შესაძლოა, აშშ-მა საგანგებო რეზერვებიდან ნავთობი ამ კვირაში გაყიდოს

შესაძლოა, აშშ-მა საგანგებო რეზერვებიდან ნავთობი ამ კვირაში გაყიდოს

access_time2022-10-19 19:30:44

ბაიდენის ადმინისტრაცია ნავთობის სტრატეგიული რეზერვიდან გაყიდვას გეგმავს, რათა მომავალ თვეში დაგეგმილი კონგრესის არჩევნებამდე საწვავის ფასები შემცირდეს. ინფორმაციას საკითხთან დაკავშირებული სამი წყარო ადასტურებს.

ერთ-ერთი წყაროს თანახმად, ამ თემაზე განცხადებას პრეზიდენტი ჯო ბაიდენი, სავარაუდოდ ამ კვირაში გააკეთებს. მედიის ინფორმაციით, რეზერვიდან 14 მილიონი ბარელი ნავთობის გაყიდვა იგეგმება.

კიდევ ერთი წყაროს ინფორმაციით, ადმინისტრაციამ ასევე ისაუბრა ნავთობკომპანიებთან, კონგრესის მანდატით დამატებით 26 მილიონი ბარელის გაყიდვის შესახებ 2023 ფისკალურ წელს, რომელიც 1 ოქტომბერს დაიწყო.

წყაროების ინფორმაციით, ადმინისტრაციამ კომპანიებთან ასევე მოილაპარაკა რეზერვის შესავსებად 2025 წლამდე ნავთობის უკან შესყიდვის შესახებ.

ბენზინის ფასების ზრდამ ინფლაცია ათწლეულების განმავლობაში რეკორდულ დონემდე გაზარდა, რაც ბაიდენის და მისი პარტიის რეიტინგს საფრთხეს უქმნის.


ბაიდენის ენერგეტიკის მდივნის მოადგილემ, დევიდ ტურკმა გასულ კვირას თქვა, რომ ნავთობის ფასების სტაბილიზაციისთვის ადმინისტრაციას შეუძლია მომდევნო კვირებსა და თვეებში სტრატეგიული რეზერვი გამოიყენოს.

აშშ-ში ბენზინის საშუალო ფასმა გუშინ გალონზე დაახლოებით $3,89 დოლარს მიაღწია, რაც დაახლოებით 20 ცენტით მეტია ერთი თვის წინანდელ მაჩვენებელზე, შარშანდელ ფასს კი 56 ცენტით აღემატება. ივნისში ბენზინის ფასმა საშუალოდ რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია და $5,00-ს გადააჭარბა.

მიმდინარე თვეში OPEC+-ის გადაწყვეტილების შემდეგ, ნედლი ნავთობის ფიუჩერსები სწრაფად გაიზარდა. მიუხედავად მოგვიანებით ფასის კლებისა, ის მაინც $90-ზე ზევით ნარჩუნდება


წყარო: businessformula.ge/




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up