„შენი საგადასახადო მრჩეველი“ - რა საგადასახადო შეღავათები და შეზღუდვები აქვს თავისუფალი ინდუსტრიული ზონის საწარმოს

„შენი საგადასახადო მრჩეველი“ - რა საგადასახადო შეღავათები და შეზღუდვები აქვს თავისუფალი ინდუსტრიული ზონის საწარმოს

access_time2023-04-19 11:30:49

ყოველ ოთხშაბათს 10:10 საათზე რადიო კომერსანტი თავის მსმენელს სთავაზობს რუბრიკას  „შენი საგადასახადო მრჩეველი“.

„შენი საგადასახადო მრჩეველი“ -  „კომერსანტისა“ და კომპანია „გრანთ თორნთონის” ერთობლივ პროექტს წარმოადგენს.

19 აპრილის გადაცემა, რომელსაც „გრანთ თორნთონის“ საგადასახადო მიმართულების მენეჯერი ნათია ჩაგანავა უძღვებოდა,  თავისუფალი ინდუსტრიული ზონის საწარმოს საკითხს მიეძღვნა.

 

რა არის თავისუფალი ინდუსტრიული ზონის საწარმო და არსებობს თუ არა ამ ტიპის საწარმოებისთვის რაიმე შეზღუდვები

 

თავისუფალი ინდუსტრიული ზონის საწარმო, არის საწარმო რომელიც შექმნილია თავისუფალი ინდუსტრიული ზონების შესახებ კანონის შესაბამისად.   თავისუფალი ინდუსტრიული ზონის საწარმო შეიძლება იყოს ნებისმიერი ორგანიზაციულ სამართლებრივი და საკუთრების ფორმის საწარმო, რომელიც რეგისტრირებულია თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი საწარმოთა რეგისტრაციის ნორმების შესაბამისად.

თავისუფალი ინდუსტრიული ზონების საწარმოებს აქვთ გარკვეული შეზღუდვები და აკრძალვები:

თავისუფალი ინდუსტრული ზონებში  დასაშვებია ნებისმიერი საქონლის წარმოება, გადამუშავება ან მომსახურების გაწევა, გარდა აკრძალული საქმიანობებისა, კერძოდ: 

 

თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში აკრძალულია:

 

•  იარაღის, საბრძოლო მასალის წარმოება, იარაღით და საბრძოლო მასალით ვაჭრობა;

•  ბირთვული, რადიოაქტიური ნივთიერებების წარმოება, ბირთვული, რადიოაქტიური ნივთიერებებით ვაჭრობა; ნარკოტიკული და ფსიქოტროპული საშუალებების შეტანა, შენახვა, წარმოება ან/და რეალიზაცია და

• თამბაქოს ნაწარმის ან/და თამბაქოს ნედლეულის შეტანა, შენახვა, წარმოება ან/და რეალიზაცია, გარდა ამ საქონლის ადგილზე მოხმარების შემთხვევისა.

 

 

ასევე  თიზ-ის საწარმოს ეკრძალება:

 

საქართველოს კანონმდებლობით რეგისტრირებული პირისაგან  მომსახურების შეძენა, გარდა:


 

• თავისუფალი ინდუსტრიული ზონის ორგანიზატორის ან/და ადმინისტრაციის მიერ დაცვის მომსახურების გაწევისა ან/და ქონების ქირით ან იჯარით გადაცემისა;

• ტრანსპორტის, კავშირგაბმულობის, კანალიზაციის, აუდიტორული ან/და საკონსულტაციო მომსახურებისა, ლიცენზირებული ფინანსური ინსტიტუტის მიერ ფინანსური ოპერაციების განხორციელებისა ან/და ფინანსური მომსახურების გაწევისა,აგრეთვე ძირითად საშუალებათა დადგმისა, მონტაჟისა ან/და მშენებლობის მომსახურების გაწევისა;

• საქართველოს კანონმდებლობით რეგისტრირებული პირისათვის (გარდა თიზ-ის საწარმოსი) მომსახურების გაწევა.

 

ასევე თიზ-ის საწარმოს არ ეკრძალება საქართველოს კანონმდებლობით რეგისტრირებული პირისაგან შემდეგი სახის მომსახურების შეძენა

• ავტოტექნიკური , სწრაფი კვების , საფოსტო, სამედიცინო, სარეკლამო,  ლაბორატორიული, საპროექტო, დიზაინერული,საექსპედიტორო სახანძრო ექსპერტიზის , დასუფთავებისა და ნარჩენების მართვის, ძირითადი საშუალებების შეკეთების და სალიზინგო მომსახურებები.

 

იმ შემთხვევაში თუ თიზის საწარმო მოახდეს ზემოთ ჩამოთვლილი საქონლი/მომსახურებისგან განსხვავებული საქონლის/მომსახურების შეძენას  საქართველოს კანონმდებლობით რეგისტრირებული პირისაგან თიზ-ის საწარმო ვალდებულია წარადგინოს შესაბამისი დეკლარაცია და გადაიხადოს შეძენილი საქონლის/მომსახურების საბაზრო ფასის 4 პროცენტი არაუგვიანეს საქონლის მიწოდების თვის მომდევნო თვის 15რიცხვისა.

 

ასევე თუ თიზ-ის საწარმო განახორციელებს საქონლის მიწოდებას  საქართველოს კანონმდებლობით რეგისტრირებული პირისათვის თიზ-ის საწარმო ვალდებულია წარადგინოს შესაბამისი დეკლარაცია და  გადაიხადოს მიწოდებული საქონლის საბაზრო ფასის 4 პროცენტი არაუგვიანეს საქონლის მიწოდების თვის მომდევნო თვის 15რიცხვისა.

 

 

რა საგადასახადო შეღავათებით სარგებლოს თავისუფალი ინდუსტრიული ზონის საწარმო?

თავისუფალი ინდუსტრიული ზონის საწარმო სარგებლობს შემდეგი საგადახადო შეღავათებით:

• მოგების გადასახადისგან გათავისუფლებულია თიზ-ის საწარმოს მიერ თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში ნებადართული საქმიანობიდან  მიღებული მოგების განაწილება.

• თავისუფალი ინდუსტრიული ზონის საწარმოს მიერ დივიდენდის განაწილების შემთხვევაში დივიდენდი გადახდის წყაროსთან არ იბეგერბა.

• ქონების გადასახადისგან გათავისუფლებულია თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში არსებული ქონება


რომელი საქმიანობიდან მიღებული მოგების განაწილების შემთხვევაში შიეძლება  თიზ-ის საწარმომ ისარგებლოს საგადასახადო შეღავათით მოგების და საშემოსავლო გადასასახდებში ?

თავისუფალი ინდუსტრიული საწარმოს მიერ  საქონლის წარმოება   

თუ თავისუფალი ინდუსტრიული ზონის საწარმო ახოციელებლს საქონლის წარმოებას, ( გარდა იმ საქონლისა რომელიც თავისუფალი ინდუსტრიული წონების შესახებ საქართველოს კანონის თანახმად ეკრძალება თავისუფალი ინდუსტრიული ზონის საწარმოს. ) ასეთი საქმიანობა ითვლება თავისუფალი ინდუსტირული საწარმოსათვის ნებადართულ საქმიანობად და ასეთი საქმიანობიდან მიღებული მოგების განაწილება არ დაიბეგრება მოგების გადასახადით, ასევე განაწილებული დივიდენდი არ დაექვემდებარება გადახდის წყაროსთან საშემოსავალი გადასახადით დაბეგვრას.

 

თავისუფალი ინდუსტრიული ზონის საწარმოს მიერ საქონლის ყიდვა-გაყიდვა,საქონლის თიზ-ის ტერიტორიაზე დასაწყობების დროს

თუ თიზ-ის საწარმო ახორციელებს საქონლის შეძენას საქართველოს ფარგლებს გარეთ, ასაწყობებს შეძენილ საქონელს თიზ-ის ტერიტორიაზე და შემდეგ ახორციელებს აღნიშნული საქონლის რეალიზაციას საქართველოში და მის ფარგლებს ეს საქმიანობა  განხილულ იქნება თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში ნებადართულ საქმიანობად და ასეთი საქმიანობიდან მიღებული მოგების განაწილებაზე გავრცელდება მოგების გადასახადის საგადასახადო შეღავათი. ასევე გაცემული დივიდენდი არ დაიბეგრება გადახდის წყაროსთან.

 

ნათია ჩაგანავამ გადაცემაში ასევე განიხილა ისეთი საქმიანობები, რომლებზეც არ გავრცელდება საგადასახადო შეღავათი მოგების  გადასახადში და საშემოსავლო გადასახადში დივიდენდის  განაწილების შემთხევევაში. 

 

თავისუფალი ინდუსტრიული ზონის საწარმოს მიერ  საქონლის შეძენა საქართველოს ფარგლებს გარეთ და რეალიზაცია

თუ თიზ-ის საწარმო ახორციელებს საქონლის შეძენას საქართველოს ფარგლებს გარეთ და შემდგომ მის რეალიზაციას, ასევე საქართველოს ფარგლებს გარეთ ისე, რომ საქონელი არ ექცევა თავისუფალი ზონის პროცედურაში ანუ არ ხორციელდება საქონლის შემოტანა და დასაწყობება თავისუფალი ინდუსტრიული ზონის ტერიტორიაზე.

თიზ-ის საწარმოს მიერ თავისუფალი ზონის პროცედურაში მოქცევის გარეშე უცხოური საქონლის შეძენა და მიწოდება საგადასახადო შეღავათის მიზნებისთვის, არ მიიჩნევა თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში ნებადართულ საქმიანობად. შესაბამისად ასეთი საქმიანობიდან მიღებული მოგების განაწილება დაიბეგრება ჩვეულებრივი წესით. რაც გულისხმობს იმას, რომ მოგების განაწილების დროს საწარმო ვალდებულია გადაიხადოს მოგების გადასახადი 15% ის ოდენობით და განაწილებული დივიდენდი დაიბეგრება  გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადის 5% იანი განაკვეთით.

 

თავისუფალი ინდუსტრიული ზონის საწარმოს არარეზიდენტისათვის  მომსახურების  გაწევა

თუ თიზ-ის საწარმო არხორციელებს მომსახურების გაწევას არარეზიდენტი პირებისათვის ასეთი საქმიანოაბ არ მიიჩნევა თავისუფლადი ინდუსტრიული ზონაში ნებადართულ საქმიანობად.  შესაბამისად ასეთი საქმიანობიდან მიღებული მოგების განაწილება დაიბეგრევა ჩვეულებრივი წესით. რაც გულისხმობა იმას, რომ მოგების განაწილების დროს საწარმო ვალდებულია გადაიხადოს მოგების გადასახადი 15% ის ოდენობით და გადანწილებულ დივიდენდი დაიბეგრება  გადასახდის წყარსოთან საშემოსავლო გადასახადის 5% იანი განაკვეთით.





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up