„შენი საგადასახადო მრჩეველი“ - საგადასახადო დავის წარმოების პროცესი საქართველოში

„შენი საგადასახადო მრჩეველი“ - საგადასახადო დავის წარმოების პროცესი საქართველოში

access_time2023-04-05 18:30:37

ყოველ ოთხშაბათს 10:10 საათზე რადიო კომერსანტი თავის მსმენელს სთავაზობს რუბრიკას  „შენი საგადასახადო მრჩეველი“.

„შენი საგადასახადო მრჩეველი“ -  „კომერსანტისა“ და კომპანია „გრანთ თორნთონის” ერთობლივ პროექტს წარმოადგენს,

5 აპრილის  გადაცემა, რომელსაც  „გრანთ თორნთონის“ საგადასახადო მიმართულების ხელმძღანელი ქეთევან ღამბაშიძე უძღვებოდა საგადასახადო დავის წარმოების პროცესს მიეძღვნა.

რა არჩევანი აქვს გადასახადის გადამხდელს, რომელსაც დამატებითი საგადასახადო ვალდებულებები ეკისრება და როგორია საგადასახადო დავის წარმოების პროცესი და ზოგადი პრინციპები საქართველოში

შემოსავლების სამსახურის მიერ განხორციელებული სრული ან თემატური საგადასახადო შემოწმებით, (ან კონტროლის სხვა პროცედურებით) შესაძლოა, გადასახადის გადამხდელს დაეკისროს დამატებითი საგადასახადო ვალდებულებები და ასევე სანქციები - ჯარიმის და საურავის სახით. ამ შემთხვევაში პირს აქვს სამი სავარაუდო არჩევანი:

პირველი - დათანხმდეს და აღიაროს საგადასახადო ვალდებულებები;

მეორე - მოითხოვოს საგადასახადო შეთანხმება დავალიანების ან/და მასთან დაკავშირებული ჯარიმისა და საურავის შემცირების მიზნით. პრაქტიკა აჩვენებს, რომ ამგვარი შეთანხმება ძირითადად ეხება ჯარიმა/საურავის თანხებს და არა გადასახადის ძირითად თანხას;

მესამე - გაასაჩივროს საგადასახადო შემოწმების შედეგები ფინანსთა სამინისტროს სისტემაში, ან სასამართლოში.


ქეთევან ღამბაშიძის თქმით, პრაქტიკა ასევე აჩვენებს, რომ ხშირ შემთხვევაში ზოგი გადამხდელი, დავის დასაწყებად  პირდაპირ სასამრთლოს მიმართავს, რამაც შესაძლოა გარკვეული სირთულე გამოიწვიოს, რადგან, სასამართლო დიდი ალბათობით არ შეისწავლის საქმეს, სანამ დავის საგანს წინა ინსტანცია არ გაივლის. ამდენად, იმისათვის რომ დაზოგოთ დრო და რესურსი, ქეთევან ღამბაშიძის თქმით, საჭიროა იმ ზოგადი პრინციპების ცოდნა, რომელიც საგადასახადო დავის წარმოებას ეხება.


„დავის პროცესის დაწყებამდე, გადამხდელმა ობიექტურად უნდა შეაფასოს ყველა ის არგუმენტი, რის საფუძველზეც გეგმავს თავის პოზიციის დაცვას და ასევე უნდა გაითვალისწინოს, რომ საგადასახადო შემოწმების შედეგად დარიცხული ჯარიმების თანხების 50 პროცენტი უქმდება, თუ გადამხდელს შემოწმების შედეგად გამოცემული საგადასახადო მოთხოვნის ჩაბარებიდან 30 დღის ვადაში ბიუჯეტში სრულად აქვს გადახდილი გადასახადების, აგრეთვე ჯარიმების 50 პროცენტის ტოლფასი თანხა. ასევე გახსოვდეთ, რომ დავის პროცესში დარიცხულ ძირითად გადასახადებზე საურავის დარიცხვა გრძელდება. ამდენად, დავის საგნის დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში, დავის პროცესის რეალური ვადების გათვალისწინებით, ჯამური გადასახდელი თანხა იქნება გაცილებით მეტი, ვიდრე თავდაპირველ საგადასახადო მოთხოვნაშია აღნიშნული.


საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში საგადასახადო დავის განმხილველი ორგანოები არიან: პირველი ინსტანცია - შემოსავლების სამსახური და მეორე ინსტანცია საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭო.

ასევე მნიშვნელოვანია იმის ცოდნა, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში საგადასახადო დავის შედეგად დაუშვებელია მომჩივანის საგადასახადო ვალდებულებების დამძიმება, შესაბამისად შეუძლებელია დავის შედეგად გადამხდელს დაერიცხოს იმაზე მეტი, ვიდრე თავდაპირველი შემოწმების შედეგებით უკვე დაერიცხა.

თუ კი გადაწყვიტეთ საგადასახადო დავის პროცესის დაწყება გახსოვდეთ, რომ შემოწმების შედეგების გასაჩივრებისთვის განკუთვნილი ვადა არის 30 კალენდარული დღე. საჩივრის წარდგენა შეგიძლიათ წერილობით ან ელექტრონულად გადამხდელის რს. პორტალზე შესაბამისი მოდულის გამოყენებით.

შემოწმების შედეგად გამოცემული ბრძანება, გაუსაჩივრელობის შემთხვევაში, ძალაში შედის მომჩივანისთვის ჩაბარებიდან 31-ე დღეს.

კანონით, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს განიხილავს 20 დღის ვადაში. მაგრამ პრაქტიკა გვიჩვენებს, რომ აღნიშნული ვადა ხშირ შემთხვევაში გაცილებით მეტ ხანს მოითხოვს. მომჩივანს უფლება აქვს, თავისი ინტერესები დაიცვას პირადად ან უფლებამოსილი წარმომადგენლის მეშვეობით, მაგალითად კვალიფიციური საგადასახადო კონსულტანტის მონაწილეობით.

დავის განმხილველი ორგანოს გადაწყვეტილება მისი მიღებიდან 5 სამუშაო დღის ვადაში ეგზავნება გადამხდელს. მომჩივნისთვის არასასურველი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, მას უფლება აქვს, გადაწყვეტილება მისი ჩაბარებიდან ამჟამად უკვე 20 კალენდარული დღის ვადაში გაასაჩივროს შემდგომ ინსტანციაში ან სასამართლოში.

გადაწყვეტილების გაუსაჩივრელობის შემთხვევაში, ის ძალაში შედის მომჩივანისთვის ჩაბარებიდან 21-ე დღეს.

ასევე გახსოვდეთ, რომ სადავო დავალიანების უზრუნველსაყოფად საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, ყადაღა დაადოს: პირის ქონებას ან/და პირის საბანკო ანგარიშებს, სადავო დავალიანების ფარგლებში. ყადაღის დადება არ გამოიყენება და უკვე გამოყენებული ღონისძიება უქმდება, თუ: გაფორმებულია თავდებობის ხელშეკრულება, წარდგენილია საბანკო გარანტია ან დაზღვევის პოლისი; ასევე, თუ საგადასახადო გირავნობით/იპოთეკით დატვირთულია პირის ქონება. შესაბამისად, ხსენებული ყველა ღონისძიება და წარდგენილი უზრუნველყოფის საშუალება გაუქმებულად ჩაითვლება, თუ კი საგადასახადო დავა გადასახადის გადამხდელის სასარგებლოდ გადაწყდება.“- აცხადებს „გრანთ თორნთონის“ საგადასახადო მიმართულების ხელმძღანელი.





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up