შემოსავლების სამსახურმა ბიზნეს ასოციაციასთან თანამშრომლობით ადვილად მსხვრევადი საქონლის ჩამოწერასთან დაკავშირებული ახალი რეგულაცია მიიღო

შემოსავლების სამსახურმა ბიზნეს ასოციაციასთან თანამშრომლობით ადვილად მსხვრევადი საქონლის ჩამოწერასთან დაკავშირებული ახალი რეგულაცია მიიღო

access_time2022-11-09 12:55:54

საქართველოს ბიზნეს ასოციაციის ინიციატივით და წევრი კომპანიების უშუალო ჩართულობით შექმნილი ერთობლივი სამუშაო ჯგუფის ფარგლებში, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ხელმძღვანელობამ მიიღო ახალი გადაწყვეტილება მსხვრევადი საქონლის სპეციალისტის მოწვევის გარეშე ჩამოწერასთან დაკავშირებით.


აღნიშნულ საკითხზე საქართველოს ბიზნეს ასოციაცია უკვე ერთი წელია მუშაობს, კერძოდ, რამდენიმე სამუშაო შეხვედრის შემდეგ აღნიშნული უფლება მიეცათ პირებს, რომლებიც წარმოადგენენ შემოსავლების სამსახურის კატეგორიზაციით მსხვილი ან საშუალო კატეგორიის გადასახადის გადამხდელებს.


საგულისხმოა, რომ ამ ფორმით ჩამოწერას დაექვემდებარა მხოლოდ ადვილად მსხვრევადი საქონელი (კაფელი, მეტლახი, მინა, კერამიკული მასალები და სხვა მსგავსი სამშენებლო-სარემონტო საქონელი), რომლის სააღრიცხვო ღირებულება მსხვილი კატეგორიის გადასახადის გადამხდელის შემთხვევაში არ აღემატება 25 000 ლარს, ხოლო საშუალო კატეგორიის გადასახადის გადამხდელის შემთხვევაში - არ აღემატება 3 000 ლარს.



ახალი რეგულაციის თანახმად, გადასახადის გადამხდელი უფლებამოსილია, ადვილად მსხვრევადი საქონლის ჩამოწერასთან დაკავშირებით განცხადება წარმადგინოს კალენდარული თვის განმავლობაში ერთხელ. ამასთან, თუკი გადასახადის გადამხდელი საქმიანობას ახორციელებს ერთზე მეტი სავაჭრო ობიექტიდან, იგი უფლებამოსილია ადვილად მსხვრევადი საქონლის ჩამოწერის შესახებ განცხადება წარმოადგინოს თითოეული ობიექტიდან ცალ-ცალკე, ხოლო კალენდარული თვის განმავლობაში წარმოდგენილი განცხადებების საფუძველზე ჩამოსაწერი მარაგების ჯამური სააღრიცხვო ღირებულება არ უნდა აღემატებოდეს გადასახადის გადამხდელის კატეგორიების მიხედვით დადგენილ ზღვრულ ოდენობებს.


„შემოსავლების სამსახურის მიერ მსხვრევადი საქონლის ჩამოწერასთან დაკავშირებით მიღებული ახალი რეგულაცია უდავოდ პოზიტიურია. შემოსავლების სამსახურმა გარკვეული ანალიტიკური პროცედურების, დაკვირვების, საკითხის შესწავლის შედეგად, მსგავს საქონელზე, შეიძლება ითქვას, მიიღო პრინციპულად სწორი გადაწყვეტილება, რადგან კომპანიები საქონლის იდენტიფიკაციის შეუძლებლობის გამო ბეგრავდნენ ისეთ საქონელს, რომლის რეალიზაცია რეალურად არ მოუხდენიათ. ამასთან შემოსავლების სამსახურთან შევთანხმდით, რომ ჩამოსაწერი საქონლის ღირებულების ზედა ზღვართან დაკავშირებით გარკვეული პერიოდის შემდეგ კვლავ დავუბრუნდებით დისკუსიას, მას შემდეგ, რაც გვექნება მეტი ინფორმაცია უკვე მიღებული რეგულაციის მოქმედების პრაქტიკაზე, “ - განაცხადა საქართველოს ბიზნეს ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა ლევან ვეფხვაძემ.


(R)








„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up