საქართველოში აზარტული თამაშების არალეგალური საიტების გამოჩენის საფრთხე დგება

საქართველოში აზარტული თამაშების არალეგალური საიტების გამოჩენის საფრთხე დგება

access_time2022-01-12 11:00:01

ფინანსისტების განცხადებით, სათამაშო ინდუსტრიისთვის დაწესებული აკრძალვები ბიზნესის ნაწილს ჩრდილში გადაიტანს. გარდა იმისა, რომ ქართველი მოთამაშეები უცხო ქვეყნების სახელით ითამაშებენ, დიდი საფრთხეა, რომ არალეგალური საიტები მომრავლდეს. ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორის, ანალიტიკოს ნიკა შენგელიას თქმით, ეს პროცესი განსაკუთრებით მაისიდან გახდება შესამჩნევი, როცა ლუდომანები აზარტული თამაშისთვის ალტერნატიულ შესაძლებლობებს გამონახავენ, მათ შორის ყველაზე აქტუალურად არალეგალური საიტების გახსნა განიხილება, რაც არა მარტო საქართველოსთვის, განვითარებული ქვეყნებისთვისაც დიდი პრობლემაა.



როგორც შენგელია ამბობს, მსოფლიოში მრავალი ონლაინკაზინოა, სადაც ნებისმიერ მსურველს შეუძლია შევიდეს და ითამაშოს. შესაბამისად, ადგილი ექნება ქვეყნიდან ფულის გადინებას, რაც ეროვნული ვალუტის კურსზეც ნეგატიურად იმოქმედებს.  



,,თებერვლიდან, როცა საიტები ხელმიუწვდომელი გახდება, ცხადია, აქაც გაჩნდება არალეგალური თამაშის შესაძლებლობა, სადაც ჩვენი მოქალაქეები ითამაშებენ. არც თანხის გადარიცხვა იქნება პრობლემა. ნებისმიერ მოქალაქეს შეუძლია გადავიდეს მეზობელ რეგიონში - სომხეთში, აზერბაიჯანში, თურქეთში და სხვა, სადაც ისურვებს, გახსნას ანგარიში და აიღოს ბარათი.   ჩვეულებრივ, თუ ჩვენი ბარათებიდან ვერ ხდება ჩარიცხვა, სხვა ტრანზაქციებს ქვეყნების ბარათებით განახორციელებენ. ცუდი ისაა, რომ საქართველოდან ვალუტა გასვლას დაიწყებს უცხოეთში, რაც ლარზე ნეგატიურად იმოქმედებს.  უფრო მაისიდან გახდება ეს პროცესი შესამჩნევი, სანამ ალტერნატიული გზები მოიძებნება. განსაკუთრებით ის კატეგორია, ვინც აქამდე აზარტულ თამაშებში დიდ ფასონს დებდა. მაღალგანვითარებულ ქვეყნებსაც გაუჭირდათ სრულად ამ სფეროს კონტროლი. გაჩნდება ბევრი არალეგალური საიტი, რომელზეც დადებენ ფსონებს და ითამაშებენ. რისკი ნამდვილად არის, ამიტომ ასე ხელაღებით აკრძალვა მაინც და მაინც სწორ გადაწყვეტილებად არ მიმაჩნია“, - ამბობს ,,კომერსანტთან“ ნიკა შენგელია.




შეგახსენებთ, რომ აზარტულ და მომგებიან თამაშებთან დაკავშირებული ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა მკაცრდება - შემოდის ახალი სახის ჯარიმები, კანონით გათვალისწინებული ჯარიმების ოდენობა კი, იზრდება.



გარდა ამისა, აზარტული თამაშობის, ტოტალიზატორის, ლოტოს, ბინგოს და მათი ორგანიზატორების შესახებ რეკლამის გავრცელება შეიზღუდება. აკრძალვები შემოდის სატელევიზიო რეკლამის ნაწილში - პროექტის საბოლოო რედაქციით, სატელევიზიო ეთერში რეკლამა, სასპონსორო განცხადება და პროგრამაში პროდუქტის (საქონლის/მომსახურების) განთავსება იკრძალება.



ახალი რეგულაციები 2022 წლის 1-ელი მარტიდან ამოქმედდება.



როგორც სათამაშო ინდუსტრიის წარმომადგენლები აცხადებენ, დაანონსებულმა და ძალაში შესულმა ცვლილებებმა ბაზარზე გავლენა უკვე მოახდინა. მაგალითად, ონლაინკაზინოებიდან თანხის გატანის საკომისიო მომხმარებლისთვის 1%-დან 3%-მდე გაიზარდა, ასევე გართულდა აზარტულ ვებგვერდებზე რეგისტრაცია/ვერიფიკაციის წესები.


მარი ჩიტაია






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up