ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა „მინისტრის საათის" ფორმატში, გაწეული მუშაობის ანგარიში წარადგინა. საპარლამენტო სესიაზე სიტყვით გამოსვლისას, მან ძირითად მაკროეკონომიკურ პარამეტრებზე გაამახვილა ყურადღება.
მისი თქმით, სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების მიხედვით, 2022 წელს რეალური მშპ-ის ზრდა კვლავ ორნიშნა იყო და 10.1 პროცენტი შეადგინა.
როგორც მან აღნიშნა, 2021-2022 წლებში ეკონომიკის დონე სრულად დაუბრუნდა პანდემიამდე არსებულ ტრენდს და მნიშვნელოვანი ზრდა გრძელდება 2023 წელსაც (იანვარში 8.4%-იანი ზრდა). მინისტრის თქმით, მოსალოდნელია, რომ არსებული დადებითი დინამიკა, მომდევნო პერიოდშიც შენარჩუნდება და შესაძლებელი გახდება ეკონომიკური ზრდის უფრო მაღალი მაჩვენებლის მიღწევა.