შემოსავლების სამსახური საბაჟოზე ხანძრის გაჩენასთან დაკავშირებით ბრალდებას უარყოფს

შემოსავლების სამსახური საბაჟოზე ხანძრის გაჩენასთან დაკავშირებით ბრალდებას უარყოფს

access_time2023-02-09 16:00:26

ზაჰესში საბაჟო ტერმინალში გუშინ ხანძარი გაჩნდა, დამწვარია 1 000 კვ.მ ფართობზე მდებარე საწყობი. ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური ეხმაურება ტელეკომპანიების ,,მთავარი არხისა“ და „ფორმულას“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ საბაჟო დეპარტამენტის წარმომადგენელმა ხანძრის განგებ გააჩინა.

 

შემოსავლების სამსახურის განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

 

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური ეხმაურება ტელეკომპანიების ,,მთავარი არხი“ და „ფორმულა“ გავრცელებულ ცრუ და უპასუხისმგებლო ინფორმაციას, სადაც მტკიცებით ფორმაში არის დადანაშაულებული საბაჟო დეპარტამენტის წარმომადგენელი  ხანძრის მიზანმიმართულ გაჩენაში. უწყება, სრული პასუხისმგებლობით,  კატეგორიულად აცხადებს, რომ ტელეკომპანიების მიერ გავრცელებულ კადრებში იდენტიფიცირებული არც ერთი პირი არ წარმოადგენს საბაჟო დეპარტამენტს.     ამასთან, განვმარტავთ, რომ გადაცემაში აღნიშნული საბაჟო საწყობი ზაჰესი 2007 წარმოადგენს კერძო საბაჟო ტერმინალს და მისი ფუნქციონირება სრულად,  რეგულირდება  საქართველოს მთავრობის 455 დადგენილების შესაბამისად.

 


აღნიშნული რეგულაციის ფარგლებში, 2023 წლის 8 თებერვალს დილის 11 საათზე, საბაჟო დეპარტამენტის მებაჟე ოფიცრის მიერ, საბაჟო საწყობისა და საბაჟო საწყობში არსებული საქონლის მფლობელის წარმომადგენლების თანდასწრებით,  გაიხსნა აღნიშნული სათავსო. დღის განმავლობაში, მეწარმე სუბიექტების მიერ, განხორციელდა მათ მფლობელობაში არსებული საქონლის დათვლა/აღწერის პროცედურა და სამუშაო პროცესის დასრულების შემდეგ (დაახლოებით, 17 საათზე), საბაჟო საწყობისა და საბაჟო საწყობში არსებული საქონლის მფლობელის წარმომადგენლების თანდასწრებით, მებაჟე ოფიცერმა მოახდინა საწყობის სათავსოს დალუქვა და შესაბამისი აქტის შედგენა. აღნიშნულ დოკუმენტს ხელს აწერს, როგორც მებაჟე ოფიცერი, ასევე საბაჟო საწყობისა და საწყობში არსებული საქონლის მფლობელის წარმომადგენელი. აქვე გაცნობებთ, რომ ობიექტზე უზრუნველყოფილია მუდმივი (უწყვეტი) ვიდეოკონტროლი.

 

შემოსავლების სამსახური, კიდევ ერთხელ ხაზგასმით განმარტავს, რომ კანონმდებლობით მისთვის მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში (საქართველოს მასშტაბით, საბაჟო კონტროლის ზონებში,)  ახორციელებს საბაჟო ზედამხედველობას დაქვემდებარებული საქონლის საბაჟო საწყობის პროცედურაში მოქცევის კონტროლს. აღსანიშნავია, რომ საბაჟო ორგანო, საქონლის მიმართ, ზედამხედველობასა და კონტროლს ახორციელებს მხოლოდ  საბაჟო საწყობის და საბაჟო საწყობში არსებული საქონლის წარმომადგენლების თანდასწრებით.

 

ამ დროისთვის, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ, დაწყებულია გამოძიება ხანძრის გამომწვევ მიზეზებთან დაკავშირებით, დაველოდოთ საგამოძიებო მოქმედებების დასრულებას და საზოგადოება მიიღებს ამომწურავ პასუხს მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით.


ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური კიდევ ერთხელ,  მოუწოდებს მედიასაშუალებებს, თავი შეიკავონ ყალბი, დაუსაბუთებელი მასალის გავრცელებისგან, რომელიც ემსახურება უწყების მიზანმიმართულ დისკრედიტაციას და საზოგადოების ინფორმირებისთვის  მომზადებული ინფორმაცია გადაამოწმონ/დააზუსტონ შესაბამის სამსახურებთან,  ნათქვამია ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის განცხადებაში.





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up