„შენი საგადასახადო მრჩეველი“ - წლიური საშემოსავლო გადასახადის დეკლარაცია

„შენი საგადასახადო მრჩეველი“ - წლიური საშემოსავლო გადასახადის დეკლარაცია

access_time2023-03-22 20:30:32

ყოველ ოთხშაბათს 10:10 საათზე რადიო კომერსანტი თავის მსმენელს სთავაზობს რუბრიკას  „შენი საგადასახადო მრჩეველი“.

„შენი საგადასახადო მრჩეველი“ -  „კომერსანტისა“ და კომპანია „გრანთ თორნთონის” ერთობლივ პროექტს წარმოადგენს.

22 მარტის გადაცემა, რომელსაც გრანთ თორნთონ საქართველოს უფროსი საგადასახადო კონსულტანტი დავით ღავთაძე უძღვებოდა, წლიური საშემოსავლო გადასახადის დეკლარაციას მიეძღვნა.


ვის ევალება წლიური საშემოსავლო გადასახადის  დეკლარაციის წარდგენა და როდისაა შევსების ბოლო ვადა.


წლიური საშემოსავლო გადასახადის დეკლარაციის შევსების ბოლო ვადაა საანგარიშო პერიოდის მომდევნო წლის 1 აპრილი. საშემოსავლო გადასახადის საანგარიშო პერიოდი კი არის კალენდარული წელი. შესაბამისად,  გადასახადის გადამხდელი 2023 წლის პირველ აპრილს წარადგენს დეკლარაციას 2022 წლის საანგარიშო პერიოდზე.

საშემოსავლო გადასახადის განაკვეთი არის 20%.

წლიური საშემოსავლო გადასახადის დეკლარაციის წარდგენა ევალება რეზიდენტ ფიზიკურ პირებს, რომლებიც შემოსავალს იღებენ საქართველოში არსებული წყაროდან.

რეზიდენტი ფიზიკური პირის გადასახადით დაბეგვრის ობიექტია სხვაობა კალენდარული წლის განმავლობაში მიღებულ ერთობლივ შემოსავალსა და ამ პერიოდისათვის არსებულ ხარჯებს შორის. მაგალითად: თუ მეწარმე ფიზიკურმა პირმა მიიღო შემოსავალი 100 000 ლარის ოდენობით და გასწია მასთან დაკავშირებული ხარჯი 70 000 ლარის ოდენობით, დარჩენილი 30 000 ლარი იქნება მისი დასაბეგრი შემოსავალი.

რა მიეკუთვნება ერთობლივ შემოსავალს? 


ნებისმიერი ფორმით ან/და საქმიანობით მიღებული შემოსავალი, კერძოდ: ხელფასის სახით მიღებული შემოსავლები, ეკონომიკური საქმიანობით მიღებული შემოსავლები და სხვა შემოსავლები, რომლებიც დაკავშირებული არ არის დაქირავებით მუშაობასთან და ეკონომიკურ საქმიანობასთან.|

დავით ღავთაძის განმარტებით, გასათვალისწინებელია გარკვეული გარემოებები:

„არსებობს შემოსავლის სახეები, მაგალითად ხელფასი, რომლებთან დაკავშირებული გადასახადიც ექვემდებარება გადახდის წყაროსთან დაკავებას. ეს ნიშნავს, რომ შესაბამისი გადასახადის ბიუჯეტში გადახდას ახორციელებს ანაზღაურების გამცემი თქვენთვის ამ თანხის გადახდის მომენტში. აქედან გამომდინარე, მას შემდეგ, რაც გადასახადის გადამხდელი ერთობლივ შემოსავალში ასახავს მის მიერ მიღებული ნებისმიერი სახის შემოსავალს, აუცილებელია, რომ მას დააკლოს გადახდის წყაროსთან დაკავებული გადასახადის შესაბამისი შემოსავლები. აღნიშნული შეამცირებს გადასახდელ საშემოსავლო გადასახადს და პირი თავიდან აიცილებს ხელფასის თანხების ორჯერ დაბეგვრას.

მაგალითისათვივს განვიხილოთ მეწარმე ფიზიკური პირი, რომლის საქმიანობაა სარეკლამო მომსახურების გაწევა, რის ფარგლებშიც მან წლის განმავლობაში მიიღო შემოსავალი 1000 ლარი. ამავდროულად ის დაქირავებით მუშაობს კომპანიაში მარკეტოლოგის პოზიციაზე, საიდანაც ამავე პერიოდში ჩაერიცხა ხელფასი 500 ლარი, რომლიდანაც დამსაქმებელმა მას დაუკავა საშემოსავლო გადასახადი. ფიზიკურმა პირმა წლიური საშემოსავლო გადასახადის დეკლარაციაში ერთბლივ შემოსავალში მთლიანად უნდა ასახოს 1500 ლარი და შემდგომ შეამციროს იგი სწორედ იმ 500 ლარით, რომელიც ხელფასის სახით მიიღო. საბოლოოდ მეწარმეს მოუწევს მხოლოდ სამეწარმეო საქმიანობიდან მიღებულ შემოსავალთან დაკავშირებული გადასახადის (ანუ 1000 ლარის 20%-ის) გადახდა,“- განაცხადა გრანთ თორნთონ საქართველოს საგადასახადო კონსულტანტმა.

კიდევ ერთი საყურადღებო საკითხი, რომელიც აუცილებლად უნდა იქნას გათვალისწინებული, არის ხარჯების გამოქვითვა. იმისათვის, რომ ხარჯი ერთბლივი შემოსავლიდან გამოვიქვითოთ, უნდა სრულდებოდეს შემდეგი ორი ძირითადი პირობა, ესენია:

  1. გაწეული ხარჯი აუცილებლად უნდა იყოს დაკავშირებული დასაბეგრი შემოსავლის მიღებასთან;
  2. ყველა ხარჯი დოკუმენტურად უნდა იყოს დადასტურებული.


გადასახადის გადამხდელს, ასევე არ აქვს უფლება გამოიქვითოს შემდეგი სახის ხარჯები:

  • ხარჯები, რომლებიც არ არის დაკავშირებული ეკონომიკურ საქმიანობასთან;
  • გართობაზე გაწეული ხარჯები;
  • ფიზიკური პირის მიერ პირადი მოხმარებისათვის გაწეული ხარჯები;
  • საშემოსავლო გადასახადისაგან გათავისუფლებული შემოსავლების მიღებასთან დაკავშირებული ხარჯები
  • მიკრო ბიზნესისა და ფიქსირებული გადასახადის გადამხდელის სტატუსის მქონე პირებისაგან შეძენილ საქონელზე/მომსახურებაზე გაწეული ხარჯები და ა.შ.


სხვა, ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული, ხარჯების გამოქვითვის სტანდარტებსა და ნორმებს, ასევე საშემოსავლო გადასახადისაგან გათავისუფლებული შემოსავლების სახეებს განსაზღვრავს საქართველოს საგადასახადო კოდექსი.


წლიური საშემოსავო გადასახადის დეკლარაციით გაანგარიშებული გადასახადის გადახდას მეწარმე ფიზიკური პირი ახორციელებს მიმდინარე გადასახდელების სახით, შემდეგი პერიოდების მიხედვით:

  • არაუგვიანეს 15 მაისისა
  • არაუგვიანეს 15 ივლისისა
  • არაუგვიანეს 15 სექტემბრისა
  • არაუგვიანეს 15 დეკემბრისა

ყოველ ჯერზე გადასახადის გადამხდელი იხდის დეკლარაციით გაანგარიშებული გადასახადის 25%-ს. შესაბამისად, მომდევნო წლისთვის მას ექნება გადასახდელი მხოლოდ დაანგარიშებულ წლიურ გადასახადსა და მიმდინარე გადასახდელებს შორის სხვაობა.

 





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up