„შენი საგადასახადო მრჩეველი“ - საწარმოს/ორგანიზაციის ქონების გადასახადის დეკლარაცია

„შენი საგადასახადო მრჩეველი“ - საწარმოს/ორგანიზაციის ქონების გადასახადის დეკლარაცია

access_time2023-03-29 17:50:04

ყოველ ოთხშაბათს 10:10 საათზე რადიო კომერსანტი თავის მსმენელს სთავაზობს რუბრიკას  „შენი საგადასახადო მრჩეველი“.

„შენი საგადასახადო მრჩეველი“ -  „კომერსანტისა“ და კომპანია „გრანთ თორნთონის” ერთობლივ პროექტს წარმოადგენს.

29 მარტის გადაცემა, რომელსაც გრანთ თორნთონ საქართველოს უფროსი საგადასახადო კონსულტანტი დავით ღავთაძე უძღვებოდა, საწარმოს/ორგანიზაციის ქონების გადასახადის დეკლარაციას მიეძღვნა.


რა სახის ქონებაზე უწევს საწარმოს/ორგანიზაციას დეკლარაციის წარდგენა და გადასახადის გადახდა და როდის არის ბოლო ვადა

ქონებისა და მიწის შესახებ ქონების გადასახადის დეკლარაციის წარდგენისა და გადახდის ბოლო ვადა საწარმოსა და ორგანიზაციისათვის არის კალენდარული წლის 1 აპრილი. რეზიდენტი საწარმო ან ორგანიზაცია ქონების გადასახადს იხდის შემდეგი სახის ქონებაზე:

• პირველი - ბალანსზე ძირითად საშუალებად ან/და საინვესტიციო ქონებად აღრიცხულ აქტივებზე, დაუმონტაჟებელ მოწყობილობებზე, დაუმთავრებელ მშენებლობაზე, აგრეთვე მის მიერ ლიზინგით გაცემულ ქონებაზე;

• მეორე - სახელშეკრულებო ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის ღონისძიების ფარგლებში მიღებულ (დასაკუთრებულ) ქონებაზე;

• მესამე - ფულადი ვალდებულების გადახდევინების ფარგლებში აუქციონის, პირდაპირი მიყიდვის ან სხვა წესით შეძენილ ქონებაზე.

ქონების გადასახადის განაკვეთი საწარმოსთვის/ორგანიზაციისთვის წარმოადგენს დასაბეგრი ქონების ღირებულების არა უმეტეს 1 პროცენტს. დასაბეგრი ქონების ღირებულება კი არის საშუალო წლიური საბალანსო ნარჩენი ღირებულება, რომელიც გამოიანგარიშება კალენდარული წლის დასაწყისისა და ბოლოსთვის აქტივების საშუალო ღირებულების მიხედვით. მაგალითად: თუ წლის დასაწყისში საწარმოს აქტივების საბალანსო ნარჩენი ღირებულება შეადგენს 100 000 ლარს, ხოლო ამავე წლის ბოლოსთვის 150 000 ლარს, ამ საანგარიშო პერიოდის დასაბეგრი ქონების ღირებულება იქნება ამ ორი თანხის ჯამის ნახევარი - 125 000 ლარი, საიდანაც დაითვლება 1% ქონების გადასახადი.


გრანთ თორნთონ საქართველოს უფროსი საგადასახადო კონსულტანტის თქმით, გასათვალისწინებელია ის საკითხი, როდესაც  დასაბეგრი ქონების საბაზრო ფასი აღემატება მის საბალანსო ღირებულებას

„თუ მიმდინარე წელს თქვენი დასაბეგრი ქონების საბაზრო ფასი აღემატება მის საბალანსო ღირებულებას, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია, შემოწმების შემთხვევაში, დასაბეგრი ქონების ღირებულება განგისაზღვროთ საბაზრო ფასით. ეს მიდგომა არ გამოიყენება მხოლოდ უძრავ ქონებაზე, რომელსაც საწარმო გადაფასების მეთოდის გამოყენებით აღრიცხავს და რომელიც ასახულია აუდირებულ ფინანსურ ანგარიშგებაში. შესაბამისად, საწარმომ ყურადღებით უნდა აკონტროლოს ბალანსზე რიცხული ქონების საბალანსო ღირებულებისა და მისი საბაზრო ღირებულების შესაბამისობა, “- განაცხადა დავით ღავთაძემ.

 

ვის უწევს მიწაზე ქონების გადასახადი და რაზეა დამოკიდებული ეს თანხა

მიწაზე ქონების გადასახადის გადამხდელი არის პირი საგადასახადო წლის 1 აპრილის მდგომარეობით:

ა) მის საკუთრებაში არსებულ მიწაზე;

ბ) სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ მიწაზე, რომლითაც სარგებლობს ან რომელსაც ფლობს.

მიწაზე ქონების გადასახადის თანხა დამოკიდებულია მის კატეგორიაზე, ფართობზე და საბაზისო განაკვეთებზე, რომლებსაც ადგენს შესაბამისი ტერიტორიული ერთეულების ადმინისტრაციული ორგანოები.

ქონების გადასახადის საანგარიშო პერიოდად ითვლება კალენდარული წელი. დეკლარაციაში მონაცემები დასაბეგრი ქონების შესახებ შეიტანება გასული საგადასახადო წლის მიხედვით, ხოლო დასაბეგრი მიწის შესახებ – მიმდინარე საგადასახადო წლის მიხედვით. მაგალითად: თუ საწარმო ქონების გადასახადის დეკლარაციას წარადგენს 2023 წლის 1 აპრილს, მასში აისახება 2022 წელს ბალანსზე რიცხული ქონების საშუალოწლიური ნარჩენი საბალანსო ღირებულება და 2023 წლის 1 აპრილის მდგომარეობით მფლობელობაში არსებული მიწა.

საწარმო/ორგანიზაცია ქონებაზე გადასახადს იხდის მიმდინარე გადასახდელის სახით 100%-ის ოდენობით, არა უგვიანეს საგადასახადო წლის 15 ივნისისა, ხოლო მიწაზე არა უგვიანეს კალენდარული წლის 15 ნოემბრისა.

 





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up