„შენი საგადასახადო მრჩეველი“ - რა საგადასახადო შეღავათებით სარგებლობს მაღალმთიანი დასახლების სტატუსის  მქონე საწარმო და იქ მცხოვრები ფიზიკური პირი

„შენი საგადასახადო მრჩეველი“ - რა საგადასახადო შეღავათებით სარგებლობს მაღალმთიანი დასახლების სტატუსის მქონე საწარმო და იქ მცხოვრები ფიზიკური პირი

access_time2023-03-15 11:30:01

ყოველ ოთხშაბათს 10:10 საათზე რადიო კომერსანტი თავის მსმენელს სთავაზობს რუბრიკას  „შენი საგადასახადო მრჩეველი“.

„შენი საგადასახადო მრჩეველი“ -  „კომერსანტისა“ და კომპანია „გრანთ თორნთონის” ერთობლივ პროექტს წარმოადგენს.

15 მარტის გადაცემა, რომელსაც გრანთ თორნთონის საგადასახადო მიმართულების მენეჯერი ნათია ჩაგანავა უძღვებოდა,  მაღალმთიანი დასახლების სტატუსის საწარმოს და ფიზიკური პირის არსებულ საგადასახადო შეღავათებს მიეძღვნა.

ვის შეიძლება მიენიჭოს მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსი? როგორც გრანთ თორნთონის საგადასახადო მიმართულების მენეჯერი განმარტავს, ფიზიკურ პირს მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსი ენიჭება, იმ შემთხვევაში თუ ის აკმაყოფილებს შემდეგ კრიტერიუმებს:

ა) არის საქართველოს მოქალაქე.

ბ) რეგისტრირებულია მაღალმთიან დასახლებაში.

გ) ყოველი კალენდარული წლის განმავლობაში, ჯამში 9 თვის ან 9 თვეზე მეტი ვადით, ფაქტობრივად ცხოვრობს მაღალმთიან დასახლებაში.

რა საგადასახადო შეღავათით ისარგებლებს ასეთი პირი?

მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირი სარგებლობს შეღავათებით  საშემოსავლო  და ქონების გადასახადებში, კერძოდ:

პირველი -  საშემოსავლო გადასახადით არ იბეგრება მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები  პირის  მიერ კალენდარული წლის განმავლობაში მიღებული 6000 ლარამდე დასაბეგრი შემოსავალი, თუ იგი შემოსავალს იღებს ამავე მაღალმთიან დასახლებაში საქმიანობით. ეს შეღავათი არ ვრცელდება  საბიუჯეტო ორგანიზაციიდან ხელფასის სახით მიღებული შემოსავალზე. 

მეორე -  საშემოსავლო გადასახადით არ იბეგრება მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირი რომლის კმაყოფაზეა 18 წლამდე ასაკის სამი ან სამზე მეტი შვილიდა  და ეს პირი დასაქმებულია ამ მაღალმთიან დასახლებაში არსებულ საბიუჯეტო ორგანიზაციაში.  საშემოსავლო გადასახადით არ იბეგრება  3000  ლარამდე მიღებული ხელფასი. 


მესამე - მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრებ პირს რომლის კმაყოფაზეა 18 წლამდე  ერთ ან ორი შვილი და ეს პირი  აღნიშნულ მაღალმთიან დასახლებაში დასაქმებულია საბიუჯეტო ორგანიზაციაში. ასეთ შემთხვევაში,  კალენდარული წლის განმავლობაში მიღებულ 3000 ლარამდე ხელფასთან მიმართებაში, პირი ისარგებლებს 50% იანი შეღავათით საშემოსავლო გადასახადში.  

მეოთხე -  მიწის გადასახადისაგან თავისუფლდება მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები სტატუსის მქონე პირის საკუთრებაში არსებული, ამავე მაღალმთიანი დასახლების ტერიტორიაზე მდებარე მიწის ნაკვეთი.

შესაბამისად, ყურადღება უნდა მიექცეს იმ გარემოებას, რომ მხოლოდ მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად ცხოვრება არ არის საკმარისი იმისათვის, რომ ისარგებლოთ შეღავათით და მნიშვნელოვანია, რომ შემოსავალიც მიღებული იქნას ამავე მაღალმთიან დასახლებაში არსებული წყაროდან.


ნათია ჩაგანავამ გადაცემაში ასევე განიხილა შეღავათები მაღალმთიან საწარმოსთან მიმართებაში.


ვინ ანიჭებს საწარმოს მაღალმთიანი დასახლების საწარმოს სტატუსს?

მაღალმთიანი დასახლების საწარმოს სტატუსის მიზნებისათვის მეწარმე სუბიექტი შეიძლება იყოს როგორც საწარმო იურიუდიული პირი, ასევე მეწარმე ფიზიკუი პირი.  მაღალმთიანი დასახლების საწარმოს სტატუსის მისაღებად მეწარმე სუბიუექტმა განცხადებით (წერილობითი ან ელექტრონული ფორმით) უნდა მიმართოს  საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურს.

- მეწარმე სუბიექტისათვის მაღალმთიანი დასახლების საწარმოს სტატუსის მინიჭების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს მთავრობა, რაზეც  გამოსცემს შესაბამის  განკარგულებას. 

- მაღალმთიანი დასახლების საწარმოს სტატუსის მქონე პირთა რეესტრს აწარმოებს შემოსავლების სამსახური.


რა საგადასახადო შეღავათებით სარგებლობს მაღალმთიანი დასახლების საწარმო?

მეწარმე სუბიექტი, რომელსაც, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, მინიჭებული აქვს მაღალმთიანი დასახლების საწარმოს სტატუსი, თავისუფლდება გადასახადებისაგან თუ  საქმიანობას ახორციელებს მხოლოდ შესაბამისი მაღალმთიანი დასახლების ტერიტორიაზე. ასეთ პირს ექნება შემდეგი შეღავათები:

•             საშემოსავლო გადასახადით არ იბეგრება მაღალმთიანი დასახლების საწარმოს სტატუსის მქონე მეწარმე ფიზიკური პირის (ინდივიდუალური მეწარმეს) მიერ მაღალმთიანი დასახლების     საწარმოს სტატუსის ფარგლებში განხორციელებული საქმიანობით მიღებული შემოსავალი – და ეს შეღავათი ვრცელდება  სტატუსის მინიჭებიდან 10 კალენდარული წლის განმავლობაში.

•             მაღალმთიანი დასახლების საწარმოს მიერ ამავე მაღალმთიან დასახლებაში საქმიანობით მიღებული მოგება არ იბეგრება მოგების გადასახადით და ეს შეღავათი ვრცელდება სტატუსის მინიჭებიდან 10 კალენდარული წლის განმავლობაში.

•             ქონების გადასახადისაგან თავისუფლდება მაღალმთიანი დასახლების საწარმოს საკუთრებაში არსებული, ამავე მაღალმთიანი დასახლების ტერიტორიაზე მდებარე ქონება – ეს შეღავათი ვრცელდება  სტატუსის მინიჭებიდან 10 კალენდარული წლის განმავლობაში.





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up