შესყიდვების სააგენტოს შავ სია - რამდენით ისჯება საქრთველოში ტენდერის შეუსრულებლობა

შესყიდვების სააგენტოს შავ სია - რამდენით ისჯება საქრთველოში ტენდერის შეუსრულებლობა

access_time2021-07-20 11:00:22

2016 წლიდან 2020 წლის ნოემბრამდე სახელმწიფომ სულ 13.695 მლრდ ლარის ტენდერი გამოაცხადა, ყველაზე დიდი შემსყიდველი 1.76 მლრდ ლარით საავტომობილო გზების დეპარტამენტი აღმოჩნდა. 649 მლნ-ით მეორე ადგილზე თბილისის მერიაა, სამეულს კი 400 მლნ ლარით საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი ხურავს. უხარისხოდ შესრულებული სამუშაოები, კონკრეტულ ბიზნეს სუბიექტებზე მორგებული პირობები, გამქრალი კომპანიები და სამართლებრივი დავები რეალურად, სახელმწიფო შესყიდვები საქართველოსთვის კარგად ნაცნობი პრობლემაა. „კომერსანტი“ ამჯერად გაგაცნობთ იმ კომპანიებს, რომელებიც საჯარო უწყებების მოთხოვნის საფუძველზე სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს შავ სიაში დარეგისტრირდნენ.

 

ერთ-ერთი ასეთი კომპანია  შპს „გრინ გეორგია“. კომპანია მეწარმეთა და არასამეწარმეო იურიდიული პირების რეესტრში 2016 წელს დარეგისტრირდა. მისი დირექტორი და წილის 100%–ის მფლობელი ნიაზ დავითაძეა. შპს „გრინ გეორგია“ ბაზარზე ლანდშაფტური არქიტექტურის და გამწვანების მიმართულებით ოპერირებს.

 

თბილისში, სხვადასხვა ტერიტორიების გასამწვანებლად დასარგავი აღმოსავლური ჭადრის ნერგების და ნერგების დარგვისთვის საჭირო დამხმარე მასალების სახელმწიფო შესყიდვა მერიამ 2019 წელს გამოაცხადა. ტენდერის სავარაუდო ღირებულება 326 850 ლარი იყო და მასში 4 კომპანია მონაწილეობდა. ყველაზე მცირე თანხა 275 760 ლარი „ვივეროს პენიტას საქართველომ“ დააფიქსირა, თუმცა ტექნიკური დოკუმენტაციის გამო კომპანიის დისკვალიფიკაცია მოხდა. შესაბამისად ხელშეკრულება შპს გრინ გეორგიასთან გაფორმდა, რომლის მიერ შეთავაზებული თანხაც 280 000 ლარი იყო.

 

მერიამ შპს „გრინ გეორგია“ პირველად 2020 წლის 9 იანვარს დააჯარიმა. გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის ინფორმაციით, კომპანიამ 400 ძირი აღმოსავლური ჭადარი და შესაბამისი დამხმარე მასალები მერიას 2019 წლის 10 ნოემბრის ნაცვლად, 2019 წლის 30 დეკემბერს მიაწოდა. განსაზღვრული ვადის გადაცილებისთვის, შპს „გრინ გეორგიას“ პირგასამტეხლო დაეკისრა, ხელშეკრულების ღირებულების (279960 ლარი) 0,1%-ის ოდენობით.

 

მეორედ მერია აღნიშნულ კომპანიას 2020 წლის 30 დეკემბერს აჯარიმებს. გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის 2020 წლის 11 დეკემბრის წერილით, მიმწოდებელს დაევალა 66 ძირი აღმოსავლური ჭადრის გამხმარი ნერგის ჩანაცვლება. კომპანიას დავალებით განსაზღვრული ნერგები არ მიუწოდებია. ხელშეკრულების პირობების დარღვევის გამო შპს „გრინ გეორგიას“ დაეკისრა ჯარიმა, ხელშეკრულების ღირებულების (279960 ლარი) 0,2%-ის ოდენობით.

 

მიმდინარე წელს თბილისის მერიამ  ნაკისრი ვალდებულებების არაჯეროვანი შესრულების გამო შპს „გრინ გეორგიას“ შავ სიაში რეგისტრაცია მოითხოვა.

 

ნაკისრი ვალდებულებების ორჯერ დარღვევის გამო ცალმხრივად შეუწყდა ხელშეკრულება, ხოლო ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის საბანკო გარანტია შემსყიდველის სასარგებლოდ სრულად ჩამოერთვა.

 


შპს „გრინ გეორგიაში“ განმარტეს, რომ მათ მერიას მხოლოდ ნერგები მიაწოდეს. კომპანიის ინფორმაციით, მათთვის არავის განუმარტავს თუ ვის მიერ და რა პირობებში დაირგა მიწოდებული ნერგები. მიმწოდებელმა ასევე აღნიშნა, რომ მცდარი იყო ზეხმელი მცენარეების ამოღების აქტში არსებული მითითება – „მიწოდებული და კომპანიის მიერ დარგული“, რამდენადაც მსგავს რამეს ხელშეკრულება არ ითვალისწინებდა. კომპანიაში ასევე აღნიშნეს, რომ, როგორც მისთვის იყო ცნობილი, შემსყიდველი ორგანიზაცია ნერგებს არ ინახავდა აგროტექნიკური ნორმებისა და წესების დაცვით.  შპს „გრინ გეორგიაში“ განაცხადეს, რომ ნერგები არ ირწყვებოდა და უმჯობესდებოდა მინერალებით. ამდენად, მათი თქმით, შესაძლებელი იყო, რომ ყოველივე ზემოაღნიშნულს მოჰყოლოდა ნერგების გახმობა.

 

შპს „გრინ გეორგიაში“ მიაჩნიათ, რომ მიზეზშედეგობრივი კავშირი მიმწოდებლის მიერ ვალდებულებების შესრულებასა და ნერგების ხმობას შორის არ დგინდება, თუმცა სახელმწიფო შესყიდვების სააგენტომ კომპანიის არგუმენტები არ გაითვალისწინა და 2021 წლის 17 მარტს „გრინ გეორგია“ შავ სიაში დაარეგისტრირა.

 

კიდევ ერთი ტენდერი, რომლის გამოც დედაქალაქის მთავრობა გრინ გეორგიას შავ სიაში რეგისტრაციას ითხოვს, 2019 წლის 24 აპრილს გამოცხადდა. კომპანიას თბილისში, სხვადასხვა ტერიტორიების გასამწვანებლად დასარგავი ატლასის კედარის ნერგები და ნერგების დარგვისთვის საჭირო დამხმარე მასალები უნდა მიეწოდებინა. ტენდერში ორი კომპანია, შპს „გრინ გეორგია“ და შპს „მწვანე სამყარო“ მონაწილეობდნენ. მას შემდეგ რაც „მწვანე სამყაროს“ დისკვალიფიკაცია მოხდა, სახელმწიფო შესყიდვაში 171 480 ლარის შეთავაზებით „გრინ გეორგიამ“ გაიმარჯვა.

 

მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურმა 2019 წელს „გრინ გეორგიას“ მისწერა წერილი, რომ კომპანიამ გაფორმებული ხელშეკრულება დაარღვია. კერძოდ ხე–მცენარეები მიწოდებულ იქნება 24 კალენდარული დღის ვადის გადაცილებით. პირობების დარღვევის გამო დაეკისრა ჯარიმა 4 115  ლარის ოდენობით.

 

მეორედ მერია კომპანია 2020 წლის 30 დეკემბერს დააჯარიმა. მიზეზი ამჯერადაც ხელშეკრულების დარღვევაა. კერძოდ, „გრინ გეორგიას“ 26 ძირი ატლასის კედრის გამხმარი ნერგის ჩანაცვლება დაევალა. თუმცა, კომპანიას დავალებით განსაზღვრული ნერგები არ მოუწოდებია. შედეგად ხელშეკრულების ღირებულების (171480 ლარი) 0,2%-ის ოდენობით, 342 ლარით დაჯარიმდა. ამასთან, ნაკისრი ვალდებულებების ორჯერ დარღვევის გამო კომპანიას 8 574 ლარის ოდენობით პირგასამტეხლო დაეკისრა.

 

ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში მიმწოდებელს შესყიდვების სააგენტოსთვის განმარტება არ წარმოუდგენია. საქმეში არსებული მტკიცებულებებისა და გარემოებების შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე, სააგენტომ მიიჩნია, რომ შპს „გრინ გეორგია“ შავ სიაში უნდა დარეგისტრირდეს.

 

მესამე ტენდერიც, რომლის გამოც თბილისის მერია „გრინ გეორგიას“ შავ სიაში რეგისტრაციას ითხოვს, 2019 წლის 24 აპრილს გამოცხადდა. კომპანიას თბილისში, სხვადასხვა ტერიტორიების გასამწვანებლად დასარგავი უნგრული ცაცხვის ნერგების და ნერგების დასარგავად საჭირო დამხმარე მასალები უნდა მიეწოდებინა. ამ შემთხვევაშიც ტენდერში ორი კომპანია, შპს „გრინ გეორგია“ და შპს „მწვანე სამყარო“ მონაწილეობდნენ.

 

მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურმა 2020 წლის 3 იანვრის „გრინ გეორგიას“ მისწერა წერილი, რომ კომპანიამ ხელშეკრულების პირობები დაარღვია. მიზეზი, ამჯერადაც ნერგების ვადაგადაცილებით მიწოდება აღმოჩნდა. „გრინ გეორგია“ 50 დღიანი ვადის გადაცილების გამო ხელშეკრულების ღირებულების (121980 ლარი) 0,1%-ის ოდენობით დაჯარიმდა.

 

მეორედ პრობლემები მერიას კომპანიასთან გამხმარი ნერგების ჩანაცვლების კუთხით შეექმნა. მიმწოდებელს დაევალა 33 ძირი უნგრული ცაცხვის გამხმარი ნერგის ჩანაცვლება, თუმცა „გრინ გეორგიას“ მერიისთვის ნერგები არ მოუწოდებია. კომპანია 243 ლარით დაჯარიმდა. ნაკისრი ვალდებულებების ორჯერ დარღვევის გამო მიმწოდებელს ჯარიმა დაეკისრა, ხელშეკრულების ღირებულების (121980 ლარი) 5%-ის ოდენობით, 6099 ლარი.

 

„გრინ გეორგიამ“ თავისი პოზიცია არც ამ შემთხვევაში წარმოადგინა. სააგენტომ ამ შემთხვევაშიც დაასკვნა, რომ „გრინ გეორგია“ შავ სიაში უნდა დარეგისტრირდეს.


შედეგად, 2021 წლის 17 მარტს შპს „გრინ გეორგია“ შავ სიაში დარეგისტრირდა.


ბაჩო ადამია





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up