ინფრასტრუქტურული კომპანიებისთვის ინდექსაციის სისტემა ამოქმედდა - დეტალები

ინფრასტრუქტურული კომპანიებისთვის ინდექსაციის სისტემა ამოქმედდა - დეტალები

access_time2022-04-29 11:00:18

კრიზისული ვითარებიდან გამომდინარე, გაძვირებული სამშენებლო მასალების ფონზე მთავრობა სახელმწიფო ტენდერებში მონაწილე ინფრასტრუქტურული კომპანიებისთვის ინდექსაციის სისტემა აამოქმედა, ამის შესახებ საქართველოს მთავრობის განკარგულება 27 აპრილს გამოიცა.


„ინდექსაცია, ძირითადად, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების მიერ გამოიყენება 18 თვეზე მეტი ხანგრძლივობის მასშტაბური პროექტებისთვის და ის ამ ორგანიზაციების პროცედურულ საკითხს წარმოადგენს. იმის მიუხედავად, რომ ინდექსაციის ასეთ ფორმას მხოლოდ საერთაშორისო-საფინანსო ინსტიტუტები იყენებენ, მთავრობა ყოველთვის გულდასმით უყურებს სექტორის პრობლემებს.


განკარგულების ფარგლებში ეს ინდექსაცია გავრცელდება მიმდინარე ხელშეკრულებებზეც, რაც როგორც წესი გარკვეული გარემოებების გარდა, არ ხდება ხოლმე. ასევე მიმდინარე და გამოცხადებულ ტენდერებზე იმოქმედებს, რათა ეს პარიტეტი დაცული იყოს და ჩვენს კონტრაქტორებს უკვე ექნებათ შესაძლებლობა, შესაბამისი ცვლილება რომ აისახება ინდექსის თვალსაზრისით ხელშეკრულებით გათვალისწინებული ანაზღაურების გარდა დამატებითი თანხა მიიღონ”, - ამბობს რეგიონული განვითარების და ინფრაქტრუქტურის მინისტრი ირაკლი ქარსელაძე. 


ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაციის ხელმძღვანელი ანა საბახტარაშვილი „კომერსანტთან“ საუბარში განმარტავს, რომ განკარგულება მცირე პროცენტულ ზღვრებს მოიცავს და ის რეალურად არ აკმაყოფილებს სექტორის პრობლემის გადაჭრას, თუმცა მსგავსი ერთჯერადი აქტისთვის მაინც მისაღებია.


„დადგენილება 27 აპრილს გამოქვეყნდა. დღის წესრიგით აქ საუბარია ინფრასტრუქტურული პროექტების ხელშეკრულებების მისადაგებაზე იმ გარემოებებთან, რომელიც პანდემიის დროსაც იყო, რაც არის ფასთა მკვეთრი ზრდა სამშენებლო მასალებზე. ჩვენ გარკვეული შენიშვნები გვქონდა, რომელიც გულისხმობდა გაძვირების კომპენსირებას, ოღონდ იმ პრინციპით, როგორიც მიღებული პრაქტიკაა, ამ შემთხვევაში საუბარია საქსტატის მონაცემებზე.



საქსტატმა უკვე დაიწყო იმ მეთოდოლოგიის შემუშავება, რომლითაც უნდა გამოაქვეყნოს ინდექსი. მთავარი პრინციპი იქნება ის, რომ თვიდან თვემდე გაძვირება შევა ინდექსში და სწორედ ამის საფუძველზე მოხდება კონკრეტული ასანაზღაურებელი თანხის კალკულაცია კონკრეტული თვის სამუშაოებისთვის, რომელსაც სამშენებლო კომპანია შეასრულებს.


მიუხედავად იმისა, რომ განკარგულებაში აღნიშნულია მცირე პროცენტული ზღვრები, რაც არ აკმაყოფილებს რეალურად სექტორის პრობლემის გადაჭრას, მაინც ნორმალურია ის სახელმწიფო რესურსი რომელიც გამოიყო ამ ერთჯერადი აქტის პირობებში. ეს ომიდან გამომდინარე მიიღეს, თუმცა გვინდა დავიწყოთ მუშაობა ისეთი აქტისთვის, რომელიც ყველა სახის ხელშეკრულებაზე იქნება გათვალისწინებული და არა მხოლოდ კრიზისულზე, რომელიც ორივე მხარეს დააბალანსებს მათ უფლებრივ მდგომარეობას და შესრულებების ხარისხს კიდევ უფრო აწევს. ინდექსაცია პირველ ეტაპზე მიმდინარე ხელშეკრულებებს დაფარავს“, - აცხადებს ანა საბახტარაშვილი.


მშენებლები ფასების ინდექსაციის საკითხის გათვალისწინებას სახელმწიფო ტენდერებში წლებია ითხოვენ, თუმცა ეს მხოლოდ ახლა და ისიც ერთჯერადი აქტის სახით მოხერხდა. ინდექსაციის მიუღებლობის შემთხევაში სექტორის წარმომადგენლები უკვე საუბრობდნენ, რომ მიმდინარე პროექტებიდან გასვლის და შეჩერების შემთხვევაში ე.წ შავ სიაში მოხვედრა თავიდან აერიდებინათ.


ინდექსაცია გულისხმობს, რომ სახელმწიფომ სამშენებლო მასალის ფასების ცვლილება უნდა დააკომპენსიროს და შესაბამისად, გაზარდოს ან შეამციროს პროექტის განსახორციელებლად ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხა. სამუშაოების მიღება-ჩაბარების ეტაპზე ხდება საქსტატის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით იმ სავარაუდო თანხის დათვლა, რითაც კომპანიამ საბაზრო ფასებს გადააჭარბა. 


დადგენილების მიხედვით, ფასთა ინდექსაცია შეეხება შესრულებული და შემდგომში ანაზღაურებული სამუშაოების ღირებულების 70%-ს, რომლის ასანაზღაურებელი თანხა არ უნდა აღემატებოდეს საინდექსაციო თანხის ოდენობის 10%-ს. ფასების ინდექსაციისთვის გამოიყენება საქსტატის მიერ დადგენილი შესაბამისი ინდექსი.


ნინო თამაზაშვილი

თეგები:
ინდექსაცია



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up