შესაძებლობა ახალგაზრდა ლიდერებისთვის - დარეგისტრირდი Forbes საქართველოს  პროექტზე 30 under 30

შესაძებლობა ახალგაზრდა ლიდერებისთვის - დარეგისტრირდი Forbes საქართველოს პროექტზე 30 under 30

access_time2023-04-07 11:30:18

Forbes საქართველოს პროექტზე 30 under 3განაცხადის შევსება 15 აპრილამდეა შესაძლებელი. თიბისისთან პარტნიორობით, Forbes საქართველო უკვე მეხუთე წელია არჩევს ფორბსის 30-წლამდელთა ლიდერების სიას, მათი წარმატების, შრომის, ენთუზიაზმისა და გამბედაობის დასაფასებლადპროექტში მონაწილე ახალგაზრდებს თავიანთი მიღწევებით მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვთ ქვეყნის უკეთესი მომავლის შექმნაში, ხოლო ფორბსის ეს აღიარება მათ კიდევ მეტის გაკეთების სტიმულს აძლევს.

თიბისი პროექტის მთავარი  პარტნიორია და გალფთან ერთად მხარს უჭერს იმ ახალგაზრდებს, რომლებიც არ უშინდებიან ბარიერებს და დინების საწინააღმდეგოდ მიდიან.

„ეს პროექტი ერთ-ერთია იმ მრავალრიცხოვან პროექტებსა და ინიციატივებს შორის, რომლებიც ამ სამი ათწლეულის განმავლობაში ახალი თაობს მხარდასაჭერად განვახორციელეთ. მე ძალიან ვამაყობ ყველა ამ წამოწყებით, რომელიც ახალგაზრდებს აძლიერებს და წაახალისებს. ეს ადამიანები არიან 30 წლამდე ასაკის პროფესიონალები, წარმატებული ლიდერები, რომლებმაც თავიანთი კარგი საქმით მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინეს თავიანთ სფეროში და მჯერა, რომ Forbes-ს ეს აღიარება ახალგაზრდებს გზას გაუხსნის და კიდევ მეტის გაკეთების სტიმულსა და შესაძლებლობას მისცემს. ამბობს ვახტანგ ბუცხრიკიძე, თიბისის გენერალური დირექტორი.

Forbes-ს მიერ საქართველოში წამოწყებული 30/30 პლატფორმა საუკეთესო ასპარეზია მასში მონაწილე ახალგაზრდებისთვის, მიიღონ ცხოვრებაში პირველი საერთაშორისო აღიარება ყველაზე გავლენიანი ბიზნესგამოცემისგან მსოფლიოში. 30-წლამდელთა სიაში დასახელება სრულიად ახალ შესაძლებლობებსა და ურთიერთობებს უხსნის მის მონაწილეებს. „Forbes Georgia & BMG-ის მედიაპლატფორმების საშუალებით 30/30 სიის წევრებს გაიცნობენ საზოგადოების სხვადასხვა წრის წარმომადგენლები მსოფლიოდან, რაც საშუალებას მისცემს გამარჯვებულებს, ახალი საქმიანი კონტაქტები და ურთიერთობები დაამყარონ. ამბობს გიორგი ისაკაძე, Forbes Georgia-სა და BMG-ის მთავარი რედაქტორი.

Forbes 30 under 30 გლობალური პროექტია, რომელსაც წარმატებული ახალგაზრდების ინდივიდუალური აღიარებით საზოგადოებისა და ქვეყნის უკეთესობისკენ შეცვლა შეუძლია, ეს პროექტი მონაწილეებისათვის შესანიშნავი შესაძლებლობაა, რომ საერთაშორისო ასპარეზზე გაიტანონ არა მხოლოდ საკუთარიტ, არამედ საქართველოს სახელი.


შეავსეთ განაცხადი და შემოუერთდი forbes-ის 30 წლამდელთა ახალგაზრდა ლიდერების სიას, აპლიკაციების შევსება 15 აპრილამდე გრძელდება, პროექტის შესახებ დეტალური ინფორმაციისთვის ეწვიეთ ბმულსპროექტის ორგანიზატორი „კონსიერჟ თბილისია


(R)







„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up