COVID-19-ით გარდაცვლილთა რაოდენობა გასული წლის დეკემბრის დასაწყისიდან იზრდება. ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ხელმძღვანელმა ტედროს ადანომ გებრეისუსმა ჟენევაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
„დეკემბრის დასაწყისიდან, COVID-19-ით გარდაცვალების ყოველკვირეული შეტყობინებების რიცხვი იზრდება. ზოგადად, ბოლო რვა კვირის განმავლობაში 170 ათასზე მეტი ადამიანი გარდაიცვალა“, - განაცხადა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელმა.
ტედროს ადანომ გებრეისუსმა განაცხადა, რომ კორონავირუსთან დაკავშირებით ჯანმრთელობის საგანგებო კომიტეტი ამ კვირაში შეიკრიბება.
ექსპერტებმა მოუწევთ გადაწყვიტონ, კვლავ გრძელდება თუ არა პანდემიის საგანგებო მდგომარეობა.
”კომიტეტის რეკომენდაციების წინასწარი განხილვის გარეშე, მე კვლავ ძალიან შეშფოთებული ვარ ბევრ ქვეყანაში არსებული ვითარებით და დაღუპულთა მზარდი რიცხვით”, - თქვა ჯანმო-ს ხელმძღვანელმა.