„ხელისუფლების მხრიდან, გვესმის, რომ ჯანდაცვის სფერო ახლა პრიორიტეტულია, თუმცა, პრაქტიკაში ეს ასე არ არის და ფაქტობრივად შიშველი ხელებით დავრჩით პაციენტების პირისპირ, რადგან ჩვენი ძალებით ვცდილობთ კრიზისთან გამკლავებას. ჩვენი სამოქმედო სტრატეგია კი მაქსიმუმ ერთ კვირაზეა გათვლილი ამიტომაც, სამომავლოდ რას შევიმუშავებთ არ ვიცით. ამ ეტაპზე, ჩვენი პარტნიორებისთვის და მომწოდებლებისთვის გვიჭირს იმის ახსნა, რომ ჩვენც კრიზისულ სიტუაციაში ვართ. ყველა შეზღუდვა პირდაპირ ზემოქმედებას ახდენდა კერძო სარებილიტაციო და დიაგნოსტიკის მიამრთულებით მომუშავე კლინიკებზე. 80 პროცენტიანი შემოსავლების შემცირება კი ჩვენთვის კატასტროფული აღმოჩნდა“, - ამის შესახებ „კომერსანტს“ დავით ტატიშვილის ჯანმრთელობის ცენტრის გენერალური დირექოტრი, მაკო ბუიღლიშივილი ესაუბრა.
საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებასთან ერთად კერძო დიაგნოსტიკურ და სარეაბილიტაციო ცენტრებში მომსახურებაზე მომართვიანობა მნიშვნელოვნად შემცირდა. სატრანსპორტო შეზღუდვებისა და პანდემიის გამო ბევრმა ადამიანმა ვარჯიში და რეაბილიტაციიის პროცესი შეწყვიტა მიუხედავად იმისა, რომ ამ სფეროში შედეგის მისაღწევად მთავარი პროცესის უწყვეტობაა. როგორც ტატიშვილის ჯანმრთელობის ცენტრის ცენტრის დირექტორი განმარტავს, სულ რაღაც ერთი წლის წინ გახსნილი კლინიკა მიმდინარე პროცესების გამო მნიშვნელოვან დაღმასვლას განიცდის - შემცირდა შემოსავლები და გაიზარდა ხარჯები. მისივე განმარტებით, მთავრობის მიერ შემოთავაზებული ანტიკრიზისული გეგმა, ამ სფეროსთვის ხელსაყრელ ბიზნესგარემოს ვერ ქმნის.
„პანდემიით გამოწვეული რთული ვითარება ნამდვილად გარდამტეხი აღმოჩნდა ჩვენთვის. ეს არის კერძო კლინიკა, რომელიც არ მონაწილეობს საყოველთაო პროგრამებში და ძირითადად მომართვიანობა გეგმიურად ამბულატორიული და სარეაბილიტაციო მიმართულებით ხდება. პაციენტების მხრიდან გასაგები თავშეკავების გამო ხარჯები გაცილებით გაიზარდა - არსებული პაციენტების დაახლოებით 10 პროცენტი ახერხებდა ჩვენთან მკურნნალობის მიღებას მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ყველა რეკომენდაციას ვიცავდით და ერთი წამითაც არ გავჩერებულვართ
გულდასაწყვეტია, რომ ბევრმა ნაკლებად პრიორიტეტული გახადა ეს საკითხი. ჯანდაცვაც ბიზნესია, რომლისთვისაც რესურსებია საჭირო, რადგან ვიხდით გადასახადებს და გვყავს თანამშრომლები, რომელთაც შრომის ანაზღაურება უნდა გადავუხადოთ.
იმ ანტიკრიზისულ გეგმაში, რომელიც შემუშავდა, არსად არ არის ჯანდაცვის სფეროზე რამე ტიპის შეღავათი. კერძო და ამბულატორიულ კლინიკაზე არც ერთი პუნქტი არ მოქმედებს გარდა საშემოსავლო შეღავათისა. ეს კი ნამდვილად ვერ ქმნის დადებით ბიზნეს გარემოს,“ — განმარტავს მაკო ბუიღლიშვილი.
ცენტრი პანდემიის პერიოდში პაციენტებს სარეაბილიტაციო მიმართულებით ონლაინ და სატელეფონო კონსულტაციებს სთავაზობს, თუმცა, შემნილ ვითარებაში, ცენტრში არსებული მაღალტექნოლოგიური დანადგარების რესურსი, ფაქტობრივად, აუთვისებელია. როგორც მაკო ბუიღლიშვილი აღნიშნავს, პროცესები ეტაპობრივად უბრუნდება ჩვეულ რეჟიმს და ცენტრის რეაბილიტოლოგებიც უკვე მზად არიან პაციენტების მისაღებად.
მარიამ მორგოშია