შემოსავლების სამსახურის არაარგუმენტირებულმა საუბრებმა ბევრი ინვესტორი დაგვაკარგინა - საჭიროა თუ არა თიზ-ების კანონში ცვლილებების შეტანა

შემოსავლების სამსახურის არაარგუმენტირებულმა საუბრებმა ბევრი ინვესტორი დაგვაკარგინა - საჭიროა თუ არა თიზ-ების კანონში ცვლილებების შეტანა

access_time2021-11-05 10:00:05

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური რამდენიმე თვის წინ თავისუფალ ინდუსტრიულ ზონებში არსებულ სავაჭრო კომპანიების დიდ ნაწილს უკავშირდებოდა და მოგების გადასახადის გადახდას სთხოვდა. როგორც „კომერსანტთან“ თიზ-ების წარმომადგენლები აცხადებდნენ, მწარმოებელი კომპანიების მიმართ საგადასახადო უწყებას არ აქვს მოგების გადასახადის მოთხოვნა. თუმცა, რამდენიმე თვის განმავლობაში აუდიტის დეპარტამენტი მოკვლევის მიზნით უკავშირდებოდა საქართველოს თიზ-ებში რეგისტრირებულ სხვადასხვა სავაჭრო კომპანიებს მოგების გადასახადის გადახდასთან დაკავშირებით. საკითხის ირგვლივ თიზ-ების წარმომადგენლებს და შემოსავლების სამსახურს შორის მოლაპარაკებები მიმდინარეობდა.


ჰუალინგის თავისუფალი ინდუსტრიული ზონის აღმასრულებელი დირექტორი სოსო ნიბლაძე „კომერსანტთან“ განმარტავს, რომ საბოლოო შედეგად მიიღეს მოგების გადასახადისგან იმ კომპანიების განთავისუფლება, რომლებიც ეწევიან იმპორტ-ექსპორტს თიზ-ის საშუალებით ან იმპორტს, დასაწყობებას და შემდეგ დისტრიბუციას სხვადასხვა ქვეყნებში. თუმცა, ნიბლაძის განმარტებით, შემოსავლების სამსახურის მიერ კომპანიებთან განხორციელებულმა არარგუმენტირებულმა ზარებმა, მათი დიდი ნაწილის საქართველოდან გასვლა გამოიწვია.


„საბოლოოდ ის შედეგი მივიღეთ, რომ არიან კომპანიები რომლებიც ეწევიან იმპორტ-ექსპორტს თიზ-ის საშუალებით ან იმპორტს, დასაწყობებას და შემდეგ დისტრიბუციას სხვადასხვა ქვეყნებში, ასეთ კომპანიებში პრეცედენტის სახით მიღებული არის გადაწყვეტილება რომ ისინი არ იბეგრებიან, მაშინ როდესაც თუ თიზ-თან არ აქვს კავშირი ორგანიზაციას და საერთაშორისო ოპერაციას ეწევა, ამ შემთხვევაში ეს არ განიხილება თიზ-ის ფარგლებში საქმიანობად და იბეგრება. თუმცა მაინც ვთვლით, რომ აქაც კანონი დასახვეწია, რადგან ერთმნიშვნელოვნად გამიჯნული არ არის რომ ეს არის დაბეგვრის მიზნებისთვის აკრძალული საქმიანობა, ასე არსად წერია. აკრძალული საქმიანობების ჩამონათვალში ასე კონკრეტულად არ არის აღნიშნული და ვთვლით, რომ თუ სურთ ამას მომავალში სიცხადე ჰქონდეს, კანონმდებლობაში რაიმე ფორმით უნდა აისახოს, ახლა მხოლოდ ვერბალურად ვიცით ყველაფერი.


ინვესტორებს რომლებიც საქართველოში თიზ-ებით ინტერესდებიან, ამას ვეუბნებით ვერბალურად, მაგრამ შესაძლოა ჩვენ არც გვკითხონ, ნახონ კანონი, დაარეგისტრირონ კომპანია და ისე აწარმოონ საქმიანობა. შესაბამისად შეიძლება მოხდეს, რომ კანონმდებლობა ისე წაიკითხოს კომპანიამ, რომ ვერ დასვას საკითხი კითხვის ნიშნის ქვეშ და არ ჩათვალოს, რომ ასეთი ოპერაცია უნდა დაიბეგროს, ამიტომ ვთვლით რომ უფრო მეტი სიცხადე უნდა იყოს.


ბევრმა, რომლებსაც კითხვები პასუხგაუცემელი დარჩათ დახურეს კომპანია და წავიდნენ, საუბარია ასეულობით ორგანიზაციაზე, ამ გაურკვევლობამ და კამპანიამ რომელიც თავის დროზე შემოსავლების სამსახურმა აწარმოა კომპანიებთან რეკვით და არარგუმენტირებული საუბრებით, რომ გადასახადი უნდა იქნეს გადახდილი, ბევრი ინვესტორი დაგვაკარგვინა. საბოლოოდ აღმოჩნდა, რომ ამ კომპანიების დიდ ნაწილს არ ევალებათ გადასახადის გადახდა, ამიტომ ეს არის ტიპიური არაპროფესიონალიზმი, როდესაც ხელის შეწყობის ნაცვლად, სახელმწიფო უწყება ასე ექცევი“,
- განმარტა ნიბლაძემ.



ფოთის თიზ-ის გენერალურ დირექტორი დავით ებრალიძე „კომერსანტის“ კითხვის პასუხად ამბობს, რომ კანონში ცვლილებების შეტანის აუცილებლობა დღის წესრიგში არ დგას.


„აღნიშნულ ქმედებას ვერ დავარქმევთ საგადასახადო პრაქტიკის შეცვლას, და შესაბამისად არც კანონში ცვლილებების შეტანის აუცილებლობა დგას დღის წესრიგში. მიუხედავად იმისა, რომ შემოსავლების სამსახურის მხრიდან ნამდვილად განხორციელდა ფოთის თიზ-ში რეგისტრირებული ერთ-ერთი კომპანიის შემოწმება, რომელიც უკვე წლებია სავაჭრო საქმიანობით არის დაკავებული, კერძოდ ახორციელებს საზღვარგარეთიდან საქონლის თიზ-ში შემოტანას, დასაწყობება-დაფასოვებას და შემდგომ გატანას საქართველოს ტერიტორიაზე და მის ფარგლებს გარეთ. შემოწმების საფუძველზე შემოსავლების სამსახურმა მათ დაარიცხა მოგების გადასახადი, რაც კომპანიის მიერ გასაჩივრებულ იქნა შემოსავლების სამსახურის დავების საბჭოში, სადაც საკითხი გადაწყდა დადებითად კომპანიის სასარგებლოდ და დარიცხული მოგების გადასახადი სრულად ჩამოეწერა.


ამ ფაქტიც დადასტურდა და კონკრეტული მაგალითის საფუძველზე შეგვიძლია ვიმსჯელოთ, რომ თიზ-ებში სავაჭრო საქმიანობა არის ნებადართული და ექვემდებარება გადასახადო შეღავათებს“
, - აღნიშნავს დავით ებრალიძე.


აღსანიშნავია, რომ თავისუფალი ინდუსტრიული ზონების შესახებ საქართველოს კანონის თანახმად, თიზ-ში დასაშვებია ნებისმიერი საქონლის წარმოება, გადამუშავება ან მომსახურების გაწევა, გარდა კანონის მე-12 მუხლით განსაზღვრული საქმიანობისა, რომელშიც შედის: ა) იარაღის, საბრძოლო მასალის წარმოება, იარაღით, საბრძოლო მასალით ვაჭრობა; ბ) ბირთვული, რადიოაქტიური ნივთიერებების წარმოება, ბირთვული, რადიოაქტიური ნივთიერებებით ვაჭრობა; გ) ნარკოტიკული და ფსიქოტროპული საშუალებების შეტანა, შენახვა, წარმოება ან/და რეალიზაცია; დ) თამბაქოს ნაწარმის ან/და თამბაქოს ნედლეულის შეტანა, შენახვა, წარმოება ან/და რეალიზაცია, გარდა ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა. შესაბამისად, ყველა სხვა საქმიანობა თიზ-ში ნებადართულია და მოგების გადასახადისგან გათავისუფლებულია.


ნინო თამაზაშვილი






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up