შემოსავლების სამსახური: 2021 წელს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის დისტანციური სერვისებით 670 ათასზე მეტმა გადამხდელმა ისარგებლა

შემოსავლების სამსახური: 2021 წელს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის დისტანციური სერვისებით 670 ათასზე მეტმა გადამხდელმა ისარგებლა

access_time2021-12-24 19:00:00

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურმა პროექტის - ,,ურთიერთობა მარტივია“ ფარგლებში, დისტანციური სერვისების 2021 წლის შედეგები შეაჯამა. ინფორმაციას შემოსავლების სამსახური ავრცელებს.



„ანგარიში მოიცავს, მომხმარებელთა მიმართ, როგორც დისტანციურ რეჟიმში, ასევე ადგილზე, მოქალაქეთა მომსახურების სერვისცენტრებში მიღებულ შედეგებს.



პროექტის უმთავრესი მიზანია, გადასახადის გადამხდელისთვის თანაბრად ხელმისაწვდომი იყოს მარტივი, გაუმჯობესებული და სწრაფი სერვისების მიღება. ავტორიზებული მომხმარებლის გვერდის მქონე პირს, შესაძლებლობა აქვს მაქსიმალურად მარტივად და მოქნილად ისარგებლოს სასურველი სერვისით, ამასთან განცხადების წარდგენა დისტანციურ რეჟიმში, ნებისმიერ დროს არის შესაძლებელი.



მიმდინარე წელს დანერგილ სერვისებს შორის აღსანიშნავია ინიციატივა, რომლის თანახმადაც, 2021 წლის 25 სექტემბრიდან, ავტორიზებული მომხმარებლის გვერდიდან რიგი განცხადებების რეგისტრაციის შემთხვევაში, პირი თავისუფლდება მომსახურების საფასურის გადახდისგან, ხოლო ზოგიერთ შემთხვევაში განაცხადის საფასური შემცირდა.



2021 წლის 11 თვის მონაცემებით, საქართველოს მასშტაბით, სერვისცენტრებისა და წარმომადგენლობების მიერ გაწეული სერვისით ისარგებლა 462072 ვიზიტორმა, გარდა ამისა, 30-მდე ლოკაციაზე, იქ სადაც არ არის მოქალაქეთა მომსახურების სერვისცენტრები და წარმომადგენლობები, მათ შორის მაღალმთიან რეგიონებში, RS CAR-ის მეშვეობით განხორციელდა სერვისული მომსახურება, რომლითაც ისარგებლა 7175 ვიზიტორმა.




ამასთან, ვებგვერდის გამოყენებით, ფიზიკურ პირად რეგისტრაციის მიზნით, შესრულდა ვიდეოაქტივაციის/პაროლის შეცვლის/აღდგენის 13 869 პროცედურა, ხოლო საინფორმაციო სატელეფონო ცენტრის მიერ გაიცა 394820 კონსულტაცია, ჩათის მეშვეობით განხორციელებული სერვისის რაოდენობამ შეადგინა - 32 205.



მომსახურების დეპარტამენტში შემოსული განცხადებების/წერილების, მათ შორის ღია და დახურული ტიპის განცხადებების ოდენობამ ელექტრონული სერვისების მეშვეობით შეადგინა 809381 განცხადება, რომელთაგან უშუალოდ გადამხდელების მიერ დარეგისტრირდა 537033 განცხადება.



განსაკუთრებით აღსანიშნავია ელექტრონული და ადგილზე წარდგენილი განაცხადების თანაფარდობის შედეგები, კერძოდ, ვებგვერდზე ელექტრონულად მიღებული განცხადებების რაოდენობამ 677 498 შეადგინა, მაშინ როცა მატერიალური ფორმით 131 883 განაცხადი იქნა წარდგენილი.



2021 წელს, დაბეგვრის სპეციალური (შეღავათიანი) რეჟიმებით სარგებლობის მიზნით, მეწარმე სუბიექტებზე - 5 682 მიკრობიზნესის, 23 042 მცირებიზნესის, 1 748 ფიქსირებულის სტატუსების, 36 - მაღალმთიანის დასახლების საწარმოს სტატუსის და 32 - საერთაშორისო კომპანიის სტატუსის მინიჭება განხორციელდა.



2021 წლის განმავლობაში, შემოსავლების სამსახურის განახლებულ ოფიციალურ ვებგვერდს www.rs.ge 26 მილიონზე მეტი მნახველი ჰყავდა. უნიკალური ნახვა განახორციელა 19 377 226 ვიზიტორმა, რაც შეეხება ვებგვერდს Eservices.rs.ge 196 284 111 მნახველი ჰყავდა, აქედან უნიკალური ნახვა განახორციელა 102 081 057 ვიზიტორმა.



ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური გადასახადის გადამხდელებს მიმართავს თხოვნით, საქართველოში კორონავირუსის გავრცელების პრევენციისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით, ასევე, ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების გათვალისწინებით, შემდეგშიც მაქსიმალურად გამოიყენონ ელექტრონული და დისტანციური მომსახურებები“ – ნათქვამია ინფორმაციაში.







„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up