„ლუკოილის“ დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე რავილ მაგანოვი, შენობიდან შესაძლოა სიგარეტის მოწევის დროს გადმოვარდა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.
ტელეგრამ არხი baza წერს, რომ პალატიდან საიდანაც მაგანოვის ვარდნა განხორციელდა არის აივანი, რომელიც პაციენტებისთვის განკუთვნილი არ არის. თუმცა ფანჯარაზე აღმოჩენილია სიგარეტის კოლოფი.
„ლუკოილის“ დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე მარშალ ტიმოშენკოს ქუჩაზე მდებარე ცენტრალური კლინიკური საავადმყოფოს ფასადიდან გადმოვარდა, რომელიც სარემონტო მდგომარეობაშია. ამჟამად იქ სათვალთვალო კამერები არ არის. ერთ-ერთი ვერსიით, მაგანოვს შეეძლო მოწევისთვის გასულიყო, რის შემდეგაც ის შემთხვევით გადმოვარდა.
თავად მაგანოვი საავადმყოფოში რუტინულ გამოკვლევაზე იმყოფებოდა - მას გულის პრობლემები ჰქონდა. პარალელურად გვერდით ოთახში იყო მენეჯერის ცოლი.
ტრაგედია ლუკოილის თანადამფუძნებლისა და მისი ყოფილი პრეზიდენტის ვაგიტ ალეკპეროვის დაბადების დღეზე მოხდა. გარდა ამისა, ეს არის მეექვსე სიკვდილი წელიწადში, რომელიც დაკავშირებულია ნავთობისა და გაზის ინდუსტრიასთან.
1980-იან წლებში მაგანოვი მუშაობდა, „Лангепаснефтегаз“- ში მუშაობდა, რომელიც 1991 წელს დაარსებული „ლუკოილის“ ნაწილი გახდა. მაგანოვი კომპანია „ლუკოილის სახელის ავტორია. ის 1993 წლიდან კომპანიის დირექტორთა საბჭოს წევრი იყო, 2020 წელს კი ხელმძღვანელობდა მას. 2006 წლიდან მაგანოვი კომპანიის პირველი აღმასრულებელი ვიცე პრეზიდენტია. რავილ მაგანოვი „Татнефти“-ის აღმასრულებელი დირექტორის ნაილ მაგანოვის ძმაა.