შესაძლოა, ცუდი კომუნიკაციის მიზეზი იყო რესპუბლიკურ საავადმყოფოსთან დაკავშირებით პროტესტი - ზურაბ აზარაშვილი

შესაძლოა, ცუდი კომუნიკაციის მიზეზი იყო რესპუბლიკურ საავადმყოფოსთან დაკავშირებით პროტესტი - ზურაბ აზარაშვილი

access_time2023-04-10 16:10:27

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის, ზურაბ აზარაშვილის განცხადებით, რესპუბლიკური საავადმყოფოს თანამშრომლებსა და მოწვეულ სტუმრებთან შეხვედრაზე დეტალურად ისაუბრეს გამოწვევების შესახებ, რაც რესპუბლიკურ საავადმყოფოს აქვს.


როგორც აზარაშვილმა აღნიშნა, კლინიკასთან დაკავშირებით გარკვეული პროტესტი, შესაძლოა, ცუდი კომუნიკაციის შედეგად იყო, რის გამოც კომუნიკაციის ფორმებზე შეთანხმდნენ.


„დეტალურად გავიარეთ გამოწვევები, რაც რესპუბლიკურ საავადმყოფოს აქვს. მათ ღიად დავუდასტურე, რაც დღემდე არაერთხელ მითქვამს, რომ ჩვენი შეფასებები არ ითვალისწინებდა მყისიერად რეაბილიტაციის დაწყებას ან შენობის დემონტაჟს. სხვადასხვა ექსპერტის მხრიდან ველოდებით საბოლოო დასკვნებს, ხოლო ჩვენი კომენტარები იყო პირველადი შეფასებებიდან გამომდინარე. შევთანხმდით კომუნიკაციის ფორმებზე. გასული პერიოდის განმავლობაში, შესაძლოა, ცუდი კომუნიკაციის მიზეზით იყო, რომ გარკვეული პროტესტი არსებობდა, რაც ჩემთვის სრულიად გასაგებია. შევთანხმდით, რომ ეტაპობრივად გავაცნობთ ინფორმაციას და მათთან ერთად შევჯერდებით გადაწყვეტილებაზე – კლინიკის დემონტაჟი იქნება, რეაბილიტაცია თუ სართულების ცვლილება. ვფიქრობთ, პირველ ეტაპზე დასკვნა გვექნება ამ კვარტლის ბოლოს ან მესამე კვარტლის დასაწყისში. 4-5 ტიპის სხვადასხვა დასკვნას ველოდებით როგორც სამხარაულის ეროვნული ბიუროდან, ასევე ქვეყნის გარეთ სხვადასხვა ექსპერტის და კონსულტანტის ჩართულობით კეთდება“, – განაცხადა ზურაბ აზარაშვილმა.


მისი თქმით, რესპუბლიკური საავადმყოფო შეინარჩუნებს საუნივერსიტეტო კლინიკის სტატუსს, რაც კონცეპტუალურად გულისხმობს მომავალი მედიკოსების სრულ ინტეგრაციას კლინიკურ აქტივობებში და შესაბამისი ინფრასტრუქტურის უზრუნველყოფას.



ზურაბ აზარაშვილის  განცხადებით, ნახევარი საუკუნის განმავლობაში, არსებითად შეიცვალა როგორც სამედიცინო ტექნოლოგიების, ისე სამედიცინო არქიტექტურის და ინჟინერიის სტანდარტები. აქედან, გამომდინარე არსებული შენობა არ შეესაბამება თანამედროვე, მრავალპროფილური სამედიცინო დაწესებულების სტანდარტებს.


„ზუსტად ამ დასკვნების საფუძველზე იყო დაახლოებით თვენახევრის წინ როცა ვთქვით, რომ სავარაუდოდ დიდი ალბათობით საჭირო იქნება დემონტაჟი ხარჯთეფექტურობიდან გამომდინარე. რადგან შენობა ძველია, შესაძლებელია,  მოხდეს მისი დამძიმება, ამან კი დამატებით მოითხოვოს საძირკვლის გაძლიერება , გამოწვევები არის წყლებთან დაკავშირებითაც“, - განაცხადა ზურაბ აზარაშვილმა.


ინფრასტრუქტურული პრობლემების გარდა, კლინიკაში არსებულ ძირითად გამოწვევებს შორის სტანდარტებთან შეუსაბამობაც დასახელდა. მნიშვნელოვანი ყურადღება გამახვილდა 2025 წლისთვის, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში ჩართული კლინიკების სავალდებულო აკრედიტაციაზე.


 „საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში ჩართული ყველა კლინიკა უნდა აკმაყოფილებდეს საერთაშორისო სტანდარტებს. სერიოზული გამოწვევები ინფექციის კონტროლთან დაკავშირებით რაც არის, ეს ყველაფერი შეიძლება მოკლევადიანად მოგვარდეს, თუმცა ეს ერთჯერადად გაწეული ხარჯები და ინვესტიციები გრძელვადიანად პრობლემას ვერ მოაგვარებს.


ქვეყანას უნდა  ჰქონდეს მაღალტექნოლოგიური, მრავალპროფილური კლინიკა, რომელიც აუცილებელია ჩვენი მოქალაქეებისთვის“, - განაცხადა ზურაბ აზარაშვილმა.






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up