II ცივი ომი უფრო სახიფათო იქნება, ვიდრე I, – ამის შესახებ აშშ-ის ყოფილმა სახელმწიფო მდივანმა, ჰენრი კისინჯერმა, ესპანურ გამოცემა Elmundo-სთან ინტერვიუში თქვა.
ვეტერანი დიპლომატი 27 მაისს 100 წლის გახდება. ის თავის ახალ წიგნში Leadership („ლიდერობა“) პოლიტიკაზე საუბრობს და წერს, რომ პუტინმა მოვლენების სათანადოდ შეფასების გრძნობა დაკარგა.
კისინჯერის თქმით, შესაძლოა, ახალი ცივი ომი ჩინეთსა და აშშ-ის შორის დაიწყოს. პეკინი და ვაშინგტონი ახლა მოწინააღმდეგეები არიან და არავინ უნდა ელოდოს, რომ ჩინეთის ვესტერნიზება მოხდება.