შემოსავლების სამსახური ბიუჯეტის შესავსებად 1025 კომპანიას უკანა პერიოდით გადასახადების გადახდას სთხოვს

შემოსავლების სამსახური ბიუჯეტის შესავსებად 1025 კომპანიას უკანა პერიოდით გადასახადების გადახდას სთხოვს

access_time2021-05-24 11:00:02

შემოსავლების სამსახურის წარმომადგენლები ბოლო რამდენიმე დღეა უკავშირდებიან ვირტუალური ზონის იურიდიულ პირებს, რომლებიც ახორციელებენ საინფორმაციო ტექნოლოგიურ საქმიანობას, იმ მოტივით, რომ ისინი საქართველოში უნდა იყვნენ და აქედან ახორციელებდნენ პროდუქციის რეალიზაციას, წინააღმდეგ შემთხვევაში მოგების 15%-იანი შეღავათით ვერ ისარგებლებენ და მოუწევთ, ფაქტობრივად დაარსების დღიდან მოყოლებული მიღებული შემოსავლის, რომელიც მთლიანად საქართველოს ფარგლებს გარეთ არის გენერირებული, დივიდენდის სახით განაწილებული მოგების 15%-ით დაბეგვრა.


შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, ვირტუალური ზონის პირის სტატუსი შესაძლებელია მიენიჭოს იურიდიულ პირს, რომელიც ახორციელებს ეკონომიკურ საქმიანობას, რომელიც საქართველოს ტერიტორიაზე მიმართული იქნება საინფორმაციო ტექნოლოგიების შექმნასთან. ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საგადასახადო და საბაჟო მეთოდოლოგიის დეპარტამენტის უფროსი რომან ბუღაძე ამბობს, რომ დღეისათვის საქართველოში რეგისტრირებულია ვირტუალური ზონის პირის სტატუსის 1,025 კომპანია, თუმცა, ამ ობიექტების ადმინისტრირების პრაქტიკა არ არსებობს, ანუ არცერთი ამ ობიექტიდან დღემდე შემოსავლების სამსახურის მიერ შემოწმებული არ არის.


„შემოსავლების სამსახურში აქტიურად მიმდინარეობს საგადასახადო კანონმდებლობით გათვალისწინებული შეღავათიანი, ე.წ. სპეციალური დაბეგვრის რეჟიმების ეფექტურობის შესწავლა. აღნიშნული ღონისძიების ფარგლებში ხორცელდება მათ შორის ვირტუალური ზონის პირის სტატუსის მქონე პირების შესწავლაც. ასეთი პირების შესახებ ინფორმაციის ანალიზის შედეგად გამოიკვეთა ტენდენცია, რომ პირების უდიდეს ნაწილს საქართველოში არ გააჩნია კაპიტალი, არ ყავს შესაბამისი პროფილით დასაქმებული თანამშრომლები. შესაბამისი სტატუსის მინიჭება ატარებს ფორმალურ ხასიათს და ადგილი არ აქვს საქართველოს ტერიტორიაზე საინფორმაციო ტექნოლოგიების შექმნას. რაც შესაძლებელია გახდეს, ვირტუალური ზონის პირის სტატუსისა და მოგების გადასახადით დაბეგვრის შეღავათიანი რეჟიმის გაუქმების საფუძველი.


საკონსულტაციო ფირმები უცხოურ კომპანიებს ეუბნებოდნენ, რომ მთავარია საქართველოში სტატუსი მიეღოთ, რისი მიღებაც მარტივია და მთავარია პროდუქტი გაყიდო ქვეყნის გარეთ“
, - ამბობს რომან ბუღაძე.



მიმდინარე წელს შემოსავლების სამსახურის მხრიდან კანონში მსგავსი „ხარვეზების“ აღმოჩენის პირველი ფაქტი ეს არ არის. რამდენიმე კვირის წინ ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურმა თავისუფალი ინდუსტრიული ზონების შესახებ მოქმედი საგადასახადო პრაქტიკა შეცვალა და სავაჭრო კომპანიებს მოგების გადასახადის გადახდას სთხოვს. საგადასახადო სპეციალისტების აზრით, შესაძლოა ფინანსთა სამინისტრო ცდილობს მსგავსი ფაქტები პანდემიის პერიოდში გავრცელებული შეღავათების საპირწონედ გამოიყენოს და მსგავსი სახით ამოიღოს თანხები, რათა ბიუჯეტში არსებული დანაკლისი შეავსოს.


აუდიტორული და საკონსულტაციო კომპანია „მოორ ეიბისის“ საგადასახადო კონსულტანტი სალომე ოდიშარია დეტალურად გვიყვება აღნიშნულ კანონზე და ინვესტორების მხრიდან მისით დაინტერესების ფაქტებზე. მისი თქმით, აღნიშნული კანონის მიმზიდველობა იმაში მდგომარეობს, რომ ვირტუალური ზონის იურიდიული პირის მიერ შექმნილი საინფორმაციო ტექნოლოგიების საქართველოს ფარგლების გარეთ მიწოდებით მიღებული მოგება (მოგების განაწილება) მოგების გადასახადისაგან თავისუფლდება და რიგ შემთხვევებში იბეგრება დივიდენდის საშემოსავლოს 5%-ით.


„ბოლო პერიოდში საკმაოდ მკაცრი დამოკიდებულება იგრძნობა შემოსავლების სამსახურის მხრიდან, შესაძლოა იმაზეც ვიმსჯელოთ რომ პანდემიამ საკმაოდ ბევრი ხარჯვითი ნაწილი წარმოშვა ფინანსთა სამინისტროსთვის, გავრცელდა ბევრი შეღავათები, ალბათ ამის საპირწონედ დასჭირდათ 10 წლის წინანდელ კანონში თითქოს დამალული „ხვრელების“ ძიება და გადასახადების ასეთი სახით აკრეფა. ზოგადად შემოსავლების სამინისტროს მხრიდან წინასწარ ხდება ხოლმე სუბიექტების ინფორმირება და მათი გაფრთხილება, ასე პირდაპირ არასდროს აყენებენ მათ ფაქტის წინაშე. გარდა ამისა, მეთოდური მითითება არსებულ კანონთან დაკავშირებით არ არის.



ბევრმა უცხოელმა ისარგებლა ზემოთ ხსენებული კანონის „სიკარგით“ და საქართველოში დააფუძნა ვირტუალური ზონის საწარმო. ეს კანონი ძალიან პოპულარული იყო არარეზიდენტებისთვის და ბევრ უცხოურ საიტზეც შეგხვდებათ რეკლამა აღნიშნულთან დაკავშირებით.


უნდა აღინიშნოს, რომ მსგავსი სტატუსის მქონე საწარმოები არ საჭიროებენ დიდი რაოდენობით შრომითი რესურსის მოზიდვას, ვინაიდან ხშირ შემთხვევაში უცხოელი დამფუძნებელი თავად ასრულებს დაქირავებული პირის როლს, პირადად ასრულებს ამ სამუშაოს, კერძოდ, ქმნის საინფორმაციო ტექნოლოგიებს და ყიდის მხოლოდ საქართველოს ფარგლებს გარეთ, შედეგად კი საქართველოს ბიუჯეტში 5%-ის ოდენობით დივიდენდის საშემოსავლოს იხდის“
, - აღნიშნავს სალომე ოდიშარია.


აუდიტორული და საკონსულტაციო კომპანიის წარმომადგენელი „კომერსანტთან“ ამბობს, რომ კანონში არსებული ჩანაწერი ნათლად არ ასახავს იმ ფაქტს, რომ აღნიშნული საწარმოს თანამშრომელი უშუალოდ საქართველოში უნდა იჯდეს და აქედან ყიდდეს საინფორმაციო ტექნოლოგიებს. გარდა ამისა, შემოსავლების სამსახურის მხრიდან კომპანიებისთვის უკანა პერიოდით გადასახადის მოთხოვნა უსამართლო და ასევე რთულად განსახორციელებელია.


„არავინ უარყოფს იმ ფაქტს, რომ ნებისმიერმა პირმა უპირობოდ უნდა იხადოს გადასახადები, თუმცა, მაშინ როცა სამართლიანად კანონი ამას ითვალისწინებს. სამართლიანობაში კი აუცილებლად იგულისხმება ცალსახა, ნათელი ჩანაწერი კანონში, რაც ორაზროვნებასა და გაუგებრობას კანონის წამკითხველის მხრიდან გამორიცხავს. წინაპირობა იმისა, რომ მეწარმეებს უკავშირდებიან აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, არის სწორედ ასეთი ორაზროვანი მითითება საინფორმაციო ტექნოლოგიური ზონების შესახებ კანონის მე-6 მუხლში: „ვირტუალურ ზონაში საქმიანობას მიეკუთვნება იურიდიული პირის მიერ განხორციელებული ეკონომიკური საქმიანობა, რომელიც საქართველოს ტერიტორიაზე მიმართული იქნება საინფორმაციო ტექნოლოგიების შექმნასთან“. არსებული ჩანაწერი ნათლად არ ასახავს იმ ფაქტს, რომ აღნიშნული საწარმოს თანამშრომელი უშუალოდ საქართველოში უნდა იჯდეს და აქდან ყიდდეს საინფორმაციო ტექნოლოგიებს, მაშინ, როცა საქართველოს საგადასახდო კოდექსის 99-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „ჟ“ ქვეპუნქტი არანაირ წინაპირობას არ აყენებს, იმისთვის, რომ იურიდიულმა პირმა ისარგებლოს მოგების 15%-იანი შეღავათით. აქვე შეგახსენებთ, რომ საქართველოს საგადასახდო კოდექსს, გარდა გამონაკლისი შემთხვევებისა, ენიჭება უპირატესი ძალა სხვა კანონებთან მიმართებით.


უკანა პერიოდით გადასახადის მოთხოვნა უსამართლოა. გარდა ამისა, უმრავლესობა მათგანს საქართველოს ტერიტორიაზე არანაირი აქტივი არ გააჩნიათ, ასევე როგორც კი ხდება თანხების ჩარიცხვა ის დივიდენდის სახით უკვე გატანილია და ფაქტობრივად მათ რომც უჩივლონ, შემოსავლების სამსახური არათუ უკანა პერიოდით ვერ ამოიღებს თანხებს, უკვე არსებულ პერიოდშიც კომპანიები ქვეყნიდან წასვლას გეგმავენ. სამომავლოდაც ამ კანონით დაინტერესება ძალიან შემცირდება. ბიუჯეტი კი თავის მხრივ დაკარგავს იმ 5%-საც კი რასაც ამდენი კომპანია ფაქტობრივად არაფრისთვის იხდიდა, შესაძლოა ეს ძალიან მნიშვნელოვანი თანხა არ იყოს, მაგრამ ეს სამომავლო ინვესტიციებზეც იმოქმედებს, რადგან ამ კანონზე მოთხოვნა მზარდი იყო. გარდა ამისა, როდესაც ქვეყანაში კანონს ამგვარად ცვლიან, უცხოელი ინვესტორების მხრიდან საქართველოში ინვესტორებით დაინტერესება შემცირდება“, - აცხადებს სალომე ოდიშარია.


აღსანიშნავია, რომ 2010 წლის დეკემბერში საინფორმაციო ტექნოლოგიური ზონების შესახებ საქართველოს კანონი იქნა მიღებული (სსმ, 74, 24/12/2010), რაც გულისხმობს იურიდიული პირისთვის, რომელიც ახორციელებს საინფორმაციო ტექნოლოგიურ საქმიანობას, ვირტუალური ზონის სტატუსის მინიჭებას. ამ კანონის მთავარი მიზანია ინვესტიციების მოზიდვა და მიმზიდველი გარემოს შექმნა იმ პირებისათვის, რომლებიც ეკონომიკურ საქმიანობას განახორციელებენ საინფორმაციო ტექნოლოგიების სფეროში.


ნინო თამაზაშვილი




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up