორები ვართ, ეს მაინც არ ახდენს ისეთ გავლენას ჩვენს საერთო პორტფელში, რომ მაგალითად ექსპორტი საერთოდ რომ განულდეს კომპანიის ფუნქციონირებას შეექმნას საფრთხე. არმგონია საქართველოში არსებობდეს ისეთი კომპანიები, რომლებსაც ამ ტიპის საფრთხე შეექმნება. ბიზნესს აქვს ის თვისება, რომ მოერგოს, გამონახოს სხვა რესურსი, გადაანაწილოს მიმართულებები და ა.შ. ზოგადად დივერსიფიცირება არის მთავარი გამოსავალი“,  ამბობს ნიკოლოზ ხუნძაკიშვილი.


დღეს ლარი Bloomberg-ის სავაჭრო სისტემაში აქტიურად მყარდება და 2.59-იან ნიშნულზეა, რაც ბოლო წლების გამყარების რეკორდული მაჩვენებელია.





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up