შემოსავლების სამსახური IDFI–ის მიერ გამოქვეყნებულ კვლევაზე დაყრდნობით, მედიაში გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით  განცხადებას ავრცელებს

შემოსავლების სამსახური IDFI–ის მიერ გამოქვეყნებულ კვლევაზე დაყრდნობით, მედიაში გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

access_time2022-11-11 22:00:00

„გვსურს, გამოვეხმაუროთ ცალკეულ მედიასაშუალებებში გავრცელებულ დეზინფორმაციას, რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ, რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული საერთაშორისო სანქციების აღსრულების შესახებ დეტალური სტატისტიკური ინფორმაციის ხელმისაწვდომობასთან დაკავშირებით“ – ამის შესახებ ნათქვამია საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის განცხადებაში.


„,,თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის“ (IDFI) მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში, რუსეთის ფედერაციისა და ბელარუსის დანიშნულებით გადაადგილებული ტვირთების 204 დოკუმენტურად დადასტურებული შემთხვევაა დასახელებული. თუმცა, ამავე ანგარიშში „თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა“ არ აღნიშნა შემოსავლების სამსახურის მიერ, საპასუხო წერილით მიწოდებული ინფორმაცია - სანქცირებული საქონლის/სანქცირებული პირის კუთვნილი საქონლის ექსპორტის ან რეექსპორტის განზრახვის თაობაზე, პირის ზეპირი/წერილობითი მომართვისას და გაფორმების ადგილებში დეკლარირებაზე უარის თქმის 120-ზე მეტი ფაქტის შესახებ.


დღეის მონაცემებით, საბაჟო გამშვები პუნქტებიდან სანქცირებული საქონლის უკან გაბრუნების 606 შემთხვევა დაფიქსირდა, ხოლო გაფორმების ეკონომიკურ ზონებში საქონლის ექსპორტის ან რეექსპორტის განზრახვის თაობაზე, პირის ზეპირი/წერილობითი მომართვისას უარის თქმის 160 შემთხვევა გამოვლინდა.


შეგახსენებთ, რომ უკრაინაში საომარი მდგომარეობის გამო, რუსეთის ფედერაციის მიმართ შემზღუდველ სანქციებთან დაკავშირებით, ევროპის საბჭომ მიიღო რიგი გადაწყვეტილებები (EU) No 833/2014. მათ შორის, ევროპის საბჭოს 2022 წლის 15 მარტისა (EU) 2022/576 და 8 აპრილის ცვლილებების (EU) 2022/428 მეოთხე და მეხუთე პაკეტები. აღნიშნული პაკეტები მოიცავს იმ ძირითადი საქონლის (ხე-ტყე, ცემენტი, ზღვის პროდუქტები, ლიქიორი, რკინა, ფოლადი, ფუფუნების საქონელი და სხვა) ჩამონათვალს, რომლის შეტანა ან/და გამოტანა იკრძალება რუსეთის ფედერაციაში. აღნიშნული ინფორმაციის გაცნობა შესაძლებელია ევროპის საბჭოს ოფიციალურ ვებგვერდზე https://www.consilium.europa.eu/en/policies/sanctions/restrictive-measures-against-russia-over-ukraine/history-restrictive-measures-against-russia-over-ukraine/


ზემოაღნიშნულ თარიღებში, ევროპის საბჭოს გადაწყვეტილების საფუძველზე, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური, საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე უკვე ახორციელებდა სანქცირებული ტვირთების გადაადგილების მკაცრ კონტროლს. შესაბამისად, კონკრეტული სანქცირებული ტვირთების უკან გაბრუნება და განსაზღვრული რისკის პროფილების გააქტიურება, სწორედ ევროკავშირის მიერ სანქცირებული საქონლის სიების დამტკიცებისთანავე (აპრილის თვის დასაწყისში და არა ორი თვის შემდეგ როგორც ეს ანგარიშშია აღნიშნული) მოხდა. გარდა აღნიშნულისა, უწყების მიერ, „თავისუფლების განვითარების ინსტიტუტისთვის“ მიწოდებული დოკუმენტით (საქონლისა და სატრანსპორტო საშუალებების აღრიცხვის მოწმობები) კიდევ ერთხელ დასტურდება, რომ სანქცირებული საქონლის უკან გაბრუნების ფაქტი 23 აპრილით თარიღდება და ბრალდება თითქოს - ,,ომის დაწყებიდან 2 თვის განმავლობაში, საბაჟო კონტროლის დროს რუსეთის და ბელარუსის მიმართულებით სანქცირებული ტვირთების გადაადგილების იდენტიფიცირება არ მომხდარა“ აბსურდია.



რაც შეეხება, ამავე ანგარიშში აღნიშნულ უპილოტო საფრენ აპარატებს, როგორც სამხედრო, ასევე ორმაგი დანიშნულების საქონელს, უკრაინაში საომარი მოქმედებების დაწყებამდეც და ამჟამადაც ექვემდებარება განსაკუთრებულ საბაჟო კონტროლს.


ამასთან ანგარიშში, აღნიშნულია თითქოს შემოსავლების სამსახურმა, „საბაჟო საიდუმლოების მოტივით, სრულად დაფარა იმპორტიორის და ექსპორტიორის (იურიდიული პირების შემთხვევაშიც) შესახებ ინფორმაცია“ - რაც წარმოადგენს სრულ სიცრუეს.


გვინდა ხაზგასმით განვმარტოთ, რომ საბაჟო/საგადასახადო საიდუმლოების შემცველი ინფორმაციის შენახვისა და მისი დამუშავების წესს არეგულირებს/განსაზღვრავს საქართველოს საბაჟო კოდექსის მე-11 მუხლი და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 39-ე მუხლი, ასევე „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის II თავი საქართველოს საგადასახადო კოდექსში არსებული შესაბამისი ნორმა.


სამწუხაროდ, ,,ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) მიერ, 7 ნოემბერს გამოქვეყნებული ანგარიში სახელწოდებით „რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული საერთაშორისო სანქციების რეჟიმის აღსრულება საქართველოში“ არის ტენდენციური და მასში მოყვანილი ცრუ ცნობები მიზნად ისახავს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის რეპუტაციის შელახვას. ,,თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა“ წერილობით მიმართა უწყებას და მოითხოვა 2022 წლის 25 თებერვლის შემდეგ, სანქცირებული ტვირთების გადაადგილების შესახებ ინფორმაცია, რაზეც შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტმა, კომპეტენციის ფარგლებში, 2022 წლის 16 აგვისტოს წერილობითვე გასცა პასუხი.



აქვე გვინდა სრული პასუხისმგებლობით განვაცხადოთ, რომ ტელეკომპანია „მთავარის“ საინფორმაციო გამოშვებაში ,,ანტიკორუფციული მოძრაობის“ აღმასრულებელი დირექტორის, ლაშა ფარულავას მიერ, გაჟღერებული ინფორმაცია, თითქოს საქართველოში რუსეთიდან სანქცირებული ნავთობპროდუქტი შემოვიდა, ემსახურება საზოგადოების შეცდომაში შეყვანას და უწყების დისკრედიტაციას.


შემოსავლების სამსახური ბ-ნ ლაშა ფარულავასგან მოითხოვს ე.წ. უტყუარი მტკიცებულებების წარმოდგენას, რომლებიც დაადასტურებს საქართველოს ტერიტორიაზე სანქცირებული ტვირთების შემოსვლას, წინააღმდეგ შემთხვევაში, მისი ბრალდებები ჩაითვლება როგორც უწყების, ასევე შემოსავლების სამსახურის თითოეული თანამშრომლის დისკრედიტაციის მორიგ, უსუსურ მცდელობად“ – ნათქვამია განცხადებაში.







„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up