შანსი ქართული სასტუმროებისთვის - კარანტინი ევროპაში მიმავალი ჩინელი სპეციალისტებისთვის და ფასიანი ვაქცინაცია ირანელებისთვის

შანსი ქართული სასტუმროებისთვის - კარანტინი ევროპაში მიმავალი ჩინელი სპეციალისტებისთვის და ფასიანი ვაქცინაცია ირანელებისთვის

access_time2021-11-02 16:00:01

საქართველომ, როგორც სატრანზიტო ქვეყანამ, უნდა გამოიყენოს შესაძლებლობა, რომ ჩინური კომპანიების იმ სამუშაო ძალას უმასპინძლოს, რომელიც ევროპაში მიემგზავრება და კარანტინის გავლა მესამე ქვეყანაში უწევს. ამის შესახებ რადიო “კომერსანტის“ გადაცემაში “კომერსანტის დილა“ სასტუმროების და რესტორნების ფედერაციის ხელმძღვანელმა შალვა ალავერდაშვილმა ისაუბრა. მისი თქმით საქართველოში ტურიზმის სექტორისთვის ყველაზე დაუტვირთავ სეზონად ყოველთვის ნოემბერი ითვლებოდა და ფედერაცია სწორედ ახლა ცდილობს სექტორის გადარჩენისთვის გამოსავლის პოვნას.

 


„ტურიზმის სექტორში ნოემბერი ყოველთვის ყველაზე დაბალდატვირთულ სეზონად ითვლებოდა, ჩვენ ყოველთვის ვეძებდით და განსაკუთრებით ახლა ვეძებთ გამოსავალს, თუ რა შეიძლება გავაკეთოთ იმისთვის, რომ არ გავჩერდეთ და არსებული სასტუმროები და ობიექტები არ გაჩერდეს. ამჯერად საუბარია თბილისზე და ბათუმზე, რეალურად ამ პერიოდში ძალიან ბევრი სასტუმრო იკეტება და დაიკეტა, რაც შეეხება დატვირთულობას , ნოემბერში ეს მაჩვენებელი 7-8%-ს ვერ სცდება.

ოქტომბრის დასაწყისში ჩვენ ჩინეთიდან კომპანიების წარმომადგენლები ჩამოვიყვანეთ, ეს ადამიანები ევროპაში მუშაობენ და აქვთ ვალდებულება, რომ სამკვირიანი კარანტინი ევროკავშირის გარეთ, რომელიმე ქვეყანაში გაიარონ. ესენი არ არიან ჩვეულებრივი ტურისტები, ესენი არიან მაღალკვალიფიციური ინჟინრები, რომლებიც მუშაობენ ევროპაში და ამის შემდეგ ევროკავშირის ზონაში უნდა შევიდნენ, ასეთი ხალხი ძალიან ბევრია ჩინეთში, ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ მათთან და ამ ეტაპზე მხოლოდ ფრენების დალაგებაა დარჩენილი.

ჩვენ მათ უკვე ვაჩვენეთ ბათუმი და თბილისი. ერთადერთი კითხვა, რაც მათი მხრიდან იყო, არის ის, რომ დავიტევდით თუ არა ამდენ ადამიანს, დღევანდელი მონაცემებით ბათუმში გვაქვს 25 000 თავისუფალი ოთახი ხოლო თბილისში 15 000, დარწმუნდნენ რომ საკარანტინე სივრცედ საქართველოს გამოყენება შეიძლება, ამ ეტაპზე მხოლოდ ფრენების დალაგებაზე ვმუშაობთ რისთვისაც 2 კვირა გვჭირდება - აღნიშნა შალვა ალავერდაშვილმა.

 


მეორე ინიციატივა, რაზეც გადაცემაში ალავერდაშვილმა ისაუბრა, საქართველოში ირანის მოქალაქეების ფასიან აცრას ეხებოდა. მისი თქმით, ირანის მხრიდან ამ მიმართულებით დაინტერესება მაღალია.


 

„დღეიდან ირანის მიმართულებით იხსნება ფრენები, ირანის მხრიდან დიდი დაინტერესებაა, რომ საქართველოში აცრისთვის ჩამოვიდნენ. ეს პროცესი შემდეგნაირად წარმოგვიდგენია: ადამიანები ჩამოდიან ირანიდან, გადაგვყავს პირდაპირ სასტუმროში, კარანტინში იკეთებენ პირველ აცრას და სამი კვირა რჩებიან კარანტინში, ვიდრე მეორე აცრას არ გაიკეთებენ, ამის შემდეგ ბრუნდებიან ირანში. ეს არის უსაფრთხო გზა იმისთვის, რომ ახალ ახალი შტამებისგან თავი დავიცვათ.

როგორც მოგეხსნებათ ირანში აცრის საშუალება მხოლოდ სპუტნიკი და სპუტნიკ ლაითია. აქედან გამომდინარე, მოთხოვნა საკმაოდ დიდია, ამ მეთოდს დიდი ხანია რაც სომხეთი იყენებს და მათთან სასტუმროები სავსეა, თუმცა სომხეთიც მხოლოდ სპუტნიკით ცხრის ხალხს. ჩვენ გვაქვს საკმარისზე მეტი ვაქცინა და შეგვიძლია, რომ ეს უნიკალური შანსი გამოვიყენოთ.

რა თქმა უნდა, ვაქცინაციის საკითხს  დამოუკიდებლად ვერ  გადავწყვეტთ და  დასტური მთავრობისგან  გვჭირდება, ასევე ჯანდაცვის სამინისტროდან ერთი  კლინიკის გამოყოფა ან სამედიცინო ჯგუფის  გამოყოფა გვჭირდება, რომლებიც ჩამოივლიან იმ სასტუმროებში, სადაც ეს ხალხი იქნება განთავსებული და აცრიან. კოვიდ სასტუმროების და კარანტინების მიმართულებით  ჩვენ საკმაოდ დიდი  გამოცდილება დაგვიგროვდა და შეგვიძლია რომ  ყველანაირ  ექსესს თავი ავარიდოთ.“ -  აღნიშნა შალვა ალავერდაშილმა.


ალავერდაშილის  თქმით  ამ  ეტაპზე  ყველაფერი დალაგებულია, სასტუმროების და რესტორნების ფედერაცია ავიახაზებს  მოელაპარკა და ისინი ფრენებს ორ დღეში  ერთხელ  განახორციელებენ და ჯგუფებს ჩამოიყვანენ.  მისივე  თმით, ამ  ეტაპზე  მხოლოდ  სახელმწიოფსგან  ელოდებიან პასუხს,  რომელსაც, ალავერდაშვლის ვარაუდით, ერთ კვირაში მიიღებენ. ალავერდაშვილი ასევე  ვარაუდობს  რომ ამ პროგრამით თვეშ  10 000  ადამიანის  აცრას  შეძლებენ.

 

 

თაკო კვაჭანტირაძე





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up