„შენი საგადასახადო მრჩეველი“ - რა შემთხვევაში უწევს პირს დღგ-ს სავალდებულო რეგისტრაცია და რა მნიშვნელოვან გარემოებას უნდა მიექცეს ყურადღება

„შენი საგადასახადო მრჩეველი“ - რა შემთხვევაში უწევს პირს დღგ-ს სავალდებულო რეგისტრაცია და რა მნიშვნელოვან გარემოებას უნდა მიექცეს ყურადღება

access_time2023-03-09 16:00:44

ყოველ ოთხშაბათს 10:10 საათზე რადიო კომერსანტი თავის მსმენელს სთავაზობს რუბრიკას  „შენი საგადასახადო მრჩეველი“.

„შენი საგადასახადო მრჩეველი“ -  „კომერსანტისა“ და კომპანია „გრანთ თორნთონის” ერთობლივ პროექტს წარმოადგენს, რომლის ავტორი „გრანთ თორნთონის“ საგადასახადო მიმართულების ხელმძღანელი ქეთევან ღამბაშიძეა.

8 მარტის გადაცემა  დამატებული ღირებულების გადასახადის (დღგ-ს) გადამხდელად სავალდებულო რეგისტრაციას მიეძღვნა.

რა შემთხვევაში უწევს პირს დღგ-ს სავალდებულო რეგისტრაცია. როგორც „გრანთ თორნთონის“ საგადასახადო მიმართულების ხელმძღანელი აცხადებს, ასეთი ოთხი შემთხვევა არსებობს.

პირველი - თუ პირის მიერ ნებისმიერი უწყვეტი 12 კალენდარული თვის განმავლობაში განხორციელებული დღგ-ით დასაბეგრი საქონლის ან/და მომსახურების მიწოდების ოპერაციების ჯამი გადააჭარბებს 100,000 ლარიან ზღვარს. ასეთ შემთხვევაში, პირმა არაუგვიანეს 2 სამუშაო დღისა, უნდა მიმართოს საგადასახადო ორგანოს დღგ-ს რეგისტრაციის თაობაზე.

მეორე - რეგისტრაცია სავალდებულოა ასევე იმ პირისათვის, რომელიც საქართველოში აწარმოებს აქციზურ საქონელს. ამ შემთხვევაში, პირი ამგვარი საქონლის მიწოდებამდე, ვალდებულია დადგეს დღგ-ს გადამხდელად.

მესამე - ვალდებულება ეხება რეორგანიზაციის შედეგად შექმნილ პირს,  იმ შემთხვევაში, თუ რეორგანიზაციის რომელიმე მხარე დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული პირია. ამდენად, რეორგანიზაციის შედეგად შექმნილ პირს, დღგ-ს გადამხდელად რეგისტრაციის ვალდებულება აქვს რეორგანიზაციის დასრულებიდან არაუგვიანეს 10 დღისა


მეოთხე - დღგ-ს გადამხდელად უნდა დადგეს პირი თუ დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული პარტნიორისგან ან, ამხანაგობის შემთხვევაში, წევრისგან, შენატანის სახით მიიღო საქონელი თუ მომსახურება.  რეგისტრაციის ვალდებულება წარმოეშვება დასაბეგრი ოპერაციის განხორციელებამდე, მაგრამ შენატანის განხორციელებიდან არაუგვიანეს 10 დღისა.


რა მნიშნელოვან გარემოებას უნდა მივაქციოთ ყურადღება. ქეთევან ღამბაშიძს განცხადებით, ეს არის სწორედ სავალდებულო რეგისტრაციისთვის 100,000 ლარიანი ზღვარის განსაზღვრა.

ქეთევან ღამბაშიძემ ასევე ისაუბრ იმის შესახებაც თუ, რა სახის ოპერაციები შეიტანება ამ ჯამურ თანხაში.

„არ უნდა შეგვიყვანოს შეცდომაში ჩანაწერმა „დღგ-თი დასაბეგრი საქონლის ან/და მომსახურების მიწოდება“, რადგან აღნიშნულ ზღვარში, საგადასახადო კოდექსის მიხედვით, ამ ჯამური თანხის განსაზღვრისას, ასევე გაითვალისწინება რიგი სხვა ოპერაციები, რომელიც არ იბეგრება დღგ-თი ჩათვლის უფლებით თუ მის გარეშე. ასე მაგალითად, აუცილებლად უნდა გაითალისწინოთ ფინანსური და უძრავ ნივთთან დაკავშირებული ოპერაციები, ოღონდ იმ პირობით, რომ მათი განხორციელება წარმოადგენს პირის ძირითად საქმიანობას. ასევე უნდა გაითვალისწინოთ საქონლის ექსპორტის ოპერაციები  - მაგალითისთვის, ექსპორტში, რეექსპორტში, გარე გადამუშავებაში ან ტრანზიტში მოქცეული საქონლის გადაზიდვა და ამ გადაზიდვასთან უშუალოდ დაკავშირებული მომსახურების გაწევა (მაგ. საექსპედიტორო მომსახურება და სხვა.)

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი გარემოება, რასაც უნდა მივაქციოთ ყურადღება, არის ავანსის მიღება.  მიუხედავად იმისა, წარმოადგენს თუ არა აღნიშნული ავანსი საქონლის/მომსახურების გაწევამდე გადახდილ სრულ ან ნაწილობრივ ღირებულებას, ითვლება, რომ ავანსი წარმოადგენს დღგ-ით დაბეგვრის დროს და არა განხორციელებული საქონლის/მომსახურების მიწოდების ოპერაციას. ამდენად, ავანსის მიღების დრო მნიშნელოვანია იმ შემთხვევაში, თუ უკვე ხართ დღგ-ს გადამხდელი და შესაბამის საანგარიშო პერიოდზე გიწევთ მიღებული ავანსიდან დღგ-ს დეკლარირება და გადახდა. ხოლო დღგ-ს არაგადამხდელი პირისთვის,  მიუხედევად იმისა რომ ავანსის თანხა შესაძლოა აჭარბებდეს 100,000 ლარს, ავანსის მიღებით დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის ვალდებულება არ წარმოეშვება და აღნიშნული თანხა ასევე არ ჩაირთვება რეგისტრაციისთვის სავალდებულო  - 100,000 ლარიანი ზღვარის განსაზღვრაში,“- აღნიშნა ქეთევან ღამბაშიძემ.

 

 





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up