შესაძლებელია თუ არა რუსეთში სახელმწიფო გადატრიალება?

შესაძლებელია თუ არა რუსეთში სახელმწიფო გადატრიალება?

access_time2022-03-17 20:00:00

მკვლევარმა სტივენ კოტკინმა 11 მარტს The New Yorker-ისთვის მიცემულ ინტერვიუში ისაუბრა, თუ როგორ გამოიყურება უკრაინის ომი მსოფლიო ისტორიის კონტექსტში. სტივენ კოტკინი ამერიკელი ისტორიკოსია, რომლის მთავარ აკადემიურ ინტერესს სტალინიზმი წარმოადგენს. ის არის სტალინის ბიოგრაფიის სამტომეულის (ამ დროისთვის მხოლოდ ორი ტომია გამოცემული) ავტორი. ამავდროულად, სტივენ კოტკინმა გამოსცა წიგნები: „აცილებული არმაგედონი - საბჭოთა კოლაფსი, 1970-2000“ და „არასამოქალაქო საზოგადოება“. ამჯერად კი მკვლევარმა The New Yorker-თან ინტერვიუში ისაუბრა, შეძლებს თუ არა რუსეთისთვის დაწესებული სანქციები ომის შეჩერებას, რას ეფუძნება პუტინის რეჟიმი და ვინ აღადგენს მშვიდობას?



სჯერა თუ არა თავად პუტინს საკუთარი პროპაგანდის?



სტივენ კოტკინის თქმით, ის საკუთარ თავს პოლიტიკური რეალიზმის სკოლას (ჯორჯ კენანი და ჯონ მირშაიმერი) არ მიაკუთვნებს. ეს კი იმას ნიშნავს, რომ მკვლევრისთვის უკრაინაზე რუსეთის თავდასხმა არაპროგნოზირებადი სულაც არ ყოფილა და ის არ მიიჩნევს, რომ მიმდინარე ომი ნატოს ქმედებებით იყო პროვოცირებული. უფრო მეტიც, კოტკინის განმარტებით, რუსეთი საომარ მოქმედებებში მყოფი ავტოკრატია იყო ნატოს შექმნამდე დიდი ხნით ადრე და ყველაფერი, რაც ახლა ხდება, მის ჩვეულ პოლიტიკას სრულად შეესაბამება.



The New Yorker-თან ინტერვიუში კოტკინი ამბობს, რომ რუსეთი საოცრად მდიდარი კულტურის მქონე ქვეყანაა. თუმცა ამავდროულად, მას პირადი ექსკლუზიურობის ძლიერი კომპლექსი აქვს. სწორედ ამიტომ რუსეთის ამბიციები მის რეალურ შესაძლებლობებს ხშირად არ ემთხვევა. პუტინის დესპოტიზმმა კი უკუკავშირის კონტროლის მექანიზმები მეთოდურად გაანადგურა. სჯერა თუ არა საკუთარი პროპაგანდის რუსეთის ამჟამინდელ პრეზიდენტს თავად? - სვამს კითხვას კოტკინი და იქვე პასუხობს: „შესაძლოა! ყოველ შემთხვევაში მას ნამდვილად სჯერა, რომ უკრაინელები ნამდვილი ერი კი არა, რუსების შთამომავლები არიან“.



სტივენ კოტკინის აზრით, როდესაც სახელმწიფო გადატრიალებაზე ვსაუბრობთ, აუცილებლად უნდა შევეხოთ ორ ისტორიულ მაგალითს. პირველ რიგში, ეს არის 1968 წლის პრაღის გაზაფხული. სწორედ მაშინ იმდროინდელი ჩეხოსლოვაკიის დედაქალაქში საბჭოთა ტანკები შევიდნენ და იქ „ადამიანური სახის მქონე სოციალიზმის“ მშენებლობა შეაჩერეს. მათ კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის პირველი მდივანი ალექსანდრე დუბჩეკი ჩამოაგდეს და აღმოჩნდა, რომ მისი ჩამნაცვლებელი არც არავინ ჰყავდათ. კიდევ ერთი მაგალითია ბაბრაქ ქარმალის მარიონეტული მთავრობა, რომელიც საბჭოთა კავშირმა ავღანეთში დანიშნა. ამ რეჟიმის შესანარჩუნებლად ქვეყანაში ჯარების შეყვანა გახდა საჭირო. ეს საკმაოდ სწრაფად გადაიზარდა სრულმასშტაბიან სამხედრო კონფლიქტში, რომელშიც, როგორც ვიცით, სსრკ ათი წლის განმავლობაში იყო ჩაფლული.




კოტკინის განმარტებით, უკრაინა შეიძლებოდა ავღანეთის „წარმატებული“ ვერსია გამხდარიყო, მაგრამ ეს არ მოხდა. აღმოჩნდა, რომ ვოლოდიმირ ზელენსკი სულაც არ არის ტელევიზორის მასხარა, პირიქით - ის თავისი ხალხის მამაცი ლიდერია. თუმცა კოტკინის შეფასებით, პუტინისთვის ყველაზე დიდი სიურპრიზი იყო ის, რომ „დეკადენტურმა“ დასავლეთმა მას ასეთი კონსოლიდირებული წინააღმდეგობა გაუწია. „როდესაც ვამბობ დასავლეთს, მე არ ვგულისხმობ გეოგრაფიულ მდებარეობას, უპირველეს ყოვლისა, ღირებულებებზე ვამახვილებ ყურადღებას“, - ამბობს მკვლევარი.



კოტკინის შეფასებით, რუსეთი პოლიციური სახელმწიფოა, მაგრამ იქ ეკონომიკას მართავენ ადამიანები, რომელთაც ქვეყნის მაკროეკონომიკური სტაბილურობა მეტ-ნაკლებად უზრუნველყვეს. „რუსეთში ოლიგარქია ნამდვილი ძალაუფლება არასდროს ყოფილა. მათ პუტინი სრულად აკონტროლებდა. ის ოლიგარქებს ყოველთვის ექცეოდა ისე, როგორც მეწველ ძროხებს“, - ამბობს მკვლევარი.



თუ რას ეფუძნება პუტინის რეჟიმი, ამ კითხვას კოტკინი თავადვე პასუხობს: „ოსტატურ თხრობას, რაც გულისხმობს რუსეთის სიდიადესა და გლობალურ შეთქმულებებს, რომლებსაც რუსეთი წინააღმდეგობას წარმატებით უწევს. მოგეხსენებათ, ცენზურა გამოიხატება არა მხოლოდ არასასურველი ინფორმაციის დამალვით, არამედ რეჟიმისთვის საჭირო ინფორმაციის აგრესიული პროპაგანდითაც“.



შესაძლებელია თუ არა რუსეთში სახელმწიფო გადატრიალება?



კოტკინის განცხადებით, სახელმწიფო გადატრიალების შანსი ყოველთვის არსებობს. თუმცა უნდა გვესმოდეს, რომ პუტინმა განზრახ შემოიკრიბა არც თუ ისე გამორჩეული ადამიანები (სხვათა შორის, თავის დროზე სტალინიც ასე მოიქცა). ის ასევე ძველ პოლიტიკურ თამაშს თამაშობს - თავს გიჟად გვაჩვენებს, რაც შანტაჟისთვის ძალიან მოსახერხებელი ინსტრუმენტია. არის თუ არა პუტინი მზად, რომ ევროპაში ატომური ბომბი ჩამოაგდოს? - ამ კითხვას კოტკინი ასე პასუხობს: „ჩვენ ვეღარ ვიქნებით დარწმუნებული, რომ ის ამას არ იზამს“.



თუ სუნ ძის მეტაფორას გავიხსენებთ, მოწინააღმდეგეს უნდა დაუტოვო "ოქროს ხიდი", რაც გასაქცევ გზას ნიშნავს. კოტკინის შეფასებით, დიდი ალბათობით, დიპლომატია სწორედ ასეთი ხიდის როლს შეასრულებს. აქ მთავარი აქტორები იქნებიან ფინეთი და ისრაელი, რომელთა პრეზიდენტებთანაც პუტინს დალაგებული ურთიერთობა აქვს. მცირე ალბათობით, ამ პროცესს შეიძლება შეუერთდეს ჩინეთიც, რომელიც შექმნილ ვითარებას ამ ეტაპზე ყურადღებით აკვირდება.



კოტკინის განმარტებით, გვერდზე არც აშშ და სხვა დასავლური ქვეყნები რჩებიან. ისინი ეხმარებიან უკრაინას იარაღით და ასევე სერიოზულ მხარდაჭერას უწევენ კიბერ ომში - ეს კიდევ ცალკე ფრონტია. „რუსეთისგან განსხვავებით, ამერიკული დაზვერვა სულ უფრო უკეთ მუშაობს, ჩვენ საკუთარ შეცდომებზე ვსწავლობთ. შეერთებული შტატებისა და მოკავშირეების ძირითადი ძალისხმევა დეესკალაციაზეა ორიენტირებული და პუტინის წინააღმდეგ მიმართული რიტორიკაც უკიდურესად მაქსიმალისტურია. სამწუხაროდ, ის ფსონებს მკვეთრად ზრდის, რადგან გრძნობს, რომ დასავლეთის ყოველი ნაბიჯის შემდეგ დასაკარგი სულ უფრო ნაკლები რჩება“, - ასკვნის კოტკინი.



imedinews.ge




თეგები:
რუსეთი



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up